ბევრს ამ სახელის გაგონება აშინებს, შეიძლება გაიფიქროთ, რომ რაღაც დაავადებაა. სინამდვილეში, ტრიქოდერმა ბევრი სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლება. პირველ რიგში, ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება უნდა მოაშინაუროთ. ამის შემდეგ ბოსტნის კულტურებისთვის შეუცვლელი გახდება.გამოცდილი მებოსტნეები ტრიქოდერმას ბოსტანში 70 წელზე მეტია იყენებენ. მას „კიტრის სოკოსაც“ უწოდებენ. ტრიქოდერმის გამოყენებით კიტრის მოსავალი ორმაგდება. ზოგიერთი მებოსტნე იმდენ მოსავალს იღებს, რომ 2 წლის სამყოფ კონსერვს ამზადებს, მეგობრებს ურიგებს და კიდევ რჩება. მისი გამოყენების შემდეგ ლპობა და სხვა პრობლემები დაგავიწყდებათ. Paparazzi გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ტრიქოდერმას და როგორ გამოიყენოთ.ნიადაგის სოკო განვითარებისას გამოყოფს სხვადასხვა ანტიბიოტიკს, რომლებიც ბევრი სახის ფიტოფთორს და პათოგენ სოკოს ანადგურებს. მოსავლის მომწიფებას აჩქარებს. მაგალითად, კიტრის მოსავალი 2 კვირით ადრე შეგიძლიათ აიღოთ. როგორ მოქმედებს?
- ტრიქოდერმა მიწაში არსებულ საკვებ ნივთიერებებს ისეთ ფორმას აძლევს, რომ მცენარეებმა მათი ათვისება ადვილად შეძლონ.
- მისი დახმარებით მცენარეზე ბევრი მდედრობითი კვირტი ჩნდება, საიდანაც შემდეგ ნაყოფი ფორმირდება.
- მცენარის იმუნიტეტს ზრდის, ამინდის პირობების მიმართ წინააღმდეგობას აძლიერებს.
ტრიქოდერმის გამოყენების წესი – სანამ სასურველი შედეგის მისაღებად კიტრის სოკოს ბოსტანში გამოიყენებთ, მისი გამოყენების წესებს გაეცანით. სოკოს მთავარი მტერი მზეა. აქედან გამომდინარე ტრიქოდერმით ყველა პროცედურა საღამოს ან მოღრუბლურ მშრალ დღეს ჩაატარეთ. სათბურის კიტრის დასამუშავებლად იდეალურია.ხსნარის მოსამზადებლად 500 გ შვრიის თესლი და 50 გ ტრიქოდერმა აურიეთ. ნარევი პარკში ჩადეთ და 24 საათით ბნელ, თბილ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ ნარევი მიმოფანტეთ მთელ ნაკვეთზე, სადაც კულტურების დარგვას აპირებთ. ეს დათესვამდე ან ნერგის დარგვამდე 1 დღით ადრე უნდა გააკეთოთ. შვრია დაფარცხეთ. 10 ლ თბილი წყლისა და 2 ს/კ შაქრის ნარევით მიწა დაამუშავეთ.
2 კვირაში პირველი ყლორტები გამოჩნდება და ნერგი გაძლიერდება. კიტრის რიგებს შორის მიწა 5 სმ სიღრმეზე ჩააღრმავეთ. ამ სიღრმეში შვრიის და სოკოს ნარევი ჩაყარეთ (ზემოთ მოცემული რეცეპტით მოამზადეთ). ასეთი რაოდენობა გათვლილია 4 x 2 მ ზომის ნაკვეთზე. ივნისის ბოლოს კიტრის გარშემო მიწა პრეპარატით მორწყეთ – 3 კვირაში ერთხელ. საშუალების გამოყენების წესი დეტალურად შეისწავლეთ. მასში სწორად გაზავების ინსტრუქცია მითითებულია. წყალი ყოველთვის თბილი და ტკბილი უნდა იყოს.ნატურალური პრეპარატი მომწამვლელი არაა. ადამიანებს და ცხოველებს ზიანს არ აყენებს. მიწასა და ნაყოფში არ გროვდება. სამაგიეროდ, მოსავალინობას მინიმუმ მესამედით ზრდის. გირჩევთ, წელს „კიტრის სოკო“ ბოსტანში გამოიყენოთ და შედეგი თავად ნახოთ.