სოდის გამოყენების 7 მეთოდი, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის

735

სოდა სამზარეულოში წლები ხელუხლებელი შეიძლება იყოს. ძირითადად, ცომეულში ან ტორტის ბისკვიტში გამოიყენება, არადა საუკეთესო თანაშემწეა, რომელიც კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებაში გვეხმარება. მას მრავალი შესაძლებლობა აქვს, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. Paparazzi სოდის გამოყენების 7 სასარგებლო მეთოდს გიზიარებთ. ამის შემდეგ სოდა სამზარეულოში სწრაფად დამთავრდება.

  1. ბოსტნეულს ფერს უნარჩუნებს. თერმული დამუშავებით ხასხასა ბოსტნეული და მწვანილი მიმზიდველ ფერს კარგავს. რეკომენდებულია, რომ ბროკოლს და მწვანე ლობიოს ხარშვისას ცოტა სოდა ჩაის კოვზის წვერით დაუმატოთ. იგივე ხრიკით წვნიანი და მწვანილი მეორე დღესაც ხასხასა ფერის იქნება. გაფრთხილებთ, რომ ამ მეთოდს ბევრი არაკეთილმოსურნე მზარეული ჩაის ფერის გასაჯერებლად იყენებს, რომ ნაკლები ჩაი დახარჯოს.
  2. დესერტს გემრიელს ხდის. თუ მურაბა არ გაქვთ, ალტერნატივად შეგიძლიათ ვაშლის ნაჭრები სიროფში გამოიყენოთ. მის მომზადებას ნებისმიერ დროს შეძლებთ. ვაშლის ნაჭრები 1 ჩ/კ სოდისა და 1 ლ ცივი წყლის ნარევში სიმძიმის ქვეშ 1 ღამე გააჩერეთ. დილით სითხე გადაწურეთ და 300 მლ წყლისა და 1 კგ შაქრის ნარევში მოხარშეთ. ბოლოს 0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა დაუმატეთ. ვაშლის ნაჭრები სიროფში მზადაა!
  3. ღვეზელს ოქროსფერ ქერქს ანიჭებს. სოდა ცომს ყველაზე ბოლოს დაუმატეთ, რომ ღვეზელი კარგად შეიწვას. მოზელილი ცომი გააბრტყელეთ და ცოტა სოდა მოაყარეთ. ახლა გაკეცეთ. ისევ გაკეცეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ღვეზელი ლამაზი ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით.
  4. კვერცხს ამუშავებს. რეკომენდებულია, ნაყიდი კვერცხი მაშინვე გარეცხოთ. გირჩევთ საპნის ნაცვლად სოდა გამოიყენოთ. სოდა ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა და კვერცხს უკეთ წმენდს.
  5. მიკროტალღურ ღუმელს წმენდს. ღრმა თეფშში წყალი ჩაასხით და 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. ახლა ღუმელში შედეთ და 5 წუთით მაღალ სიმძლავრეზე ჩართეთ. ამის შემდეგ კედლები უბრალოდ სველი სალფეთქით გაწმინდეთ. ღუმელს ჭუჭყი და ცხიმი მარტივად მოშორდება.
  6. ჩაიდანს ნაქაფს აშორებს. თუ ჩაიდანს ნაქაფი აქვს, ხოლო ფილტრი თავის ამოცანას ვერ ასრულებს, ასე მოიქეცით: ჩაიდანში წყალი ჩაასხით, ცოტა სოდა დაუმატეთ და აადუღეთ. ამის შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ და გარეცხეთ. ნაქაფი მოშორდება.
  7. ბოსტნეულის მომზადებას აჩქარებს. ზოგიერთ ბოსტნეულს მოსახარშად დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, ლობიოს და ჭარხალს. ამ შემთხვევაში ხარშვისას წყალს ცოტა სოდა დაუმატეთ. ბოსტნეული უფრო სწრაფად მომზადდება. პარკოსანს წყალში წინასწარ ჩალბობაც არ სჭირდება, თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ.

სოდა სახლში შეუცვლელი დამხმარეა. ამ ინგრედიენტით ბევრი სარეცხი და საწმენდი საშუალება მზადდება. სოდა უსიამოვნო სუნს და ჭუჭყს მარტივად აქრობს. მჟავასთან ერთად აქტიური შუშხუნა ხდება. გირჩევთ, სოდა ხშირად გამოიყენოთ. სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს