მთელი წლის მარაგისთვის ვყიდულობ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, სუნის მიხედვით ვადგენ მის ვარგისიანობას.

163

ფქვილის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ცხობაზე. მაღაზიის თაროზე შეგვიძლია შევამოწმოთ მისი დამზადების თარიღი, მაგრამ იქ მოხვედრამდე ფქვილი დიდ გზას გადის, ამიტომ ეტიკეტზე მითითებული თარიღი არ არის ხარისხის გარანტია.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ წესებს, თუ როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი ფქვილის მთელი წლის მარაგი.

ფქვილის ხარისხი

ფქვილი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ფაფუკი. მოკიდეთ ხელი და გასრისეთ მცირე რაოდენობა. თითებს შორის უნდა ჭრაჭუნებდეს და იფშვნებოდეს. თუ ის შეიკვრება – არ ვარგა. არ უნდა ჩანდეს ფქვილში ბურთულები, ის იდეალურად ფხვიერი უნდა იყოს.მიიტანეთ ცხვირთან და ყურადღებით დაყნოსეთ, შეგიძლიათ გასინჯოთ. სუნი და გემო უნდა იყოს სუსტი და ნეიტრალური – მასწავლა მეგობარმა, რომელიც მუშაობს საკვების შესამოწმებელ ლაბორატორიაში.ფქვილის გემო არ უნდა იყოს მჟავე, ტკბილი, ან მომწარო. ამ შემთხვევაში მისი გამოყენება საშიშიც არის.

გახსენით ფქვილი თანაბარი რაოდენობის წყალში. კარგი ფქვილი თეთრად დარჩება, არ შეიცვლის ფერს. დაამატეთ კიდევ წყალი, მიღებულ თხევად ხსნარში არ უნდა იყოს ნალექი.ფქვილის ნაცრიანობა – ეს ხარისხის მაჩვენებელი ნიშანია. რაც უფრო დაბალია ფქვილის ხარისხი, მით უფრო მეტია მასში ნაცრის შემცველობა. შესაბამისად, ფქვილის ფერი მუქია და მეტად სასარგებლო.უმაღლესი ხარისხის ფქვილში ნაცრის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს, ხოლო შავი ფქვილი უნდა შეიცავდეს 1,8%-ს, თუმცა ეს მაჩვენებლები არასდროს არ არის მითითებული შეფუთვაზე.

ფქვილის ხარისხს ადგენს ლაბორატორია. ვუყურებთ ეტიკეტს, სადაც წერია, რომ 100 გრ. ფქვილი შეიცავს ცილას, ცხიმს და ნახშირწყლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცილა – ის განსაზღვრავს ფქვილის სიძლიერეს, გადამწყვეტი გავლენას ახდენს ცხობის ხარისხზე.მაგალითად, 10 გრ. ცილის შემცველობა ნიშნავს, რომ ფქვილის სიმძლავრე სუსტია. ის იდეალურია ფხვიერი ორცხობილების გამოსაცხობად, მაგრამ არ ვარგა საფუარიანი ცომისთვის, რადგან გათხელდება და ცუდად ამოვა. საფუარიანი ცომისთვის ცილა უნდა აღემატებოდეს 10.5 გრ. რაც უფრო მეტი იქნება, უკეთესია.ცილის დაბალი შემცველობა ნიშნავს, რომ ცომს არ ექნება წებოვნება. ფქვილს აზიანებს ტენიანობა, ამიტომ დაიცავით მისგან. შეინახეთ გრილ, ტენისგან დაცულ ადგილას. გამოყენების წინ კი აუცილებლად გაცერით ხოლმე.

რჩევა რედაქციისგან: ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეხლახანს შევიძინე ფქვილი, სიმართლე გითხრათ არ დამიხედავს დამზადების თარიღზე. დავიწყე ფრანგული ფუნთუშების ზელა, მაგრამ ცომი თხელი გამოვიდა და ხელებში ჩამადნა. არადა უმაღლესი ხარისხის ფქვილი უნდა ყოფილიყო.თქვენ როგორ ამოწმებთ ფქვილის ხარისხს ყიდვის დროს ან მომზადების პროცესში? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს