ცუდ ტონად მიმაჩნია ქალისგან მატერიალური უზრუნველყოფა, მაგრამ არ მომწონს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ცოტას გამოიმუშავებს.

96

ერთობლივი ბიუჯეტი – ყველასთვის გასაგები მცნებაა. როდესაც ქალი და მამაკაცი იწყებს ერთად ცხოვრებას, ეს საკითხი თავიდანვე უნდა იყოს განხილული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ფული შეიძლება გახდეს არა მარტო უსიამოვნების, არამედ განქორწინების მიზეზიც. გიორგი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია. რა პრობლემა შეექმნა მას და რატომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ერთობლივი ბიუჯეტი

ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი გოგონა ერთად გადავედით საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში. მანამდე ერთ წელზე მეტი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს და მეგონა, რომ საბოლოოდ ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი. ჯერ დაქორწინებაზე არ ვფიქრობთ, მითუმეტეს, რომ შემდეგ განვითარებული მოვლენები ეჭვს იწვევს ჩემში.მას ძალიან დაბალი ხელფასი აქვს. ადრე ეს საკითხი საერთოდ არ მაღელვებდა, მაგრამ ახლა ერთად ვცხოვრობთ და საერთო ხარჯებიც გვაქვს. ამ ხარჯებიდან დაახლოებით 70%-ს მე ვფარავ, დანარჩენს ჩემი შეყვარებული. ზოგი იტყვის, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ ხომ თანასწორობისთვის ვიბრძვით?

ჩემი შეცდომა ის არის, რომ ადრე საერთო ბიუჯეტის დაგეგმვაზე არ გვისაუბრია და ისე გამოვიდა, რომ ქირას, კომუნალურებს და საკვების თანხას არათანაბრად ვიხდით. ნატა სალონში მუშაობს, გოგონებს წარბებსა და მანიკურს უკეთებს, საკუთარ თავსაც თავად იწესრიგებს და ამისთვის მე ფულს არ მთხოვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.მე თანასწორი ურთიერთობა მინდა დ მსურს ჩემი გოგონა შესაფერისად გამოიმუშავებდეს. ვფიქრობ, ეს ნორმალურია. არ მსურს ვინმე ჩემზე იყოს დამოკიდებული.

მინდა მის მშობლებს დაველაპარაკო. უფრო სწორედ, დედამისს, რადგან მამა არც მომისმენს, რადგან ძალიან განებივრებული ჰყავს ბავშვობიდან შვილი. იქნებ დედამ აუხსნას ქალიშვილს, რომ უმჯობესია მოძებნოს ღირსეული სამსახური, უფრო მაღალი ხელფასით.მეგობრები მეუბნებიან, რომ არ ვარ მართალი, რომ თუ მე ამ საკითხში მშობლებს ჩავრევ, ნატა განაწყენდება. ისინი ვერ ხვდებიან რა მსურს მე. გოგონა საუკეთესო დიასახლისია. ამზადებს გემრიელ საჭმელებს, სახლი მუდამ წესრიგში აქვს, არასდროს ვკამათობთ და ვჩხუბობთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ზედმეტს ვითხოვ, მაგრამ მე ბალანსი მჭირდება ურთიერთობაში და წარმატებული ქალი გვერდით.

ნატას დედას უკვე შევუთანხმდი შეხვედრაზე. ის ჭკვიანი ქალია და გამიგებს. მერე ვნახოთ რა მოხდება.”

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი ადასტურებს იმას, რომ ფულთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადაწყდეს მანამდე, სანამ წყვილი ერთად ცხოვრებას დაიწყებს. გიორგის პოზიციას ვერ ვუწოდებთ მამაკაცურ ქცევას. მითუმეტეს, რომ სურს პრობლემის სიდედრთან განხილვა და არა უშუალოდ მეგობარ გოგონასთან. იმედს ვიტოვებთ, რომ ნატას სწორი რეაგირება ექნება მის საქციელზე.შესაძლოა, ასეთი პრაგმატული მიზეზის უკან დაშორების სურვილი იმალებოდეს და გიორგიმ სულელური თამაში წამოიწყო. საეჭვოა, რომ დედამ დადებითად შეაფასოს სიძის ეს საქციელი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს