თეთრი ნადები კიტრის ქილაში: ვჭამოთ თუ გადავყაროთ

0
521

ბევრი დიასახლისი ოჯახის წევრებისთვის კონსერვებს ინახავს. სარდაფში კონსერვების ქონა მომავალში გარკვეულ თავდაჯერებულობას გვმატებს. მამამთილის კონსერვების ქილაში ხშირად თეთრ ნადებს ვამჩნევ და ასეთი კიტრის ჭამაზე უარს ვამბობ. თავად გემრიელად მიირთმევს! ნუთუ მისი ჭამა შეიძლება? Paparazzi ამის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას გიზიარებთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჭამა ან გადაგდება დამოკიდებულია იმაზე, რა სახის კონსერვაციის პროცესი გაიარა ბოსტნეულმა. სხვადასხვა მეთოდით მომზადებული კიტრის შემთხვევაში მოქმედება განსხვავდება.

რა გავაკეთოთ, თუ კიტრის ქილაში თეთრი ნადები აღმოვაჩინეთ – თუ მწნილის ან მსუბუქად დამარილებული კიტრის ქილაში თეთრი ნადები აღმოაჩინეთ, მაშინვე მოიშორეთ. სამწუხაროდ, საკვებად ვარგისი არაა. მარილიანი კიტრი სხვა შემთხვევაა. თუ კონსერვაციის პროცესის სისწორეში დარწმუნებული ხართ, არაფრის შეგეშინდეთ. ნადებს რძემჟავე ბაქტერიების გაძლიერებული ზრდა და მასთან დაკავშირებული დუღილის პროცესი იწვევს. მარილიანი კიტრისთვის ნორმალური მაჩვენებელია. რაიმე სახის მოქმედება საჭირო არაა, უბრალოდ გამოყენების წინ კიტრს გამდინარე წყალი გადაავლეთ. სხვა საქმეა, თუ ქილის გახსნისას უსიამოვნო ან უცხო სუნი იგრძენით და კიტრის ქერქი ზედმეტად რბილია. ასეთ კიტრზე უარი უნდა თქვათ. ასეთი მდგომარეობა ადასტურებს, რომ საფუარის და პათოგენურმა ბაქტერიებმა ნაყოფში შეაღწიეს. მათი ჭამით მოწამვლის რისკი იზრდება.

დამხმარე მოქმედება – პირველ რიგში, განსაზღვრეთ ბაქტერიების ტიპი, რომელიც ქილაში „დასახლდა“. როგორც სასარგებლო, ასევე სახიფათო შეიძლება იყოს. უსაფრთხო კულტურები კიტრის გარეგნობაზე, ტექსტურასა და სუნზე გავლენას არ ახდენენ. თუ ნაყოფმა ფორმა შეინარჩუნა, მკვრივი ხრაშუნა ქერქი და სასიამოვნო არომატი აქვს, ყველაფერი რიგზეა. კიტრი ქილიდან ამოიღეთ, გარეცხეთ, სუფთა კონტეინერში გადაიტანეთ და იმავე შემადგენლობის ახალი მარილწყალი დაასხით. გადარჩენილი კიტრი მაცივარში შეინახეთ. უსაფრთხო თეთრი ნადები მარილიანი კიტრის ქილაში ნორმალურია. კონსერვაციის პროცესში პათოგენი ბაქტერიების გაჩენა თავიდან უნდა აიცილოთ. ამისთვის უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვათ.

პროფილაქტიკა – სახიფათო ნადების თავიდან ასაცილებლად დამწნილების ყველა ეტაპი აუცილებლად დაიცავით. რა არის საჭირო? პირველ რიგში, ჭურჭლის სწორად სტერილიზაცია. მეორედ, ბოსტნეულის დამუშავება. ქილების ხარისხიანად სტერილიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღება, ორთქლით დამუშავება, მარგანცოვკის ხსნარის დასხმა. დეზინფექცია ღუმელში, მიკროტალღურ ღუმელსა და ორთქლზე შეგიძლიათ გააკეთოთ. პროცედურა მინიმუმ 5 წუთით შეასრულეთ. ქილები და თავსახურები თერმული დამუშავების შემდეგ კარგად გააშრეთ. ნაყოფის შესანარჩუნებლად ჰერმენტულობა მნიშვნელოვანია. მოხუფვამდე ქილები შეამოწმეთ, ხოლო მარილწყლით პირამდე გაავსეთ. ერთი ზომის, მაგარი, შავ მუწუკებიანი კიტრი შეარჩიეთ. დაზიანებული და ხილული დაავადების ნიშნების მქონე კიტრი არ გამოიყენოთ. კიტრი დამარილებამდე ცივ წყალში რამდენიმე საათით გააჩერეთ. ცივი მეთოდით მომზადებული წასახემსებლები მაცივარში უნდა შეინახოთ. მაღალ ტემპერატურაზე დუღდება და ფუჭდება.

უკვე ვიცი, რომ მამამთილის კონსერვებზე უარს ტყუილად ვამბობდი. ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლო ინფორმაცია იყო. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ კიტრის სეზონი დადგება! ახლა დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მწნილი თავის საათს დაელოდება.