როზა კულეშოვას მხილება, რომელსაც თითის წვერებით „დანახვა“ შეეძლო

0
536

როზა კულეშოვა ერთ–ერთი პირველი ექსტრასენსი ქალი იყო სსრკ–ში. დიდი ხნის განმავლობაში მისი ექსტრასენსული შესაძლებლობები ხალხში ეჭვს არ იწვევდა. ქალი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი ტყუილით გახდა. ჯერ კიდევ სიცოცხლეში თაღლითი უწოდეს. რით მოხიბლა ფსევდო სპეციალისტმა საბჭოელი ხალხი და როგორ მოახერხეს მისი გამოაშკარავება? ამის შესახებ Paparazzi გიამბობთ.

ექსტრასენსული შესაძლებლობები – ხალხმა როზა კულეშოვის შესახებ გაზეთიდან გაიგო. მას დახუჭული თვალებით დანახვა შეუძლია. ამაში თითები, ტერფები და იდაყვებიც ეხმარება. მსგავს ფენომენს „კანის ხედვას“ უწოდებენ. ყველა დაინტერესდა კულეშოვით. ჟურნალისტები მის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას ცდილობდნენ. ყველას სურდა გაეგო, საიდან გაუჩნდა ქალს ექსტრასენსული შესაძლებლობები. აღმოჩნდა, რომ როზა ეპილეფსიით იყო დაავადებული. ავადმყოფობამ სრული საშუალო განათლების მიღების საშუალებაც არ მისცა. გოგონას ბებია ზრდიდა, რადგან მამა ომში დაიღუპა, ხოლო დედა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობა დაიწყო. 20 წლისას უსინათლოების წრეში ჩაეწერა, სადაც ბრაილის შრიფტი სრულფასოვნად შეისწავლა. ლეგენდის თანახმად, სწორედ იქ აღმოაჩინა, რომ სხვებისგან განსხვავდებოდა. თითებით ჩვეულებრივად ნაბეჭდი ტექსტის კითხვა დაიწყო.ერთხელ როზა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც პალატაში მეზობლებს გასართობად თავისი უნარები აჩვენა. თავიდან გოგონას არ დაუჯერეს და მთელი გამოცდა მოუწყვეს. თუმცა კულეშოვმა თითოეული შემოთავაზებული ტექსტის წაკითხვა მოახერხა. როცა პროფესორმა გოლდენბერგმა ამის შესახებ გაიგო, ქალის გამოცდა გადაწყვიტა. ნევროპათოლოგი იმდენად მოიხიბლა, რომ მიღებული ინფორმაცია თავის სამეცნიერო სტატიაში აღწერა.როდესაც კულეშოვის პოპულარობა მთელ კავშირში გავრცელდა, როზამ გასტროლები დაიწყო. ქალაქებში დადიოდა და ხალხს თავის ნიჭს აჩვენბდა. ნამდვილი ცნობილი გახდა და ეს მოწონდა. მით უფრო, ქალის უცნაურ უნარზე უცხოური მედიაც წერდა.

როზა კულეშოვის გამოაშკრავება – რაც უფრო ცნობილი ხდებოდა, მით უფრო მეტ ადამიანს მის უნარებში ეჭვი ეპარებოდა. საბჭოელ მეცნიერებს კულეშოვის უნარისთვის ლოგიკური ახსნა უნდა მიეცათ. ქალი მათი საცდელი კურდღელი გახდა. სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მას სხვადასხვა ტესტებს სთავაზობდნენ. როზა ყველა გამოცდას ადვილად ვერ გადიოდა. ზოგჯერ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებაზე საერთოდ უარს ამბობდა. კულეშოვი უნდობლობაზე საუბრობდა, რაც მის სამუშაო განწყობას ხელს უშლიდა. ტექსტის ეკრანის საშუალებით წაკითხვის ექსპერიმენტმა ქალის ნიჭში საბოლოოდ გარკვევას ხელი შეუწყო.ადრე როზა ტექსტებს თითის შეხებით კითხულობდა. ამჯერად, ტექსტსა და მას შორის სქელი ეკრანი მოათავსეს. ეს ქალისთვის დაბრკოლება გახდა. აღმოჩნდა, რომ კულეშოვი ეიდეტიზმს ფლობდა. ეს ადამიანის მეხსიერების განსაკუთრებული უნარია მყისიერად დაიმახსოვროს ის, რასაც პირველად ხედავს.

ესეც მთელი ახსნა! ადრე როზას ყოველთვის შეეძლო ტექსტისთვის თვალის შევლება, სანამ ბრმად წაიკითხავდა. როცა ექიმები ამას მიხვდნენ, კულეშოვს ტექსტებს თვალების დახუჭვის შემდეგ აძლევდნენ. ქალმა ვერც ერთი ტესტი ვერ გაიარა.იმის მიუხედავად, რომ როზა თაღლითი აღმოჩნდა, თავისი დროის იდეოლოგიური შთამაგონებელი იყო. ხალხს თავის უჩვეულო უნარებზე საუბარი აღარ აშინებდათ. სსრკ–ში სულ უფრო მეტი ექსტრასენსი და ტელეპათი გამოჩნდა. მით უფრო, კულეშოვის მიმდევრებიც გამოჩდნენ.როზა ადრე გარდაიცვალა. მხოლოდ 38 წლის იყო. ქალიშვილის გაჩენა მოახერხა, რომელსაც დედის გზის გავლა არ სურდა. თუმცა ამბობს, რომ წინაპირობები ჰქონდა. იხსენებს, რომ დედამისი ყოველთვის განსაკუთრებულობისკენ ისწრაფვოდა, თუმცა ამით ბედნიერი არ გამხდარა.

ასეა თუ ისე, როზა კულეშოვას ნიჭი ჰქონდა. დაგვეთანხმეთ, ყველას არ შეუძლია, რამდენიმე წამში დაიმახსოვროს ტექსტი, რომელსაც პირველად ხედავს. ალბათ, შეეძლო ეს ნიჭი სხვანაირად გამოეყენებინა, მაგრამ პოპულარობისთვის მცდარი გზა აირჩია.