იდუმალმა სახელმა “ტოპინამბური” ბავშვობაში ორმაგი ასოციაცია გამოიწვია ჩემში. მეგონა, რომ ეს იყო ან ჯადოსნური არსება, ან აფრიკის სოფელი… თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მიწავაშლა, რომელსაც კარგად იცნობენ მებაღეები. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ამ უცნაურ კულტურაზე მოგიყვებით.
ტოპინამბურის ბოლქვები
ბევრი მებაღე ზრდის მიწავაშლას, როგორც დეკორატიულ მცენარეს. სხვათა შორის, ის მზესუმზირის ახლო ნათესავია, მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. მცენარე უნიკალურია იმით, რომ არის დეკორატიულიც და სასარგებლოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.მიწავაშლა სრულიად უპრეტენზიო მცენარეა. იზრდება ნებისმიერ პირობებში, კარგად იტანს გვალვას, ყინვას, არ საჭიროებს სპეციალურ კვებას და მოვლას.
შეიცავს ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების დიდ რაოდენობას, ცილებს, რკინას, ამინომჟავებს, პექტრინს და სხვას. შესანიშნავია დიაბეტით დაავადებულებისთვის და მათთვისაც, ვისაც წონაში დაკლება სურს. ის ამცირებს შაქრის დონეს ორგანიზმში და არეგულირებს მადას.ტოპინამბურის ჭამა შეგიძლიათ უმად, ოღონდ გამოყენებამდე გათალეთ. ძალიან უხდება ვაშლს, სტაფილოს, ჭარხალს. ასევე, შეგიძლიათ შეწვათ ან დაამარინადოთ, მოამზადოთ წვნიანები. ბრიტანელებს ძალიან უყვართ ის ბეშამელის სოუსთან და ხორცთან ერთად.გაინტერესებთ როგორი გემო აქვს მიწავაშლას? ის ოდნავ ტკბილია, აქვს თხილისებური არომატი. მისი ტექსტურა მოგაგონებთ ბოლოკს. ასევე, შეგიძლიათ გაახმოთ, დაფქვათ და გამოიყენოთ ცხობაში, მოამზადოთ ყავის მსგავსად.
როგორ გავამრავლოთ ტოპინამბური – ძირითადად, ბოლქვებს რგავენ მიწაში ყინვების დადგომამდე ორი კვირით ადრე. გამოდგება ნებისმიერი სახის ნიადაგი, მორწყვა მცენარეს სჭირდება მხოლოდ ხანგრძლივი გვალვის პერიოდში. მინერალური სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ შემოდგომაზე, ხოლო ორგანული – სამ წელიწადში ერთხელ. მიწავაშლას კარგი განათება სჭირდება. ის სითბოს მოყვარე მცენარეა, ამიტომ ნაკვეთი შესაფერისი შეარჩიეთ. კარგი იქნება ისეთი ნიადაგი, სადაც იზრდებოდა კომბოსტო, კიტრი ან კარტოფილი.თქვენ რა გსმენიათ მიწავაშლას, ანუ ტოპინამბურის შესახებ? გაგისინჯავთ ის? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.