მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ქალბატონი მისი მეზობლის ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.
მე ვიცნობ, ერთ სამოცდაათ წელს გადაცილებულ ბებიას. მას ინსულტი დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა. დაწვრილებით არაფერი ვიცი, შესაძლოა ხანდაზმული ასაკის ან არასწორი ცხოვრების წესის გამო. საჭმელს უხარისხოს მიირთმევდა, ძირითადად სახლში იჯდა. ვაჟი დიდი ხანია სხვა ქალაქში გადავიდა, რომელიც ძალიან შორს მდებარეობს. იქ, მან შექმნა ოჯახი და ჰყავს შვილები. და აი ასეთი რამ მოხდა… მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. მომხდარის შესახებ შორეულ ნათესავს შეატყობინეს. ის მოდის ხოლმე ბებიის სანახავად. ბებია ცოტათი გამოჯანმრთელდა, მაგრამ საწოლიდან ადგომა ჯერ არ შეუძლია.
მისმა შვილმა მხოლოდ ერთხელ დაურეკა დედას, სამკურნალოდ საჭირო თანხა ერთ-ერთ ახლობელს გადაურიცხა და ეგაა. არავითარი ყურადღება. ამით დასრულდა მისი, როგორც შვილის მოვალეობა. ჩამოსვლის საშუალება არა აქვს. ბევრი პრობლემა და საზრუნავი აქვს, რასაც მოგვარება სჭირდება. დედის ბედი მას არ აინტერესებს. და რით დაეხმარება, თუნდაც რომ ჩამოვიდეს? მხოლოდ მატერიალურად.
ეს შორეული ნათესავი ყოველდღე მოდის ბებიასთან საავადმყოფოში, ექიმის დანიშნულებით ყიდულობს ყველაფერს. დაინტერესებულია მისი მდგომარეობით, არკვევს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ყველა ნიუანსს, რა და როგორ.და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მაქვს მის შვილთან.რა არ გააკეთა სწორად ამ დედამ თავის დროზე? რით დაიმსახურა შვილის ასეთი დამოკიდებულება? მე ვთვლი, რომ ის, თუ როგორ გვექცევიან ბავშვები – ჩვენი აღზრდის შედეგია. რადგან, თავის დროზე, სწორედ ჩვენ, მშობლები ვეუბნებით ჩვენს შვილებს რა უნდა გააკეთონ და როგორ. ჩვენ ვუნერგავთ მათ ქცევის საფუძვლებს. ეს ხდება აღზრდის ყველა ეტაპზე, როდესაც ისინი სამყაროს შეიცნობენ.
მე მგონია, რომ თუ ამ ქალმა სისასტიკე და უსამართლობა გამოიჩინა შვილის მიმართ, ამის სანაცვლოდ იგი ზუსტად იგივე დამოკიდებულებას მიიღებს. რის გაკეთება შეიძლება სიტუაციის გამოსასწორებლად? როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი რამ? ალბათ, დადებითი მაგალითის მიცემით.მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ცუდი შვილი ან ცუდი შვილიშვილი. უსიამოვნებების მთელი ფესვი ცუდ მშობლებშია. ერთის მხრივ, ყველა ცდილობს, რომ კარგი მშობელი იყოს, მაგრამ ყველას არ გამოსდის. როგორ არ უნდა გამოგვეპაროს ეს მომენტი? როგორ გავხდეთ უკეთესი? როგორ შევიცვალოთ?
თუ ბავშვები ხედავენ, როგორ ზრუნავენ მშობლები ბებიებზე, მაშინ ისინი მათგან იღებენ მაგალითს. მაგრამ, ამ ოჯახში ალბათ სხვანაირად იყო. შვილს არ უნახავს ამგვარი დამოკიდებულება, რადგან დედამისი დედასთან საერთოდ არ ურთიერთობდა მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.და აი, ყველაფერი მას ბუმერანგის სახით დაუბრუნდა. ცხოვრება ყოველთვის ასწავლის ადამიანებს. ის სამართლიანია.
თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა ვინმე დამნაშავე ასეთ სიტუაციაში, როდესაც ვაჟი უარს ამბობს ავადმყოფი დედის მოვლაზე? თქვენც შეგხვედრიათ მსგავსი რამ ცხოვრებაში?