არიან მსურველები, ვისაც აინტერესებს კარტოფილის არაჩვეულებრივი ღვეზელების გასინჯვა? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაანებივროთ თქვენი საყვარელი ადამიანები გემრიელი ცომეულით. რითია ის განსაკუთრებული?
კარტოფილის ღვეზელები
ამ უჩვეულო ღვეზელების მთელი საიდუმლო, რა თქმა უნდა, ცომია. ის უნდა მომზადდეს რეცეპტის მკაცრად დაცვით, განსაკუთრებული მონდომებითა და მასალით. ცომთან ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ის ღირს ამად. მიიღებთ ჰაეროვან, ხრაშუნა ღვეზელებს, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1 კგ. კარტოფილი
- მარილი გემოვნებით
- 50 გრ. კარაქი
- შავი პილპილი
- პაპრიკა
- კამა ან ოხრახუში სურვილის მიხედვით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 400 მლ რძე
- 750 გრ. ფქვილი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 ს/კ ვაშლის ძმარი
მომზადების წესი
- გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით, მოაყარეთ მარილი და დადგით მოსახარშად. ცომი მოამზადეთ ფართო, ღრმა ჭურჭელში. ჯერ შეურიეთ ყველა თხევადი ინგრედიენტი ერთმანეთს, შემდეგ თანდათან დაუმატეთ ფქვილი და დაიწყეთ ზელა. ეს უნდა გააკეთოთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ერთ გუნდად არ შეიკვრება.
- გადააფარეთ ცომს ტილო ან პარკი, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაყავით 8 ნაწილად, დააგუნდავეთ და გააჩერეთ ისევ 10 წუთი.
- ახლა კი ცომის მთავარი საიდუმლო, ის უნდა გააბრტყელოთ განსაკუთრებული ხერხი: გააბრტყელეთ ოთხი გუნდა დაახლოებით საშუალო თეფშის ზომაზე.
- აიღეთ ბრტყელი თეფშები, რომელზეც უნდა წაუსვათ გამდნარი კარაქი. დაადეთ ზემოდან გაბრტყელებული ცომი, შემდეგ ისევ კარაქი და ასე გააკეთეთ ოთხივე ფენა. დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში.
- ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ჩაჭყლიტეთ კარტოფილი, დაუმატეთ კარაქი სურვილისამებრ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კამა, ოხრახუში, შემწვარი სოკო, ქათმის ხორცი, ფარში…
უნიკალური ცომი
მომზადების წესი
- დავუბრუნდეთ ცომს. ფენებად დალაგებული ცომი უნდა გააერთიანოთ და გააბრტყელოთ 5 მმ. სისქეზე. იმუშავეთ ფრთხილად, რადგან ის ძალიან რბილი და ნაზი იქნება. უნდა მიიღოთ დიდი მრგვალი ფირფიტა, რომელიც უნდა დაიჭრას პიცასავით.
- ღვეზელების ფორმირება უნდა მოხდეს კრუასანების პრინციპით. აიღეთ შიგთავსი, მოათავსეთ ფართე ნაწილზე და გადაახვიეთ წვეტიანი მხარისკენ. თავზე გადაუსვით რძეში გაზავებული კვერცხის გული.
კარტოფილის ღვეზელები თქვენი ოჯახისთვის – ღვეზელების სურნელი ნამდვილი ზეციური სიამოვნებაა. ის გემრიელადაც დაგანაყრებთ და საუკეთესო შეთავაზებაა ბავშვებისთვის. გემრიელად მიირთვით!