დედები, რომლებიც შვილებთან ერთად ომის ზონას ტოვებენ, საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარებათ. ისინი საკუთარი შვილების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ და მათი მომავლის უზრუნველყოფის იმედი აქვთ. რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, როცა მოხუცი მშობლები ევაკუაციაზე უარს აცხადებენ და რისკის მიუხედავად სახლში რჩებიან. სწორია თუ არა, რომ მოხუც ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება და უცნობ ადგილას გამგზავრება აიძულოთ? Paparazzi გიამბობთ, ღირს თუ არა იმ ადამიანის გადარჩენა, ვისაც ეს არ სურს, და როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულ მშობლებს.
რთული გადაწყვეტილება – მათ, ვინც ომის დაწყებისას საზღვარი დატოვა, მოგვიანებით რისკების მიუხედავად დაბრუნება სურთ. ხალხისთვის მშობლიურ ქალაქში თავშესაფარში დამალვა ფსიქოლოგიურად უფრო მარტივია, ვიდრე უცხო ქვეყანაში უსაფრთხოდ ყოფნა.შუახნის ადამიანი ბავშვებთან ერთად ადაპტირებას მარტივად ახერხებს, ნელ–ნელა ახალ გარემოს ეგუება. ფიქრებით მაინც მშობლიურ ქალაქში რჩებიან და ყოველდღე საკუთარი ქვეყნის ბედს განიცდიან. თან ცდილობენ სამსახური მოძებნონთ, ბავშვი საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მოაწყონ, საცხოვრებელი მოძებნონ და უცხოელებთან საერთო ენა გამონახონ.მსოფლიოში ბევრი კეთილი ადამიანია, მაგრამ როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს გერმანიასა და იტალიაში წასვლის პერსპექტივა, შვედეთის და ჩეხეთის მონახულება, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ასაკოვნები, საკუთარი სახლის დატოვებას არ აპირებენ. უფროსი თაობა მშვიდობიან დროსაც მოგზაურობისკენ არ ისწრაფვის, ხოლო ომის დროს ბევრი ამბობს: „ჩემი უკვე ვიცხოვრე და სახლს არ მივატოვებ“ – ასეთი ქცევა ჩიხში გვაქცევს. ფსიქოლოგი ოლგა პანჩენკო, რომელსაც საკუთარი მშობლების არჩევანის მიღება მოუწია, ამბობს:
„ჩემი სურვილი, რომ მშობლები უსაფრთხო ადგილას გადავიყვანო, საკმაოდ ეგოისტურია. ასე არა მხოლოდ ახლობლების დაცვა, არამედ თავის დამშვიდება მსურს. მშობლების გადაწყვეტილებას სახლში დარჩენის შესახებ შევეგუე, რადგან ზრდასრულები არიან და შესანიშნავად ხვდებია, რაზე მიდიან“.მოხუცებს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და საცხოვრებლის შეცვლა შეიძლება ვერ გადაიტანონ. მათთვის უცნობის შიში ომის შიშზე უარესია. ასაკოვანი ადამიანის ფსიქიკა ისეთი მოქნილი არაა, როგორც ბავშვის. თუ ხანდაზმულ მშობლებს სახლის დატოვება და შვილიშვილების გვერდით ყოფნა არ სურთ, ბავშვების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. რატომ? რადგან ბავშვები მომავალი არიან, ისინი ბებია–ბაბუების მძევლები არ უნდა იყვნენ.ფსიქოლოგი გირჩევთ, რომ მშობლების გადაწყვეტილებას პატივი სცეთ. თუ ისე მოხდა, რომ მშობლები სახლში დარჩნენ, ხოლო შვილები წავიდნენ, მათთან დისტანციურად კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოთ. ახლა ნებისმიერი ემოცია სტრესზე ნორმალური რეაქციაა. ამ რთულ სიტუაციაშიც მშობლებს შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ. ამბობს ფსიქოლოგი ტატიანა კოლპაკი.
ინფორმაცია – მშობლებს გაესაუბრეთ, ევაკუაციის შესაძლო ვარიანტები განიხილეთ, თუ აზრს შეიცვლიან და გადაადგილებაში ყოველთვის შეგიძლიათ დაეხმაროთ. ნაცნობებს კონტაქტები დაუტოვეთ, რომლებიც მშობლებს დაეხმარებიან, თუ თქვენ მის გვერდით არ ხართ.თუ წასვლა გადაწყვიტეთ, გამგზავრებამდე საჭირო ნივთები ჩემოდანში შეაგროვეთ და მშობლებს უსაფრთხოებისთვის მითითები მიეცით. შეახსენეთ კომენდანტის საათი და ის, რომ საჰაერო განგაშის დროს აუცილებელია დამალვა, იმის მიუხედავად, რამდენად უსაფთხოა ქალაქი ამ მომენტში. მოხუცები დღეში რამდენჯერმე თავშესაფარში არ ჩავლენ, მაგრამ წესი „ორი კედლის“ მიღმა შეუძლიათ გამოიყენოთ.მოხალისეების, სამაშველო სამსახურის კონტაქტები გაიგეთ და ნომრები ბლოკნოტში ჩაიწერეთ. მშობლებს სასმელი წყალი და საკვები რაც შეიძლება დიდი ხნით მოუმარაგეთ. ტელეფონები დატენეთ და მეზობლებთან კონტაქტი შეინარჩუნეთ. მშობლებს შეუთანხმდით, როდის დაურეკავთ, დაარწმუნეთ, რომ მაღაზიაში ან ბოსტანში საჰაერო თავდასხმის დროს არ გავიდნენ.
ემოციები – ამ რთულ პერიოდში ძვირფასი წუთები ურთიერთობის გარკვევაში არ დახარჯოთ. მშობლებს ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს, რას აკეთებდნენ, რა მიირთვეს და რას ფიქრობენ. თქვენს შესახებ, განცდებზე, შვილების წარმატებებზე მოუყევით.ბევრი ადამიანი საკუთარ განცდებს თავად უმკლავდება და მშვიდობიან პერიოდში ფსიქოლოგს დახმარებისთვის იშვიათად მიმართავს. ახლა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მარტო არაა. საუბარი და თბილი სიტყვები ის ცოტა რამაა, რაც ახლობლებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, თუნდაც ჩვენი მსოფლმხედველობა განსხვავდებოდეს.
რედაქციის რჩევა – ადამიანს შეიძლება სინდისი ქენჯნიდეს, რომ მშობლები უსაფრთხო ადგილას ვერ წაიყვანა. გახსოვდეთ, რომ მათი გადაწყვეტილება ზრდასრული ადამიანების გადაწყვეტილებაა და სხვების ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოთ. ასე თავს უკეთ ვერავინ იგრძნობს. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის გააკეთოთ, პირად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ, რადგან მშობლები, შვილები, ქმარი თქვენზე ნერვიულობენ და თქვენი ბედნიერების ნახვა სურთ.