ზოგიერთი მცენარე სითბოს მოყვარულია და ცივ მიწას საერთოდ ვერ იტანს. ზოგიერთი ყინვაგამძლე და ტენიანობის მიმართ მომთხოვნია, ამიტომ მოსავლით მხოლოდ ნაადრევი დათესვის შემთხვევაში გაგახარებთ. როდის დავთესოთ ბარდა, ბოლოკი, კამა, სტაფილო, რომ მავნებლები და დაავადებები თავიდან ავიცილოთ? Paparazzi ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეცდება.
როდის დავთესოთ ბოსტნეული – ყველა ბოსტნეული ჩვენი სიიდან 10 მაისამდე უნდა დათესოთ. უმჯობესია, თუ უფრო ადრე დათესავთ. სხვა შემთხვევაში მოსავალი შემცირდება, ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ მიიღებთ.
- ბარდა. ნებისმიერი მებაღე გეტყვით, რომ ბარდა რაც შეიძლება ადრე უნდა დარგოთ. მეტნაკლებად შესაფერისი დრო – აპრილი. საქმე იმაშია, რომ ლობიოსა და ოსპისგან განსხვავებით ყინვაგამძლეა და სიცივე არ აშინებს. გარდა ამისა, ბარდის მსხვილ თესლს ბევრი სითხე სჭირდება. მნიშვნელოვანია, არ გამოგრჩეთ მომენტი, როცა მიწამ კვლებში ჯერ ბოლომდე გამოშრობა ვერ მოასწრო. რაც შეეხება მავნებლებს, ნაადრევი დარგვა აქაც სასარგებლოა. ადრე დარგვით ბარდა პარკის ფორმირებას მანამ ასწრებს, სანამ მავნებლებით დაინფიცირდება. გამოდის, ქიმიკატებით დამუშავება შესაძლოა არ მოგიწიოთ.
- ბოლოკი. სასურველია, რომ ბოლოკიც 10 მაისამდე დარგოთ. აქ, მიზეზი განსხვავებულია. მცენარე განათების ყოველდღიური რიტმის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. როცა დღის მონაკვეთი იზრდება, ბოლოკი ყვავილობას იწყებს იმის ნაცვლად, რომ წვნიანი ძირნაყოფი მოგვცეს.
- კამა. გრილ სველ მიწაში ცოტა ხნით გაჩერებისას კამის თესლი ერთგვარ სტრატიფიკაციას გადის. ამ მიზეზით კამა კარგად ამოვა, როგორც კი, თბილი ამინდი დაიწყება.
- სტაფილო. ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, სტაფილო დაბალი ტემპერატურის მიმართ გამძლეა. ზოგჯერ თოვლის დნობისთანავე თესავენ. აპრილში დასათესად გამოგადგებათ შემდეგი ჯიშები: „ლაგუნა F”, „ალენკა“, „ტუშონი“, „ვიტამინნაია“.
- რუკოლა, სარეპტის მდოგვი. ამ კულტურებს ნაადრევი დათესვისას რწყილი და ჩრჩილი თავს არ ესხმის. სწორედ ამიტომ, აპრილის მესამე დეკადში ღია გრუნტში დათესეთ. ნერგი – მარტის პირველ დღეებში.
- ხახვი და ნიორი. გამოცდილი მეაგარაკეები გირჩევენ, რომ ხახვი დარგოთ მაშინ, როცა მიწა გამდნარი თოვლისგან ჯერ კიდევ სველია. ასეთ პირობებში კარგად იზრდება. მაქსიმალურად ნაადრევი დარგვით პირველი თაობის ხახვის ფქვილით ძლიერ დაზიანებას თავიდან აიცილებთ და მეორეს მთლიანად მოიშორებთ.
- სალათი. სალათის ყლორტები მინუს 3 გრადუსამდე ყინვას თავისუფლად უძლებს. მცენარეს ტენიანობა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, ყველაზე წვნიანი მწვანე ფოთლები მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დათესვისას მიიღება. მაისის პირველ ნახევარში სალათი მწიფდება. ადგილი, სადაც სალათი იზრდებოდა, კიტრის დასარგავად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- მანგოლდი. მანგოლდის თესლი 5 გრადუს სითბოში ზრდას იწყებს. ყლორტები 2-3 გრადუსამდე ხანმოკლე ყინვას უძლებს. მანგოლდმა ძლიერი მწვანილი რომ მოგცეთ და დროზე ადრე არ აყვავილდეს, აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე დარგეთ.
- ისპანახი. ბევრი მეაგარაკე ისპანახის გაზრდაზე ნაადრევი ყვავილობის გამო უარს ამბობს. თუ აპრილის პირველ ნახევარში დათესავთ, ლამაზ მწვანილს მიიღებთ და კვლებს პომიდვრის დათესვამდე გაათავისუფლებთ.
- პეკინის კომბოსტო. ნაადრევ გაზაფხულზე დარგვისას თავს კარგად ავლენს. მიზეზი იმაშია, რომ ზოგიერთი სახეობა დღის სინათლეზე ხანგრძლივი ყოფნისას ისრებს ისვრის. სწორი სახეობის შერჩევით ამის თავიდან აცილებას შეძლებთ. გამძლე სახეობებია „ჩემპიონი“, „მანოკო“, „ოპტიკო“, „კიუსტარი“ და სხვა.
ვიმედოვნებთ, რომ მიღებული ინფორმაცია ბოსტნეულის დათესვის სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. არ დააგვიანოთ, რომ მოსავალი გაიზარდოს და მავნებლები და მცენარის დაავადებები მოიშოროთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს