ბაბუა რეგულარულად სვამდა ბაბუაწვერას ჩაის, იმიტომაც იცოცხლა ჯანმრთელად დიდი ხნის განმავლობაში.

1050

მოვიდა ბაბუაწვერების სეზონი, მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი ფერადი ყვავილი იწონებს თავს. ტყუილად არ უყვართ ფუტკრებს ის და საოცრად არომატულ თაფლს ამზადებენ მისგან, თუმცა, ბაბუაწვერას ჩაის ადამიანები იშვიათად მიირთმევენ ხოლმე და ამაოდ! დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით ჯანსაღი, ნატურალური ჩაის რეცეპტს. რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ბაბუაწვერას ჩაი

სრულყოფილი ჩაის მომზადებას სჭირდება მასალის სწორი და ზუსტი შერჩევა. მნიშვნელოვანია, რომელ ყვავილს შეაგროვებთ და სად. მცენარე არ უნდა მოკრიფოთ გზის პირზე და დაბინძურებულ ადგილებში, აგრეთვე მინდვრებში, რომელიც მუშავდება ქიმიკატებით.იდეალურ შემთხვევაში, ბაბუაწვერა უნდა შეგროვდეს ტყეში, ან მის მახლობლად. რატომ? იმიტომ რომ მოხმარების წინ ბაბუაწვერა არ უდა გაირეცხოს, რადგან მისი სასარგებლო მტვრის დიდ ნაწილი წყალს გაჰყვება და აღარ ექნება განსაკუთრებული გემოვნური და სასარგებლო თვისებები. თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, მაშინ გარეცხეთ ფრთხილად და გააშრეთ.

ნედლეულის მომზადების ეტაპები – თავდაპირველად, უნდა შეაგროვოთ ბაბუაწვერას ყვავილების და ფოთლების საკმარისი რაოდენობა. ეს უნდა იყოს დაახლოებით 500 ყვავილი. ფერმენტაციის პროცესის დაწყებამდე მოაცილეთ ყვავილს ყველა მწვანე და დაზიანებული ნაწილი. შემდეგ ყვავილი გაშალეთ თეფშზე თხელ ფენად და დატოვეთ ასე 1 საათის განმავლობაში. თუ განცალკევება არ გსურთ და გინდათ გამოიყენოთ მთლიანი ყვავილი, გაშალეთ ის ლანგარზე 5-6 საათის განმავლობაში.ბაბუაწვერა არ უნდა გაახმოთ, რადგან ჩაის აღარ ექება საჭირო არომატი. მთავარი ეტაპი არის ნაყენის ფერმენტაციის პროცესი. ამისთვის მცენარე უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, რის შემდეგ გამოიყოფა წვენი და ყვავილი გადაიქცევა პატარა გრანულებად. ჩვენ სწორედ ის გვჭირდება.

უჩვეულო გემო – ბაბუაწვერას ჩაის ფერმენტაციის საიდუმლო მის ხანგრძლივობაშია. ხორცსაკეპ მანქანაში გატარების შემდეგ მიღებულ გრანულებს უნდა გადააფაროთ სველი პირსახოცი და დაგდათ თბილ ადგილას 20-25 გრადუს ტემპერატურაზე.მთელ ამ პროცესს შეიძლება დასჭირდეს 20-30 საათი. თუ ჩაის მოამზადებთ 20 საათის შემდეგ, ექნება ღია ფერი და ბალახოვანი არომატი. 30 საათის შემდეგ კი ექნება მუქი ფერი და ხილის სურნელი. არჩევანი თქვენზეა.

ბაბუაწვერას ჩაის მომზადება სახლის პირობებში – სასურველი დროის ამოწურვის შემდეგ უნდა შეაჩეროთ დუღილის პროცესი და გააშროთ ჩაი ელექტრო საშრობში მინიმალურ ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. მიიღებთ სრულფასოვან ორგანულ ჩაის.თუ საშრობი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ღუმელი. გაშალეთ საცხობ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ ბაბუაწვერას გრანულები თხელ ფენად და გააშრეთ მინიმალურ ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში, ღუმელის კარი ცოტათი გამოღებული გქონდეთ

გაშრობის პროცესის დასრულების შემდეგ დაასვენეთ მიღებული ჩაი რამდენიმე საათი, შემდეგ კი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, შუშის ქილაში, ან ნაჭრის ქსოვილისგან დამზადებულ ტომარაში. სცადეთ ამ საოცარი და სასარგებლო სასმელის მომზადება და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს