ჟოლოს ფოთლები შეაგროვეთ, გაახმეთ და ბევრი დაავადების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას მიიღებთ – ფასდაუდებელი ნაყენი

3324

ტყის ჟოლოს ფოთლების ნახარში ნერვებს დაამშვიდებს, ხოლო ფესვების ნახარშს ბრონქული ასთმის დროს იღებენ. ამ მცენარის ყვავილების ნაყენი ბუასილის და ქალური დაავადებების სამკურნალოდ ტამპონების გასაჟღენთად გამოიყენება, ხოლო ფოთლების და ღეროების ნახარშით ნევრიტს და ნევრასთენიას კურნავენ.

ჟოლოს ფოთლების ნაყენი

„პირადად, მე გულის და ნერვულ დაავადებებს, ანემიას ჟოლოს ნაყენით ვმკურნალობ.“ ამისთვის ქილის 1/3 მოცულობა დაქუცმაცებული ჟოლოს ფოთლებით აავსეთ, ბოლომდე 40%-იანი არყით აავსეთ და 10 დღე დააყენეთ. გადაწურეთ და აუცილებლობის შემთხვევაში პირველი 10 დღე დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 20 წვეთი დალიეთ, ხოლო მეორე 10 დღე – 30 წვეთი, მესამე 10 დღე კი – 50 წვეთი. მკურნალობის კურსი – 3 თვე. ამასთან ნაყენი კარგად ერწყმის ივან-ჩაის წყლიან ნაყენს (1 ს/კ ივან-ჩაის 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 6 საათი გააჩერეთ. სჯობს თერმოსში დააყენოთ).

კბილის ტკივილი

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, ჟოლოს, მუხის, კაკლის და პიტნის ფოთლები თანაბარი მოცულობით აიღეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. ქილაში ჩაყარეთ და ბოლომდე ცხელი წყლით აავსეთ. სამი დღე გააჩერეთ, შემდეგ ამ ნაყენით პირის ღრუ რეგულარულად გამოივლეთ. კბილის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ, ასევე პირის ღრუს უსიამოვნო სუნი გაქრება.

დიარეა

დიარეას დროს განავლის დასარეგულირებლად 1 ს/კ დაქუცმაცებულ ჟოლოს ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარ საათში გადაწურეთ და ¼ ჭიქა დღეში 4-ჯერ დალიეთ.

იმპოტენცია, მამაკაცის უნაყოფობა

იმპოტენციის და მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება ორგანიზმის თუთიის დეფიციტი იყოს. კორეელი მკურნალი, ბაბუა ჩენი მამაკაცის უნაყოფობას ძალიან მარტივი და ეფექტური საშუალებით კურნავდა. ჟოლოს ტოტები ფოთლებთან ერთად თუთიის ვედროში მოხარშეთ. ნახარში წყალთან ერთად დალიეთ.

ნაყოფის მოშორების პრევენცია

4 ჩ/კ ხმელ ჟოლოს ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. ასეთივე ნაყენი ორსულობისას გულისრევის დროს სასარგებლოა, მშობიარობის შემდგომ ტკივილებს აყუჩებს, ლაქტაციას ზრდის, ასევე წინა მენსტრუაციულ სინდრომზე დადებით გავლენას ახდენს.

ბუასილი

ბუასილი გაქრება, თუ 2 ნაწილ ხმელ, დაქუცმაცებულ ჟოლოს ფოთლებს 4 ნაწილ დამარილებულ ზეთისხილის ზეთს ან ვაზელინს აურევთ და დღეში 2-3-ჯერ თხელ ფენად ბუასილის კვანძზე წაისვამთ.

ანგინა

15 გრ ხმელ, ჟოლოს ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და დღეში 4-5-ჯერ ყელი ამ ნაყენით გამოივლეთ.

პანკრეასი

თუ პანკრეასი გაწუხებთ, 3-3 ნაწილი ჟოლოს, წითელი მოცვის და ჩაგირის ხმელი ფოთლები, 1 ნაწილი ორეგანოს ბალახი აურიეთ. 1 ს/კ მასა ემალის ქვაბში ჩაყარეთ, 1 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და ნაყენი დალიეთ. ყოველ ჯერზე ახალი მოამზადეთ. დღეში 2-ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

ვირუსული ჰეპატიტი

პროგრესული ვირუსული ჰეპატიტის შესაფერხებლად 5 ნაწილი ბაბუაწვერას ფესვი, 3 ნაწილი ჟოლოს ფოთლები, 2-2 ნაწილი მრავალძარღვას ფოთლები და ასკილის ნაყოფი, 1-1 ნაწილი გულყვითელას და გვირილას ყვავილები აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, და აუცილებლად ერთხელ ძილის წინ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

ფარინგიტი

ფარინგიტის დროს 5-5 გრ ჟოლოს და ბებრისკონას ფოთლები, 2 გრ კრაზანა და 10 გრ პიტნის ფოთლები დააქუცმაცეთ და აურიეთ. 10 გრ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 5 წვეთი სააფთიაქო პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. 2 ს/კ მიღებული საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ფარინგიტის მკურნალობის დროს მოწევა და სპირტიანი სასმელების მიღება სასურველი არაა.

ბრონქული ასთმა

შემდეგი ბალახებისგან მომზადებული ჩაი დალიეთ: ჟოლოს ფოთლები, ფარსმანდუკი, ჭინჭარი, ჭაობის იელი, ვირისტერფა, კრაზანა, ბეგქონდარა, კამის თესლი, ანწლის კენკრა, მრავალძარღვა და მატიტელა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს