დედა ყოველთვის სახლში აცხობდა ხოლმე გემრიელ პურს და არასდროს არ ყიდულობდა მაღაზიაში. მას სხვადასხვა სახის რეცეპტები ჰქონდა: საფუარის გარეშე, ჭვავით, შავი ფქვილით და ა. შ. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ უჩვეულო პურის რეცეპტს ყველითა და მწვანილებით. სცადეთ თქვენც, აუცილებლად მოგეწონებათ.
სახლში გამომცხვარი პური
ინგრედიენტები ცომისთვის
- 20 გრ. საფუარი
- 2 ს/კ ფქვილი
- 200 მლ. თბილი რძე
- 200 მლ. წყალი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 850 გრ. ფქვილი
- 60 მლ. ზეთი
- 180 გრ. არაჟანი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 120 გრ. კარაქი
- 200 გრ. ფეტას ყველი
- მწვანილი
მომზადების წესი
- საფუარს დაასხით თბილი რძე, დაუმატეთ 2 ს/კ ფქვილი და შაქარი. კარგად აურიეთ და დადგით 10 წუთის განმავლობაში.
- მიღებული მასა ჩაასხით დიდ კონტეინერში. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, მარილი და კარაქი. შეგიძლიათ აიღოთ ზეითუნის ზეთი, რომელიც საინტერესო გემოს მისცემს პურს. ჩაყარეთ ფქვილი და დაასხით წყალი. მოზილეთ ხელით ან სპეციალური მიქსერით. დადგით თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში.
- სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გადმოიღეთ ცომი. გაყავით ის ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თხლად, წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი.
- ცალკე ჯამში გახეხეთ ყველი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. მაგალითად ოხრახუში ან კამა. შიგთავსის ნახევარი მოაყარეთ ცომს თხელ ფენად, დატკეპნეთ კარგად და დაჭერით რამდენიმე ზოლად. იგივე გააკეთეთ ცომის მეორე ნაწილზეც.
- აიღეთ ცეცხლგამძლე ჭიქა, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ ფორმის შუაგულში. სათითაოდ შემოახვიეთ ცომის ნაჭრები ჭიქას და მიეცით პურის ფორმა. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
მიიღებთ სურნელოვან, გემრიელ პურს, თან ექნება ლამაზი, ორიგინალური ფორმა. სახლში გამომცხვარი პური ყოველთვის უფრო გემრიელია, მაგრამ ეს რეცეპტი ყველაფრით განსაკუთრებულია.თქვენ გამოგიცხვიათ პური სახლში? გაქვთ საფირმო რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს