გულწრფელი ფოტოები ავღანეთიდან, რომლებიც გაჩვენებთ, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა ამ ქვეყანაში

444

ავღანეთში მსახურება არის ის, რაც საბჭოთა პერიოდში ბევრმა ახალგაზრდამ განიცადა. ბევრი სახლში დაჭრილი დაბრუნდა, ზოგი კი საერთოდ უკვალოდ გაქრა.

2016 წელს ამერიკელი ფოტო ჟურნალისტის სტივ მაკარიმ გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „ავღანეთი“. ეს სურათების ნაკრებია, რომელთაც 27 წლის განმავლობაში იღებდა. აქ არა მხოლოდ ომის და მისი საშინელი შედეგის სურათებია წარმოდგენილი, არამედ უბრალო ავღანელების ცხოვრების ნაწილიც.

გირჩევთ სტივ მაკარის სურათები ყურადღებით დაათვალიეროთ.

მოჯაჰედები. ლოგარი, 1984 წ.

მამაკაცი უდაბნოში. ბამიანი, 2006 წ.

ქალი, რომელმაც ქმარი ომში დაკარგა, მოწყალებას ითხოვს. ფარიაბი, 1992 წ.

ჩვეულებრივი მოვლენა ომის შემდგომ პერიოდში. ასეთი კადრების ნახვის შემდეგ ემოციების შეკავება გაგიჭირდებათ.

მოჯაჰედები (მეომრები), რომლებიც მდინარეს ჰაერით გავსებული ტყავის ტომრების დახმარებით გადადიან. კუნარი, 1980 წ.

ქალი პატარა ბავშვით, რომელსაც ტყვია მოხვდა. ქაბული, 1992 წ.

საომარი მოქმედებების დროს დაზარებული ბავშვები ერთობლივად ცრემლებს, თანაგრძნობას და სიყვარულს იწვევენ.

სოფლელი ბიჭი. ნურისტანი, 1992 წ.

რამხელა სიღრმეა ამ კადრში. თვალები თითქოს დახმარებას ითხოვენ.

ჯონგლიორი გოგოები. ქაბული, 2016 წ.

ეს სურათი სახელწოდებით „ავღანელი გოგონა“ სწორედ ის სურათია, რომელმაც სტივს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა.

მომავალი ფოტოგრაფი აშშ-ში დაიბადა, სკოლის დასრულების შემდეგ კინოხელოვნება შეისწავლა. რამდენიმე თვე გაზეთში მუშაობდა. შემდეგ ინდოეთში გაემგზავრა და რამდენიმე ფირი წაიღო.

თავისი კამერით ამ ქვეყნის შესწავლა დაიწყო. ინდოეთში რამდენიმე თვე გაჩერდა, შემდეგ პაკისტანის საზღვარი გადალახა და ავღანეთში მოხვდა.

ფოტოგრაფმა გარეგნობა შეიცვალა და წვერი გაიზარდა, რომ ბრბოში არ გამორჩეულიყო. მაშინ ავღანეთის კონფლიქტის შესახებ პირველი სურათები გადაიღო. ეს მსოფლიოს შესახებ რეალური ფოტოების სტარტი იყო. ამ დღიდან დოკუმენტური ფოტოები მის მხატვრულ ნამუშევრებს აჭარბებს.

„თუ ფოტოგრაფობა გსურთ, ჯერ თქვენი სახლიდან წადით“ – თქვა ერთხელ მაკარიმ.

„ჩემს ცხოვრებაში ხეტიალის და დაკვირვების აუცილებლობა არსებობს და კამერა ჩემი პასპორტია“.

თითოეული კადრის მიღმა მთელი ისტორია არსებობს და ამის შესახებ მოსმენა თავად ფოტოგრაფისგან საინტერესო იქნება.

ამ ადამიანის ნამუშევრები გულის სიღრმემდე შემძვრელია. შესამჩნევია, რომ მათში მთელი სული ჩადო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს