როდესაც ექიმები პასუხისმგებლობას არ იღებენ ჩვეულებრივი შვრია დაგეხმარებათ.

1436

მისი წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ უყურადღებოდ ვერ დატოვებთ, რადგან ცნობილი და აუცილებელი საშუალებაა. წარმომავლობით ვერ დაიკვეხნის, რადგან ყველაზე დაბალი ფენიდან, სარეველადან მოდის. ასაკი – ქვის ხანის პერიოდიდან ადამიანებს ემსახურება. ახლა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურაა.შვრიის მარცვლები, სხვა მარცვლეულზე დიდია. ის ცხიმებს და ვიტამინებს შეიცავს. ცილებით, სახამებლით, ტუტე მარილებით, ეთერზეთებით, ქოლინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებით მდიდარია. სწორედ ამიტომ, მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება.სერიოზული უკუჩვენება არ აქვს, გთავაზობთ შვრიის რეცეპტებს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ზოგიერთი რეცეპტი იმდენად უცნობია, რომ ვიწრო სპეციალისტების წრეში მისი დატოვება ცოდვაა, რადგან მათი დახმარებით ადამიანები დიდ სარგებელს მიიღებენ.მაგალითად, ზოგიერთი სისტემური დაავადება, რომელიც განუკურნებლად ითვლება, როგორიცაა სკლეროდერმია, წითელი მჭამელი ან ბულგარული დერმატოზი, პიოდერმია, ვიტილიგო – მათ სამკურნალოდ კონკრეტული რეკომენდაცია არსებობს.

  • სკლეროდერმია, დერმატომიოზი, წითელი მჭამელი, ბულგარული დერმატოზი, სიმელოტე, პიოდერმია, ვიტილიგო. ამ დაავადებების დროს 2 ჭიქა შვრიას 5-6 ჭიქა მდუღარე რძე დაასხით, სუსტ ცეცხლზე 2 წუთით ხარშეთ, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ. 1 თვე შეისვენეთ. ასეთი კურსი რამდენჯერმე ჩაიტარეთ.
  • მიოკარდული ინფარქტი. 1 ჭიქა შვრიას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე მოცულობის განახევრებამდე ხარშეთ, გადაწურეთ. დღეში მხოლოდ ნახევარი ჭიქა დალიეთ, მაგრამ არა ერთად, არამედ სუფრის კოვზობით მთელი დღის განმავლობაში.
  • პარკისონის დაავადება. მედიცინა დიდი ხანია ცდილობს ადამიანის უნებლიე მოძრაობა შეაჩეროს, რაც ტვინის ზოგიერთი ნაწილის დაზიანებას უკავშირდება. ამ პრობლემას გარკვეულწილად შვრია შველის. 9 კოვზი შვრია 3 ლ წყალში 1 საათით ხარშეთ, შემდეგ მთელი ღამით დააყენეთ. მიღებული ნახარში ერთ დღეში დალიეთ, ან რამდენსაც შეძლებთ. კურსის ხანგრძლივობა – 2-3 წელი.
  • შიზოფრენია. შვრია ასეთი დაავადების დროსაც დაგეხმარებათ. მარცვლების ნახარში ნებისმიერი ფორმის შიზოფრენიის დროს მიიღეთ, თუ ასთენიკურ აშლილობას თან ახლავს უძილობა, წონის სწრაფად დაკლება და ანემია. ასეთი ნახარში სხვა ნერვულ-ფსიქიკური დაავადების დროსაც მიიღება, როგორიცაა ასთენიკური სინდრომი ტვინის დაზიანების შედეგად, ნებისმიერი წარმოშობის პოსტ-ტოქსიკური ასთენია. ნახარში ასე მზადდება: 1 ჭიქა შვრიას ან მარცვლებს 1 ლ წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე წყლის განახევრებამდე ხარშეთ. გადაწურეთ და 0,5 ლ მდუღარე რძე და 3 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ, ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. განმეორებითი გამოყენების წინ შეათბეთ.
  • ყელის სიმსივნე. 0,5 კგ მარცვლეულს და შვრიის ჩალას 2-3 ლ წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 20 წუთით ხარშეთ. ცოტა გააგრილეთ. ამ თბილი ნახარშით სხეული 30 წამით გაიწმინდეთ და იმწამსვე ლოგინში დაწექით. თუ სხეულის გაწმენდის დროს ლურჯი ან მოწითალო ლაქა გაჩნდა ან ფეხების შეშუპება დაგეწყოთ, მკურნალობა არ შეწყვიტოთ – ეს იმის ნიშანია, რომ სხეული მასზე რეაგირებს და უკეთესობისკენ იცვლება.
  • სიმსივნე სხვადასხვა ადგილას. შვრიის ღეროები დაფქვით, ქილა ბოლომდე აავსეთ და არაყი დაასხით. 3 კვირა დააყენეთ. შემდეგ 20-30 წვეთი ნაყენი 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით და დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • ნეფრიტი. შვრიის ბალახს წყალი დაასხით ისე, რომ წყალი 1-2 თითით უფრო მეტი იყოს და 30 წუთით ხარშეთ. დღის განმავლობაში 2 ჩაის ჭიქა ნახარში დალიეთ (შეგიძლიათ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ). კურსი – 2-3 კვირა. კარგი იქნება, თუ შვრიის ნახარშს შვრიის ჩალის აბაზანასთან კომპლექსში გამოიყენებთ.
  • პანკრეატიტი. 1 ჭიქა შვრია დააქუცმაცეთ, 5 ჭიქა წყალი დაასხით,  ადუღების შემდეგ კიდევ 10 წუთით ხარშეთ და 1 საათით დააყენეთ. ¼ ან ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • დიაბეტი. 100 გრ შვრიის მარცვლები აიღეთ, 750 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 2-3 საათით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შეგიძლიათ ხანგრძლივი დროით გამოიყენოთ.

უკუჩვენება

სერიოზული უკუჩვენება ჯერ არ გამოვლენილა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. შვრიის ნაყენის და ნახარშის სრული აუტანლობის მხოლოდ 2 შემთხვევა ფიქსირდება. შვრიით მკურნალობის დროს ჭამაში ზომიერება უნდა დაიცვათ, სპირტიანი სასმელები და ყავა გამორიცხეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს