მშობლები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან თავიანთი შვილი უბედურებისგან. ამისათვის, ისინი სხვადასხვა წესებს იგონებენ, მაგრამ პატარა ბავშვისთვის მხოლოდ რაღაცის აკრძალვა საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ოჯახში მშობლების მიერ დაწესებული წესები გათვალისწინებულ იყოს და შესრულდეს, აუცილებელია იმის ახსნა, თუ რატომ არის ოჯახში ესა თუ ის წესი. ბავშვები ცუდად აღიქვამენ აგრესიას, ამიტომ წესები მეგობრული ფორმით უნდა გაჟღერდეს, რათა ბავშვმა გაიგოს, რომ გარკვეული აკრძალვები საჭიროა მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
მშობლების წესები ოჯახში
მშობლების მიერ დაწესებული წესები ყოველთვის არ ექვემდებარება ლოგიკას. მშობლებიც ადამიანები არიან, ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან საკუთარ ემოციებს და უცნაურად ექცევიან ბავშვებს. ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ისინი უცნაურ აკრძალვებს აწესებენ. ეს აკრძალვები ბავშვში აღძრავს უკმაყოფილებას, შიშს, გაუგებრობას. ეს ყველაფერი ბავშვის მიმართ უნდობლობისა და საკუთარი ქცევის ახსნის შეუძლებლობის გამოა.
“მეგობრები არ მყავდა. კლასელები თუ მოდიოდნენ ჩემთან, დედაჩემი არ მიშვებდა ოთახის კარის დაკეტვას და, საერთოდ, მაიძულებდა სახლი დამელაგებინა, სანამ ისინი ოთახში ისხდნენ და მელოდნენ. 25 წლის რომ ვიყავი, ნებართვის გარეშე არ შემეძლო მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა. სახლში შორტებითა და მაისურით სიარული აკრძალული იყო. ახლა 38 წლის ვარ და გათხოვილი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები სახლში შემოსვლისთანავე იხდიან ტანსაცმელს და ისე დადიან, როგორც მათთვის კომფორტულია. ახლა ჩვენ იმას ვჭამთ, რაც გვინდა და სახლში წესებს არ ვადგენთ. და, იცით, ეს ისეთი კარგი და კომფორტულია, ოჯახის წევრები დიდხანს არსად არ ჩერდებიან – ყველას, ყოველთვის სახლში ეჩქარება”, – წერს ნანა.
ყველაფრისთვის მზად ვერ იქნები და შვილების აღზრდამ მშობლები შეიძლება ზოგჯერ შეაშინოს. ბავშვის გათამამების შიში ხშირად საპირისპირო ეფექტს იწვევს. ზოგჯერ კი უფროსებს უბრალოდ არ აქვთ დრო შვილებთან დროის გასატარებლად. გაცილებით ადვილია მთელი ოჯახისთვის ერთი და იგივე წესების დაწესება, ვიდრე თითოეულის საჭიროებებზე ზრუნვა.
უცნაური აკრძალვები – “უფროსები არასოდეს მაძლევდნენ ძაღლის ყოლის უფლებას. მათ არ სურდათ ზედმეტი საზრუნავი და პასუხისმგებლობა და არ ესმოდათ, რომ იმ დროს სულ მარტო ვიყავი. ზოგიერთი პროდუქტი ჩემთვის და ჩემი დისთვის გულის ამრევი იყო, მაგრამ ჩვენც იგივე საჭმელი უნდა გვეჭამა, რაც სხვებს. სეირნობისას მამა მიბრაზდებოდა, თუ წყალი მომინდებოდა ან თუ ვეტყოდი, რომ ტუალეტში შესვლა მინდოდა. ახლაც კი არაფერს ვჭამ და ვსვამ ქუჩაში”, – თავის ბავშვობას იხსენებს ელენე.უხეში ფორმით სახლში წესრიგისკენ მოწოდება – ბავშვში შიშსა და არაკეთილგანწყობას იწვევს. არავინ არის სრულყოფილი, მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ისინი კი, ვინც ბავშვობაში მშობლის ზეწოლას განიცდიდნენ, არასოდეს გამოიყენებენ იგივე ტაქტიკას საკუთარი შვილების აღზრდისას.
“დედაჩემი წონასწორობას კარგავდა, როდესაც გატეხილ ჭიქას ან გაურეცხავ ჭურჭელს ხედავდა. მუდმივად მიყვიროდა და კუთხეში მაყენებდა. მე არასოდეს მესმოდა კუთხეში დგომის აზრი. დედისგან განსხვავებით, მამა, რომელიც ხშირად დადიოდა მივლინებაში, ყოველთვის მოსიყვარულე და მზრუნველი იყო. არასდროს არ მეჩხუბებოდა, ერთად ვრეცხავდით ჭურჭელს და ერთად ვალაგებდით სახლს, როდესაც დედაჩემი სახლში არ იყო. უფროს კლასელი რომ ვიყავი, ბებიაჩემთან გადავედი, რადგან ვეღარ ვუძლებდი დედაჩემის ტირანიას”, – გვიყვება მანანა. ხომ შეიძლებოდა, რომ ბავშვისთვის სახლში წესრიგის დამყარება თამაშის სახით ესწავლებინათ, მაგრამ მშობლებს, შვილების გარდა უამრავი სხვა პრობლემა აქვთ, რომელიც ძალას ართმევს მათ. ამიტომაც ხდება ასე.
რჩევა რედაქციისაგან: იყო მშობელი – ადვილი არ არის. ბავშვი აკვნიდანვე შთანთქავს ყველაფერს, როგორც ღრუბელი: იღებს მშობლების მიმიკას, ჟესტიკულაციას, ბაძავს მათ ქცევას და იღებს მათ ჩვევებს. აკრძალვებს აზრი მაშინ აქვს, თუ ბავშვს ესმის ქმედებების შედეგები. ამისთვის კი საჭიროა ყველაფრის მოთმინებით ახსნა და ზოგჯერ, რამდენჯერმეც კი. მშობლები შლიან პედაგოგიკის წიგნებს და დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართავენ, როცა პრობლემა უკვე არსებობს და ბავშვსა და მშობლებს შორის კონტაქტი დარღვეულია.ერთადერთი, რაც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს, არის ის, რომ ბავშვებს, სანამ პატარები არიან, ყოველთვის სჭირდებათ მშობლების მხრიდან ყურადღება და მოწონება. დედა და მამა ხომ ცხოვრების პირველივე წლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ადამიანისთვის. თქვენი მშობლები გიკრძალავდნენ რაიმეს გაკეთებას?