დილას ლოგიკური ამოცანების ამოხსნით ვიწყებ. ყავაზე მეტად მამხნევებს, ტვინს ააქტიურებს

125

ყოველდღიურად, პირად ცხოვრებასა და სამსახურში დიდ და პატარა პრობლემებს ვეჯახებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ცხოვრება მათი მოგვარების უწყვეტი მცდელობაა. სწორი, ლოგიკური აზროვნების გარეშე მათთან გამკლავება გაგვიჭირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ლოგიკური ამოცანები, რომლებიც აზროვნებას ავითარებენ. ისინი კანონზომიერების დანახვას, მსჯელობის ჯაჭვის აგებას, დასკვნების გამოტანას გვაიძულებენ. გარდა ამისა, ამოცანები დღის სასიამოვნო დანამატია.

ლოგიკური ამოცანები აზროვნებას ავითარებს

  1. ყავა რძით. ენმა მთელი ფინჯანი ყავა დაისხა და ნახევარი დალია. შემდეგ რძით გაავსო და კიდევ ნახევარი დალია. შემდეგ ფინჯანი რძით კვლავ გაავსო და ბოლომდე დალია. რა დალია ენმა უფრო მეტი: ყავა თუ რძე?
  2. თოკის ორი ხვეული. ვთქვათ, რომ ორი გაზეთილი თოკი გაქვთ. თუ თითოეულს ცეცხლს წაუკიდებთ, ზუსტად 60 წუთში დაიწვება. როგორ გავზომოთ ამ თოკებით 45 წუთი, თუ თოკების გაჭრა არ შეიძლება?

პასუხები:

  1. ყავა რძით. ღირს თუ არა არომატულ და გამამხნეველ ყავაში რძის დამატება? ამ საკითხზე სპეციალისტების აზრები იყოფა. ენმა, როგორც ხედავთ, არჩევანი უკვე გააკეთა. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რას სვამს ენი: ყავას რძით თუ რძეს ყავით. მარტივით დავიწყოთ და ყავის საკითხი გავარკვიოთ. თავიდან ფინჯანი მთლიანად ყავით იყო სავსე, მაგრამ ბოლოს ცარიელი აღმოჩნდა. ამასთან ენს ფინჯანში ყავა არ დაუმატებია. გამოდის, რომ პროპორციის მიუხედავად ენმა მხოლოდ 1 ფინჯანი ყავა დალია. ახლა დავთვალოთ, რამდენი რძე დალია. ამის გაკეთება უფრო მარტივია, რადგან ვიცით, რომ ენმა მთლიანად დალია ყველაფერი, რაც ჩაასხა. მოკლედ, ჯერ ნახევარი ფინჯანი რძე დაუმატა, შემდეგ ისევ ნახევარი ფინჯანი. გამოდის, რომ ენმა სულ 1 ფინჯანი რძე დალია. აქედან დასკვნა, რომ ენმა ყავა და რძე თანაბრად დალია: ზუსტად თითო ფინჯანი.
  2. ორი თოკი. ჭკვიან ხალხს, რომელიც მსგავს ამოცანებს მარტივად აგვარებს, IT კორპორაციები ეძებს. შრომის ბაზარზე მაღალქულიანი კურსდამთავრებულების პოვნა პრობლემა არაა. უფრო რთულია თანამშრომლის პოვნა, რომელიც ურთულესი პრობლემის გადაჭრით ფართო აზროვნებას და შემოქმედებით მიდგომას აჩვენებს. თავსატეხის ამოსახსნელად სანთებელით მუშაობა მოგიწევთ. თავად განსაჯეთ: პირველ თოკს ორივე ბოლოდან ცეცხლი უნდა წაუკიდოთ, ამავდროულად მეორე თოკს, მხოლოდ ერთი მხრიდან. ლოგიკურია, რომ პირველი თოკი 30 წუთში დაიწვება, ხოლო მეორეზე 30 წუთიანი სეგმენტი უნდა დარჩეს. თუ ორივე ბოლოდან ცეცხლს წაუკიდებთ კიდევ 15 წუთს მიიღებთ.

საინტერესოა, რომ IT გიგანტები Google და Microsoft ცნობილია იმით, რომ სამუშაოს დაწყების მსურველებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ. მაგალითად, კანდიდატს არა მხოლოდ პროფილის სპეციალობის კითხვებს უსვამენ, არამედ ყველა შესაძლო ლოგიკურ ამოცანებს. გიყვართ ლოგიკური ამოცანების ამოხსნა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს