ბიუსჰალტერი ქალის გარდერობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ქალი მოუხერხებელ ბიუსჰალტერში თავს არაკომფორტულად გრძნობს და ჯანმრთელობას აზიანებს. დიდი ბიუსჰალტერი მკერდს არ იკავებს და ფორმას აფუჭებს, ხოლო ზედმეტად ვიწრო ბიუსჰალტერი სისხლის მიმოქცევას არღვევს. Paparazzi გიამბობთ, უნდა ატაროთ თუ არა ბიუსჰალტერი მუდმივად და რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ.
ვატაროთ თუ არა ბიუსჰალტერი – ბიუსჰალტერი მკერდს აკავებს და მიმზიდველ ფორმას აძლევს. სოციუმში ქალი ვალდებულია ბიუსჰალტერი ატაროს, რომ ხალხის ყურადღება არ მიიპყროს და მათი მხრიდან გაკიცხვა არ გამოიწვიოს. დიდმკერდიანი ქალები ბიუსჰალტერში თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, ვიდრე მის გარეშე. საშუალო ან პატარა ზომის მკერდის შემთხვევაში გარდერობის ამ ნივთის ქონა აუცილებელი არაა. მით უფრო, ბიუსჰალტერის გარეშე სარძევე ჯირკვლების იოგები ვარჯიშდება და ძლიერდება.
ვიწრო ბიუსჰალტერი ლიმფის დაგუბებას იწვევს და სისხლის მიმოქცევას არღვევს. თუ ბიუსჰალტერი სწორად შერჩეულია, დისკომფორტს ვერ იგრძნობთ. ბიუსჰალტერი დღეში მაქსიმუმ 12 საათით შეგიძლიათ ატაროთ. უპირატესობა ნატურალურ მასალას მიანიჭეთ, ხოლო სინთეტიკა და მაქმანი განსაკუთრებული შემთხვევისთვის შეინახეთ. სახლში მხეხავ და ვიწრო ბიუსჰალტერზე უარი თქვით და უპირატესობა ტოპებს მიანიჭეთ, ხოლო ძილის დროს ამ თეთრეულზე საერთოდ უარი თქვით.ბიუსჰალტერს გამოყენების ვადა აქვს: 8 თვიდან 2 წლამდე. ექიმები რამდენიმე დღე ზედიზედ ერთი და იმავე ბიუსჰალტერის ტარებას არ გირჩევენ, რადგან იწელება და მკერდის ფორმას იღებს. გარდერობში ქალს მინიმუმ 3 ბიუსჰალტერი უნდა ჰქონდეს. ჯენი ლევინი თვლის, რომ ქალს შავი და ხორცისფერი ბიუსჰალტერი, უბრეტელო ბიუსჰალტერი, ბიუსჰალტერი ღრმად ჩაჭრილი სამოსისთვის, ორი სპორტული ტოპი და ბიუსჰალტერი–ტრანსფორმერი უნდა ჰქონდეს. ეს სია შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამოკლოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რამდენად ხშირად გარეცხოთ ბიუსჰალტერი.
რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ბიუსჰალტერი – თუ საცვლების რეცხვის საკითხი არ ჩნდება და ყოველდღიურად სუფთა საცვალს ვიცვამთ, ბიუსჰალტერის რეცხვა ბევრ კითხვას ბადებს. ესეც ქვედა საცვალია, რომელიც კანს ეხება და ბაქტერიებს აგროვებს. სწორედ ამიტომ, ბიუსჰალტერი ყოველ მე-3-4 ტარებაზე გარეცხეთ. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ბიუსჰალტერი ყოველი ტარების შემდეგ უნდა გარეცხოთ, რადგან მას იღლიებთან კონტაქტი აქვს, სადაც ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემო იქმნება.ბიუსჰალტერის რეცხვის სიხშირე ამინდზე, ასევე ორგანიზმის თავისებურებაზე დამოკიდებულია. ზამთარში კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გარეცხოთ, ხოლო ზაფხულში ყოველ მეორე დღეს გამოცვლა მოგიწევთ. რაც უფრო ხშირად რეცხავთ ბიუსჰალტერს, მით უფრო სწრაფად კარგავს მკერდის დაკავების უნარს. სპორტული ტოპები ყოველი ვარჯიშის შემდეგ უნდა გარეცხოთ.
ბიუსჰალტერი სჯობს ხელით გარეცხოთ. სარეცხ მანქანაში გაშრობა ან დაგრეხვა არ შეიძლება. ბიუსჰალტერი ტაშტში 15 წუთით ჩაალბეთ, რბილი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ახლა ბრეტელები, შესაკრავი და ბიუსჰალტერის რკინა ნაზად გარეცხეთ. სარეცხ მანქანაში სხვა ნივთებთან ერთად გარეცხვა რეკომენდებული არაა, რადგან თეთრეული იწელება და სხვა ტანსაცმელს კავებით ედება. თუ ბიუსჰალტერის სარეცხ მანქანაში გარეცხვა გადაწყვიტეთ, სპეციალური ტომარა გამოიყენეთ და ხელის რეჟიმი ჩართეთ. ბიუსჰალტერი სჯობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, მშრალ პირსახოცზე გააშროთ. ბიუსჰალტერმა ფორმა რომ არ დაკარგოს, გასწორებული შეინახეთ ან თასი თასში ჩადეთ.