ნივრის საჭყლეტის გარეშე, სადღესასწაულო ნამცხვარი არ გამოვა. მეზობელს გამოვართვი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნივრის საჭყლეტი

0
314

ალბათ, ყველა გამოცდილი დიასახლისს შეუძლია სახლის პირობებში შოკოლადის ორცხობილას გამოცხობა. მაგრამ, რამდენად ორიგინალური და მადის აღმძვრელი იქნება ასეთი დესერტი სხვა საკითხია, რადგან შინაურული ორცხობილების რეცეპტები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და შედეგიც მსგავსი გამოდის.ამიტომ, დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ საოცარი შოკოლადის ორცხობილა სახელწოდებით “ჩიტების ბუდეები”. თუ ნივრის სანაყი ხელთ გაქვთ, ახლავე შეუდექით ამ ნამცხვრის მომზადებას. ოჯახის წევრები გაოცდებიან იმ დესერტით, რომელსაც მალე თქვენს მაგიდაზე აღმოაჩენენ.

შოკოლადის ორცხობილა სახლის პირობებში – შესაძლოა, ეს უცნაური ორცხობილა ზოგიერთ ჩვენს მკითხველს ხორცის გასატარებელი მანქანითაც მოუმზადებია, მაგრამ სწორედ ნივრის საჭყლეტი იძლევა მინიატურული და აკურატული “ჩიტის ბუდეების” დამზადების საშუალებას. ყველაზე მდიდრულ სადღესასწაულო მაგიდაზეც კი – ეს დესერტი ძალიან გამორჩეული იქნება.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხორბლის ფქვილი;
  • 100გრ შაქრის პუდრა;
  • 70 გრ კარაქი;
  • 40 გრ კაკაო;
  • 5 გ გამაფხვიერებელი;
  • ქათმის კვერცხი (დიდი ზომის);
  • მწიკვი მარილი.

გულსართის ინგრედიენტები

  • 40 გრ შოკოლადი;
  • 2 ს.კ. ნაღები ან კარაქი;
  • კვერცხის ფორმის კანფეტები.

მომზადების წესი

  1. დიდი ზომის ჭურჭელში გაცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. აქვე ჩაყარეთ შაქრის პუდრი და მარილი, შემდეგ კი – კარგად აურიეთ.
  2. ცივი კარაქი დაჭერით დანით და მოათავსეთ იმავე დიდ კონტეინერში. შემდეგ, ხელით აზილეთ ერთმანეთში კარაქი და მშრალი ინგრედიენტები. შემდეგ, დაუმატეთ ცივი კვერცხი და მოზილეთ ცომი. თავიდან ეს ცუდად გამოვა, თუმცა გარკვეული დროს შემდეგ, ხელების სითბოს ზემოქმედებით კარაქი დადნება და მკვრივ ცომს მიიღებთ.
  3. ცომიდან გამოყავით დაახლოებით ჩაის კოვზის ზომის პატარა ნაჭრები და გააკეთეთ აკურატული ბურთულები. ჩვენს შემთხვევაში, ზემოაღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებიდან გამოვიდა დაახლოებით 40 ბურთულა. შემდეგ, ეს მუქი ბურთულები მოათავსეთ მაცივარში და გააჩერეთ 60-120 წუთის განმავლობაში.
  4. შემდეგ, ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ ნივრის საჭყლეტი. უსიამოვნო სუნის ბოლომდე მოსაშორებლად, გირჩევთ გაწმინდოთ იგი ძმრით. ახლა, თითოეული ბურთულა მოათავსეთ ნივრის საჭყლეტში, გაჭყლიტეთ და მიიღებთ ძაფებს, რომლებითაც უნდა გააკეთოთ ბუდე. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ბუდეს დასჭირდება ცომის 2-3 ბურთულა. ბოლოები მოჭერით დანით, რათა დაასრულოთ ტკბილი ბუდეების ფორმირება.
  5. ბოთლის თავსახურის გამოყენებით, გააკეთეთ ჩაღრმავება თითოეული ბუდის ცენტრში. შემდეგ გამოაცხვეთ ორცხობილები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. სანამ ორცხობილა ცხვება, შოკოლადი გაადნეთ პატარა ქვაბში, დაბალ ცეცხლზე. არ დაგავიწყდეთ ქვაბში წინასწარ დაუმატოთ ნაღები ან კარაქი. მთელი ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად ურიეთ, რათა მინანქარი მაქსიმალურად ერთგვაროვანი გამოვიდეს.
  6. მზა ორცხობილებს აცადეთ გაციება. შემდეგ, თითოეული ბუდის ცენტრი შეავსეთ მინანქრით. აქვე მოათავსეთ კვერცხის ფორმის მქონე რამდენიმე ცალი კანფეტი. ასეთი კანფეტები, შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ სუპერმარკეტში. გემრიელად მიირთვით!

ჩვენს მიერ გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობიდან მივიღეთ დაახლოებით 15 ცალი ასეთი ლამაზი შოკოლადის ბუდე, რომელიც ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. ყველაფერი კეთდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად, ბუდეების ფორმირება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.მთავარია ხელთ გქონდეთ კარგი ნივრის საჭყლეტი, დიდი ნახვრეტებით. თუ ოჯახში ბავშვები არიან, რატომაც არ უნდა გავახაროთ ისინი ასეთი საოცარი დესერტით? თქვენი პატარები აუცილებლად აღფრთოვანდებიან!