კრაზანა 100 დაავადების საწინააღმდეგოდ. ფასდაუდებელი ბალახი – გაახმეთ და გამოიყენეთ.

4343

ალბათ არ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობა კრაზანათი არ უცდიათ. დღეს კრაზანას სასარგებლო თვისებებსა და უკუჩვენებებზე დეტალურად გიამბობთ. ყველა დაავადების ჩამოთვლას არ დავიწყებ, როგორიცაა მადის დაქვეითება, უსიამონო სუნი პირის ღრუდან ან ანგინა. მას ნაკლებად ცნობილი მხარეც აქვს. ბევრს სმენია, რომ კრაზანას ფილტვის ტუბერკულოზის დროს იყენებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სამკურნალო მცენარე ძვლის ტუბერკულოზის დროსაც გამოიყენება. მცენარეს ღვიძლის და კუჭის სიმსივნის, კანის ავთვისებიანი დაზიანების დროსაც იღებენ.

ყველაზე უკეთ კრაზანა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების დროს გვეხმარება, როგორიცაა გასტრიტი, კოლიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ყაბზობა, ასევე ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადება, ცისტიტი, ქალური დაავადებები და საშვილოსნოს სისხლდენა. გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს გულის კუნთებს აძლიერებს, ენდოკარდიტის და მიოკარდიტის დროს გვეხმარება. კრაზანა დადებით გავლენას ახდენს ნევრალგიის, დამბლის და ეპილეფსიის დროს, ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მის დამხმარე თვისებებს პროსტატიტის და იმპოტენციის დროს იგრძნობთ.

ახალი ბალახის წვენი 1,5-ჯერ უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე მისი ნაყენი.

კრაზანას ზეთში ღირებული სამკურნალო ძალა იმალება. ჩვეულებრივ რეცეპტებში რეკომენდებულია ახალი ბალახი (100 გრ 600 მლ მცენარეულ ზეთზე) 30 წუთით აადუღოთ. მინის ქილა ბოლომდე ახალი ყვავილებით აავსეთ და ზეითუნის ზეთი დაასხით, თუ არ გაქვთ ცივი დაწურვის მცენარეული ზეთი გამოიყენეთ (ზეთი აუცილებლად ცივ დაწურვის უნდა იყოს). ბალახი დაპრესეთ – ზეთის ზედაპირზე ბალახი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ობი გაჩნდება. 3-4 კვირის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ გაწურეთ.

სპირტიანი ნაყენისთვის სამლიტრიანი ქილის ნახევარი ბალახი ყვავილებიანად აავსეთ, ბოლომდე არაყი დაასხით, თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. ყოველდღე შეანჟღრიეთ. მინიმუმ 1 თვე დააყენეთ.

ნეირორევმატიზმი. 50 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ და სამკურნალო ბარისპირას ნაყენი (ან წვეთი ნახევარ ჭიქა ნაყენში) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ დააყოლეთ. რამდენიმე კვირაში ბალახი შეგიძლიათ სხვა მცენარით ჩაანაცვლოთ. თანმიმდევრობით გამოიყენეთ ვერონიკას, ნემსიწვერას, ენდრონიკას, წყლის მარწყვა-ბალახის და ქაფურას ნაყენი.

კუდუსუნი, ანუსი. ტკივილის დროს მჯდომარე აბაზანა კრაზანას თესლის ნახარშით მიიღეთ (ავეცინის რჩევა). 1 ს/კ თესლი ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ, 5 წუთით ადუღეთ.

თავის ტრავმა. 1 ჩ/კ კრაზანას ზეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ცოტა ხნით ადრე დალიეთ.

ადენოიდები. კრაზანას ბალახი დაფშვენით და გაცერით. 1 ნაწილ ფხვნილს 4 ნაწილი კარაქი დაუმატეთ. თითოეულ ჩაის კოვზ ნარევს 5 წვეთი ქრისტესისხლას წვენი დაუმატეთ და შეანჟღრიეთ, სანამ ემულსიას არ მიიღებთ. თითოეულ ნესტოში დღეში 3-4-ჯერ ჩაიწვეთეთ.

ალკოჰოლიზმი. 2 ს/კ ხმელ კრაზანას 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე დადგით და 20-30 წუთით ხარშეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. 2 ს/კ ნახარში დღეში 2-ჯერ, საუზმის და სადილის წინ მიირთვით. კურსი – 2 კვირა. ნახარშის რეგულარული მიღება ალკოჰოლის შეძულებას იწვევს. საშუალება რადიკალური არაა, თუმცა ათიდან ორს ეხმარება და ასეთი მკურნალობის ჩატარებას აზრი აქვს.

თამბაქოს მოწევა. 8 ს/კ ხმელ ბალახს 0,5 ლ არაყი დაასხით, 10 დღე დააყენეთ. 40-50 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. წყალი დააყოლეთ.

ვიტილიგო. ერთ-ერთი დამხმარე საშუალება (ხელმისაწვდომია წყლის პერის და სხვა მწვანილებთან მიღების დროს). ნახევარ ჩ/კ ხმელ კრაზანას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 1 საათით დააყენეთ. დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. ამავდროულად თეთრ ლაქებზე კრაზანას ზეთი წაისვით.

ტროპიკული წყლულები. კრაზანას ზეთში გაჟღენთილი ტამპონები მუდმივად დაიდეთ. ბინტით დააფიქსირეთ და დიდხანს გაიჩერეთ.

ძუძუს კიბო. კრაზანას წყლიანი ხსნარით დღეში 2-3ჯერ, 20-30 წუთით ცივი სახვევები გაიკეთეთ.

კანის სიმსივნე. დაზიანებულ ადგილას კრაზანას ზეთით აპლიკაცია რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების საწყისი ეტაპის და გასტრიტის სამკურნალოდ კრაზანას ნაყენი გამოიყენეთ. 20 გრ დაქუცმაცებულ მცენარეს 100 მლ 70%-იანი სპირტი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. გადაწურეთ, გაფილტრეთ და მუქი ფერის მინის ბოთლში ჩაასხით, გრილ ადგილას შეინახეთ. 40-50 წვეთი დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. გინგივიტის, სტომატიტის, ფარინგიტის დროს 20 წვეთი კრაზანას ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსენით და პირის ღრუ გამოივლეთ. გამოჯანმრთელებამდე რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ.

ფსორიაზის სამკურნალოდ. კანის არა ინფექციური დაავადება ხშირად ნივთიერებათა ცვლის, ნერვული და ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევას უკავშირდება, რის გამოც ღვიძლის გადატვირთვა ხდება და კანზე გამონაყარი ჩნდება. მკურნალობის დაწყების წინ ნაწლავები გაიწმინდეთ, შემდეგ ფსორიაზის გამომწვევი ფაქტორი აღმოფხარით (პირის ღრუს დეზინფექცია, კარიერის მოშორება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობა). ცხარე და ცხიმიან საკვებზე, თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლზე და ფქვილიან ნაწარმზე უარი თქვით. ფსორიაზის მტერია მზე და სუფთა წყალი.

ფსორიაზის სამკურნალოდ 15-15 გრ ორკბილა, კრაზანა, კოთხუჯის ფესვებს, 10-10 გრ შავი ანწლის ყვავილები, მზიურას ფესვები, სიმინდის ფუჩეჩი, წითელი მოცვის ფოთლები, შვიტა და 5 გრ ქრისტესისხლა აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 7 წუთით ხარშეთ. 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ეს პორცია ყოველდღე ჭამამდე და ჭამის შემდეგ 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

კრაზანას ნახარში ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადების დროს დალიეთ. 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და ¼ ჭიქა დღეში 3-ჯერ გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.

შარდის შეუკავებლობის დროს 10 – 10 ჩ/კ ვარდკაჭაჭას ფესვი, მრავალძარღვა, კრაზანა და ფარსმანდუკი აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. 45 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

შესანიშნავი საშუალება ოსტეოპოროზის დროს. 1 ს/კ დაქუცმაცებულ კრაზანას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით თავდახურულ ჭურჭელში წყლის ორთქლზე გააჩერეთ. ამის შემდეგ 40 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ლიმონის წვენი და 100 გრ თაფლი დაუმატეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. 1 წელი იმკურნალეთ. ძალიან გემრიელი სამკურნალო საშუალებაა.

უკუჩვენება

თავისი პოპულარობის მიუხედავად კრაზანა არც თუ ისე უწყინარია. ჰიპერტონიის დროს მისი დიდხანს გამოყენება არ შეიძლება. ორსულობის დროს უკუჩვენებულია. ამირდოლვატი ამბობდა, რომ კრაზანა „თირკმლებისთვის საზიანოა. მისი საზიანო მოქმედება ნაყოფის მოშორებას იწვევს“.

ჯანსაღ ადამიანებშიც კი კრაზანას ჩაიმ შეიძლება მწვავე გასტრიტის ნიშნები გამოიწვიოს, ხოლო ჰიპერაციდული გასტრიტის ან კუჭის წყლულოვანი დაავადებების დროს დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ძლიერი სპაზმა და ნაწლავების ტკივილი გამოიწვიოს.

კრაზანას ბოროტად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, გულისრევა, ღებინება.

კრაზანასთან ერთად არ შეიძლება ამინომჟავების, ტრიქტოფანის და ტიროზინის, ამფეტამინის, ასთმატიკის მიღება და ინჰალატორების გამოყენება.

კრაზანა ლუდს, ყავას, ღვინოს, შოკოლადს, შებოლილ და დამწნილებულ პროდუქტებს, იოგურტს ვერ ემეგობრება. ციებ-ცხელების სამკურნალო აბებთან და ცხვირის წვეთებთან ერთად მისი მიღება არ შეიძლება, გამონაკლისია ნარკოტიკები.

გაზრდილი ტემპერატურის დროს კრაზანას საშუალების გამოყენება არ შეიძლება. ხანგრძლივი გამოყენება სასქესო პოტენციას ამცირებს, შეიძლება ჭინჭრის ციება გამოიწვიოს.

კრაზანა ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის,ამიტომ კრაზანას ჩაის ან ნაყენის მიღების შემდეგ რუჯის მიღებისგან და მზეზე ყოფნისგან თავი შეიკავეთ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელია კანის დამწვრობა და მძიმე ფორმის დერმატიტი. განსაკუთრებით საზიანოა მეჭეჭების და ნაზი კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც რუჯს ცუდად აღიქვამენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს