ჭიანჭველაჭამიას მოშენებას ვაპირებდი, მაგრამ მეზობელი ჭიანჭველების მოშორებაში დამეხმარა

747

ჭიანჭველები ბოსტანში მუდმივი პრობლემაა, მაგრამ მათთან გამკლავება რთული არაა. საკმარისია, რამდენიმე ხალხური ხრიკი გამოიყენოთ. ამჯერად მდუღარე წყალს არ გამოვიყენებთ! Paparazzi გასწავლით, როგორ მოიშოროთ საძულველი ჭიანჭველები კვლებიდან.

ჭიანჭველები ბოსტანში – თუ ბოსტანში ჭიანჭველები გამოჩნდა, კარგს არაფერს ელოდოთ. პირველ რიგში, ამ მწერებს ტკბილი კენკრის და სხვადასხვა ძირნაყოფის ჭამა უყვარს. მეორეც, კვლებს აზიანებს, მცენარეების ფესვებს ძირს უთხრის. გარდა ამისა, ჭიანჭველებმა შეიძლება ყვავილის კოკრები ნექტართან ერთად შეჭამოს და მისი ბოლქვები და ფესვები დააზიანოს. ეს ყველაზე დიდი უსიამოვნება არაა. ჭიანჭველები მთელ ბოსტანში ბუგრებს ასახლებს, ამით ბოსტნის და კენკრის კვლებს აზიანებს. ბუგრები მწერების მთავარი მოკავშირეა, რადგან ბუგრების მიერ გამოყოფილი თაფლის ცვრით იკვებებიან.

საინტერესოა, რომ ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, ჭიანჭველებმა შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ. მაგალითად, ნაკვეთზე მიწაში ფოსფორის და კალიუმის შემცველობა იზრდება. ჭიანჭველების წყალობით სხვადასხვა მავნებელს მოიშორებთ. ამ მიზეზით კვლებში ჭიანჭველების მმართველობა არ დატოვოთ.მწერების მოსაშორებლად ქიმიური და ხალხური საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველ ვარიანტს არ ვემხრობით, ამიტომ უსაფრთხო მეთოდებს გიზიარებთ. ჭიანჭველები მკვეთრ არომატებზე ცუდად რეაგირებენ. ეს ხრიკი სცადეთ.

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები

  1. ხის ნახერხი და ნივრის ფაფა აურიეთ, ანისულის ფოთლები დაუმატეთ. მიღებული ნარევი ჭიანჭველების ბუდის ყველა შესასვლელთან დაასხით.
  2. ჭიანჭველებს ნავთის მძაფრი სუნი არ მოსწონთ. ჭიანჭველების ბუდეს ეს ნივთიერება შეგიძლიათ დაასხით, მაგრამ რაიმეს დაწვა საჭირო არაა.
  3. მწერები არ იცხოვრებენ იქ, სადაც იზრდება არომატული მცენარეები, როგორიცაა ანისული, ოხრახუში, აბზინდა.
  4. თამბაქოს ფერფლიც ამოცანას კარგად უმკლავდება. ფერფლი ჭიანჭველების ბუდის შესასვლელთან და გზაზე, სადაც ჭიანჭველები გადაადგილდებიან, მიმოფანტეთ.
  5. საძულველი მწერების მოშორებაში დაფქული დარიჩინი დაგეხმარებათ. მიმოფანტეთ იმ ადგილებში, სადაც ჭიანჭველები ცხოვრობენ.
  6. კვლებში, რომელთაც ჭიანჭველები ყველაზე მეტად აზიანებენ, ნიორი დარგეთ. ასეთი მეზობლობა არ მოსწონთ.

ნაწილობრივ ბარბაროსული მეთოდი – ჭიანჭველებისთვის ხაფანგი გააკეთეთ. ამისთვის დაბალ ჭურჭელში ჩასხმული ტკბილი სიროფი გამოიყენეთ. ასეთი ჭურჭელი ნაკვეთზე სხვადასხვა ადგილას დადეთ. როცა თასებში ბევრი მწერი მოხვდება, მდუღარე წყალი დაასხით. ჭიანჭველები ხეხილს ხშირად აზიანებენ. მებაღეები ხის ღეროს სპეციალურ ხაფანგ ქამრებს აკრავენ. ხის ქვედა ნაწილს სუნიანი კანაფის ზეთით ამუშავებენ.

სხვა მეთოდები – თუ ჭიანჭველები ბევრია და მათი სწრაფად მოშორება გჭირდებათ, ქიმიური საშუალებების გამოყენება მოგიწევთ. მინიმუმ 7 პრეპარატი არსებობს, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოგადგებათ. მაგალითად, „მურავინი“ მწერებს 3-5 დღეში მოგაშორებთ. მხოლოდ 20 გ გრანული საკმარისია, რომ 10 მ² ნაკვეთი დაამუშავოთ. წყლიანი ემულსია „მურაციდი“ ამოცანას კიდევ უფრო სწრაფად უმკლავდება. 1 გ პრეპარატი 10 ლ წყალში გააზავეთ და ხსნარით  5 მ² ნაკვეთი დაამუშავეთ. მეაგარაკეები იყენებენ შემდეგ საშუალებებს: „ფენაქსინი“, „მურავედი“, „გრომ–2“, „მურატოქსი“, „ველიკი ვოინ“. თითოეულის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და ინტერნეტში შეძლებთ.

ჭიანჭველების მოსაშორებლად ჰუმანური მეთოდიც არსებობს. უბრალოდ ნაკვეთიდან გაასახლეთ. დაბნელებას დაელოდეთ, როცა ყველა მწერი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ბუდეს დაუბრუნდება. ნიჩაბი აიღეთ და ბუდე ამოთხარეთ. მიწა ბინადრებით ვედროში ჩადეთ და ბოსტნის გარეთ გაიტანეთ. მაგალითად, ტყეში წაიღეთ. ორმოს, სადაც ჭიანჭველების ბუდე იყო, სჯობს მდუღარე წყალი დაასხათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს