მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.25 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. ის ჩემზე უფროსი იყო და დიდი ხნის წინ დაქორწინებული. ვცდილობდი წესიერების ფარგლებში მოვქცეულიყავი, მაგრამ ამან არაფერი მომცა, გიჟივით შემიყვარდა. ჩვენ რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობდით. დღე და ღამე WhatsApp-ით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მაშინ, გულახდილად ვუთხარი, რომ დაორსულების შემთხვევაში აბორტზე არ წავიდოდი. ის თავადაც ხშირად საუბრობდა ბავშვებზე, ქალიშვილზე ოცნებობდა (მას ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს). თითქოს ყველაფერი ზღაპარივით იყო: იგი განქორწინებაზე საუბრობდა, ქორწილს ვგეგმავდით.
გავიდა ერთი წელი და მე დავორსულდი. ამის გაგების შემდეგ, მან განაცხადა: “უკანონო შვილი ცოდვაა, ეს ბავშვი უნდა მოიშორო”. არავითარ ქორწინებაზე საუბარიც არ ყოფილა, მოულოდნელად წარმოქმნილი ფინანსური სიძნელეების გამო, რაც, სხვათა შორის, მისი თქმით, ჩემი ბრალი იყო. მას მაშინ არც კი უცდია ჩემი მოტყუება. ყველაფერი სახეზე ეწერა.ასეთი ღალატი ჩემთვის დიდი შოკი იყო. საშინელი დეპრესია დამეწყო, არავის ნახვა არ მინდოდა და მან კი თავად გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. დიდი ალბათობით, მას სურდა, რომ მთლიანად დამეკარგა ყველაფრის იმედი და აბორტი გამეკეთებინა.
ახლა ისევ მწერს, მაგრამ ის გრძნობები გაქრა, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, კვირაობით არ ვურთიერთობთ, თუმცა შეხვედრის ინიციატორი ყოველთვის ის არის. მასთან მომავლის არანაირი იმედი აღარ მაქვს, მაგრამ ისევ ისე მიყვარს, როგორც ადრე. მალე ვიმშობიარებ. გადავწყვიტე ალიმენტი მოვითხოვო.მინდა, რომ ეს სიყვარული დავივიწყო და მშვიდად ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. სიმართლე გითხრათ, ვამაყობ, რომ აბორტი არ გავიკეთე და ყველა სირთულე დავძლიე. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ მაქვს!