თუ გვესტუმრა თავხედი ბავშვი, როგორ უნდა მოვიქცეთ? ხშირად მშობლები თითქოს ვერ ამჩნევენ შვილის აბეზარ საქციელს და თავაზიანი შენიშვნის შემთხვევაში, შემთხვევაში უბრალოდ მხრებს აიჩეჩავენ: “რას ვიზამთ, ის ხომ ბავშვია.” ეს ნამდვილად არ ამართლებს პატარას არასწორ საქციელს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
გაუზრდელი ბავშვი – “მოახლოვდა ჩემი დაბადების დღე და მსურდა მეგობრების მოპატიჟება. მითუმეტეს, რომ 60 წლის ვხდები. მომზადება წინასწარ დავიწყე, დავგეგმე ორიგინალური მენიუ, შევიძინე ახალი ჭურჭელი. ტორტი ქალიშვილმა შეუკვეთა თავის კონდიტერ მეგობარს.ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ შვილიშვილის წამოყვანა მოუწევდა, რადგან დამტოვებელი არ ჰყავდა. ბავშვები ძლიან მიყვარს და რატომ უნდა შევეწუხებინე, მაგრამ ლეილა არ არის ყურადღებიანი ბებია და მივხვდი, რომ მე მომიწევდა პატარას სდევნა და მოვლა. არადა მსურდა მოვდუნებულიყავი და მშვიდად გამეტარებინა საღამო.
თუმცა, რა გაეწყობოდა? ლეილა გვიან მოვიდა შვილიშვილთან ერთად. გოგონა 10 წლისაა და დიდხანს მოუნდა თავის მოწესრიგებას. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მივუსხედით სუფრას და მშვიდად დავიწყეთ კერძების დაგემოვნება. თან ვსაუბრობდით, ვიხსენებდით წარსულს. გოგონაც გვისმენდა, მაგრამ ბუნებრივია, ბავშვი დაიღალა ერთ ადგილას ჯდომით და მოხუცების ყურებით და ითხოვა სხვა ოთახში გასვლა სათამაშოდ.მე ის საძინებელში შევიყვანე, სადაც პატარა საბავშვო კუთხე მოვუწყვე. დავუდე ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დიდად არ ხიბლავდა ხატვა და ჩუმად შესულა სამზარეულოში.
უსიამოვნო სიურპრიზი – როდესაც სამზარეულოში ტორტის ასაღებად შევედი, აღმოჩნდა, რომ გოგონას გაუღია მაცივარი და ტორტის მთელი დეკორი შეუჭამია და გაუფუჭებია. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. ეს როგორ შეიძლება ბავშვმა გააკეთოს? შევეცადე ტორტი შემელამაზებინა და ისე მივიტანე სუფრასთან. თუმცა, თავი ვერ შევიკავე და ლეილას ვუთხარი რაც მოხდა.თან ტორტის პირვანდელი სახის ფოტო ვაჩვენე: “აი, ასეთი იყო ეს ტორტი, მაგრამ ანანომ სანამ ვვახშმობდით გააფუჭა!” ყველა დადუმდა, თითქოს პირში წყალი ქონდათ ჩაგუბებული.
მშვიდად გავაგრძელე ჩემი საქმე, გოგონასაც მოვუჭერი დიდი ნაჭერი, მაგრამ არ მიკარებია. მართლაც რას ვიზამთ, ბავშვია… საწყენი ის იყო, რომ ლეილას მობოდიშებაც არ უფიქრია უსიამოვნების გამო.შეიძლება არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ტორტის დეკორში საკმაოდ დიდი ფული გადავიხადე. ბავშვი კი როდესაც თან მიგყავს, ყურადღების ქვეშ უნდა გყავდეს და იზრუნო მასზე.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ადამიანები განსხვავებულები არიან. ზოგი წინასწარ ფიქრობს შედეგებზე, ზოგი კი დაუფიქრებლად ჩადიან გამოუსწორებელ შეცდომებს. პატარა გოგონას საქციელი მეტყველებს იმაზე, რომ სახლში ბევრ რამეს არ ასწავლიან. გოგონას შეეძლო თავაზიანად მოეთხოვა ჩაი და ტკბილეული, ვინ ეტყოდა უარს ამაზე პატარა სტუმარს?მასპინძლის რეაქციაც სხვადასხვანაირად შეიძლება შევაფასოთ. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.