მოგესალმებით! paparazzi.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.
10 წლის განმავლობაში საკუთარ სახლში საკუთარი დედამთილის კულტს ვებრძოდი. ახლა კი ამაში აზრს ვერ ვხედავ. ერთი წლის წინ ის სხვა სამყაროში გადავიდა, ამიტომ ახლა მას კიდევ უფრო გააიდეალებენ. როდესაც ცოცხალი იყო, მაშინაც არ მასვენებდა ჩემი ქმრის დამოკიდებულება საკუთარი დედის მიმართ.ჩემმა ქმარმა დედამისი იდეალური დიასახლისის, დედისა და ცოლის კვარცხლბეკზე დააყენა. იგი ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა, ამზადებდა მრავალფეროვან სადილს, ასწავლიდა გაკვეთილებს, ქმრის პერანგებს აუთოვებდა და საერთოდ სუპერ-ქალი იყო. მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი – იგი ძალიან კარგად უმკლავდებოდა საკუთარ მოვალეობებს.
მის სახლში ყოველთვის იყო სიმყუდროვე, სისუფთავე და მან მართლაც კარგად იცოდა საჭმლის მომზადება. მე კი, მაინცდამაინც, წარმატებული არ ვიყავი დიასახლისისა და მზარეულის როლში. ასე, რომ არც მიცდია მას გავტოლებოდი. მთავარია, რომ ჭამა შეიძლება და მადლობა ღმერთს.
ჩემს ქმარს მაგალითის სახით ყოველთვის დედამისი მოჰყავდა და მთავაზობდა მისგან მესწავლა საშინაო საქმეების გაკეთება. მაგრამ, მე დაკავებული ვიყავი. დედამისი სახლში იყო და საყოფაცხოვრებო საქმეებით იყო დაკავებული, მე კი კარიერის შექმნას ვცდილობდი. მინდოდა მაღალი თანამდებობის დაკავება და უფრო მეტი ფულის გამომუშავება. ამას კი გულმოდგინე შრომა სჭირდებოდა. რომელ ღვეზლებზე და მაისურებზეა საუბარი!ის კი არასოდეს ცდილობდა, ჩემთვის რაიმე ესწავლებინა, არ მსაყვედურობდა და ნაკლოვანებებზე არ მიმითითებდა. ის ძალიან კორექტული ქალი იყო და ზოგჯერ, შეიძლება, უბრალოდ რაიმეზე მიენიშნებინა. თუმცა, ჩემს ქმარსაც არ აჩერებდა, როდესაც ის მის ქებას იწყებდა. ეს კი ყოველ ჯერზე ხდებოდა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვნახულობდით.
ჩემს ქმარს არ მოსწონდა ყველაფერი, რასაც მე დედამისისაგან განსხვავებულად ვაკეთებდი. დაწყებული თეთრეულის დაუთოებით და დამთავრებული იმით, რომ მე სამი დღის საჭმელს ერთდროულად ვამზადებდი. დედამთილი! ის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია! უბრალოდ, მე არ მესმის რატომ უნდა ვაუთოო წინდები და რატომ უნდა ვიდგე გაზქურასთან დილიდან საღამომდე. ამის ნიადაგზე ჩვენ მუდმივად ვჩხუბობდით.საქმე განქორწინებამდეც კი მისულა, მაგრამ რაღაც გვაჩერებდა. შესაძლოა, ბავშვის გამო ვიკავებდით თავს. რაღაც გვაკავებდა ერთმანეთის გვერდით. ვერ ვიტყვი, რომ ამ ქორწინებაში ბედნიერი ვარ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ქმარი ყოველთვის დედამისს მადარებს. მართალია, ის საოცარი ქალი იყო, მაგრამ მე თავს დამცირებულად ვგრძნობდი.
ბოლო წლებში ცოტათი გაადვილდა. ყველაფერი ცოტათი დალაგდა. ასე ხშირად აღარ ახსენებდა დედამისს. ერთი წლის წინ ჩემი დედამთილი გარდაიცვალა და ქმრის მხრიდან მისი ამაღლების მცდელობები ისევ გაძლიერდა.ის მუდმივად საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებდა იგი სწორად და როგორ. ის მეუბნებოდა, რომ დედამისი საჭმელს უკეთესად ამზადებდა, უფრო თბილად აცმევდა, უფრო სუფთად ალაგებდა სახლს. მე ვიმედოვნებდი, რომ დამშვიდდებოდა, დანაკარგის ტკივილი ჩაუცხრებოდა. მას ხომ ძალიან უყვარდა დედამისი. მაგრამ, ჩემი მოთმინებაც ამოიწურა. გადავწყვიტე, რომ გავეყარო. რამდენი უნდა ვითმინო? არ არსებოს რაიმე გარანტია, რომ ყველაფერი დალაგდება.
მე კი ყველა მკიცხავს, არავინ არ მიჭერს მხარს, საკუთარი დედაც კი. არავინ არ ხედავს ამ სიტუაციაში რაიმე შემაშფოთებელს. ილაპარაკოს, მერე რა? მაგრამ, ისინი ჩემს ადგილას არ ყოფილან. ეს ხომ ძალიან აქვეითებს ჩემს თვითშეფასებას. ეს ძალიან მაღიზიანებს, მართმევს რაღაცისკენ სწრაფვის სურვილს. რა საჭიროა ეს ყველაფერი? მე ხომ ვერ გავხდები ისეთი, როგორიც ის იყო.მოღალატესავით იქცევი. შენს ქმარს უბედურება ეწვია, დედა დაკარგა, შენ კი უმატებ. სად არის შენი მხარდაჭერა? შენ ხომ მისი საყრდენი ხარ. გინდა მარტო დატოვო საკუთარ უბედურებასთან? რა სისულელეა, – მეუბნება დედაჩემი.
არავინ მიჭერს მხარს. ვითომდა, ამდენს გავუძელი და ახლა რა დაგემართაო? მაგრამ, მე ხომ ვიმედოვნებდი, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი შეიცვლებოდა. ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა.