ცხოველებთან ურთიერთობას ფსიქოლოგის ჩანაცვლება შეუძლია, “კუდები” კურნავს უბრალოდ გვერდზე ყოფნით

0
133

ცხოველებთან ურთიერთობა განსაკუთრებული სახის თერაპიაა. შინაური ფუმფულები ყოველთვის გრძნობენ პატრონის შფოთვას და დასახმარებლად მოდიან. საკმარისია, შინაური ცხოველი ხელში აიყვანოთ ან უბრალოდ მოეფეროთ და ბევრად უფრო უკეთესად იგრძნობთ თავს. ოთხფეხა მეგობრებთან კონტაქტი ომის დროსაც ეხმარება ადამიანს. “უკრზალიზნიცის” ერთ-ერთმა გამცილებელმა ეს პირადად იცის.მას თავის სამსახურში დაჰყავს პატარა ძაღლი ნიკოლი. ახლა ის დადის უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში და ეხმარება მოზარდებსა და ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში. ადამიანები აღფრთოვანებულნი არიან! ფუმფულა გამცილებელი განსაკუთრებულად მოსწონთ ბავშვებს. დღეს, პაპარაცის რედაქცია ამ საინტერესო ისტორიას გაგიზიარებთ. მისგან სითბო იფრქვევა!

ცხოველებთან ურთიერთობა – ტატიანა მინკოვა გამოცდილი გამცილებელია. როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მან მუშაობა განაგრძო. საომარი მოქმედებების გამო უკრაინის რკინიგზა სრულად არ ფუნქციონირებს, მაგრამ სამუშაო საკმარისია, რადგან ყოველდღიურად უწევთ უამრავი მიგრანტის ტრანსპორტირება.ერთ-ერთ ასეთ საევაკუაციო მატარებელზე მუშაობს ოთხფეხა გამცილებელი ნიკოლი. ტატიანამ ეს ძაღლი იპოვა 2018 წელს დნეპრის რკინიგზის სადგურზე. ქალმა ის სიკვდილისგან იხსნა. ზამთარი იყო და ცხოველი სიცივისაგან პრაქტიკულად არ მოძრაობდა, თუმცა მან მოახერხა მისი გადარჩენა.თავდაპირველად, ტატიანას სურდა ძაღლისთვის ღირსეული პატრონების მონახვა. მისი ცხოვრების წესი შინაური ცხოველის ყოლის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ამ ჯიშის ძაღლი არავის აინტერესებდა. ასე დარჩა ნიკოლი გამცილებელთან. ომის დაწყების შემდეგ, პირველ დღეებში ნიკოლი სახლში უპატრონოდ იყო, რადგან ტატიანა ზეგანაკვეთურად მუშაობდა.

ქალის ყველა ნაცნობი და მეგობარი სხვაგან გაემგზავრა. უბრალოდ, არავინ იყო, ვინც ცხოველს დაიტოვებდა. ამიტომ, გამცილებელმა გაბედა და ხელმძღვანელობას უჩვეულო თხოვნით მიმართა. მან სთხოვა, რომ ნიკოლის რეისში წაყვანის ნება მიეცათ. მატარებლის უფროსი სიხარულით დასთანხმდა. ძაღლს ის უკვე იცნობდა და იცოდა, რომ კარგად ეწყობოდა ხალხს.ნიკოლი, მართლაც კარგად ურთიერთობს როგორც უფროსებთან, ასევე ბავშვებთან. მინიატურული ძაღლი ძალიან დამჯერი და ჭკვიანია. თავის პატრონთან ერთად ის იცავს წესრიგს ვაგონებში და ასევე, ურთიერთობს მგზავრებთან. ნიკოლმა იპოვა თავისი მოწოდება. მიგრანტები, რომლებმაც უამრავი საშინელება გადაიტანეს, ისვენებენ, როცა მათთან ძაღლია. მოსიყვარულე ცხოველი, ხშირად, თავად მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც მოგზაურობის დროს ყველაზე დიდ სტრესს განიცდიან.

ფუმფულა გამცილებელი ნიკოლი – გამცილებლების კუპეში ნიკოლს საკუთარი ადგილი აქვს. ძაღლი უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც კომფორტული ცხოვრებისთვისაა საჭირო. ომის დროს, მან ათეულობით საევაკუაციო მატარებლით იმგზავრა. ერთხელ, ის პოლონეთშიც კი აღმოჩნდა. ცხოველი ვაქცინირებულია, აქვს ჩიპი და საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი. ამიტომ, საზღვრის გადაკვეთისას არანაირი პრობლემა არ შექმნია.ფუმფულა გამცილებელი ძალიან პოპულარული გახდა. მას აქვს საკუთარი ინსტაგრამის ექაუნთი, სადაც მის ცხოვრებას, უკვე თითქმის 3 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს. ტატიანა მინკოვა გამომწერებს ნიკოლის ფოტოებს უზიარებს, ისინი კი კომენტარებში აღფრთოვანებას გამოხატავენ.

ამ ამბავმა განწყობა ამიმაღლა. ძალიან კარგია, რომ ძაღლი გადაარჩინეს და ახლა ის სხვებს ეხმარება. ცხოველებთან ურთიერთობა ნამდვილად კურნავს. ომის დროს კი ეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს! გვეთანხმებით?