შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი – იდეალური კომბინაციაა შიმშილის მოსაკლავად. არის თუ არა საინტერესო კერძების ვარიანტები მათთვის, ვისაც შემწვარი კარტოფილი უყვარს? რა თქმა უნდა, არის და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კარტოფილს აზიურ სტილში, რომელსაც საინტერესო გემო აქვს და ძალიან პრაქტიკულია.
შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი
რატომ ვახსენეთ პრაქტიკულობა? საქმე იმაშია, რომ კარტოფილი აზიურად იდეალურია ხმაურიანი კომპანიის დასანაყრებლად. მისი დამზადება მარტივია და იაფი.
ვამზადებთ კარტოფილს აზიურად – ასეთი კარტოფილის მომზადების მთავარი ხრიკი არის ის, რომ იხეხება კორეული სტაფილოს სახეხზე. გამოდის წვრილი, თანაბარი ნაჭრები, უნდა მომზადდეს სწრაფად: ჩაყარეთ მდუღარე წყალში გახეხილი კარტოფილი არაუმეტეს 40 წამისა.როგორც კი ეს დრო გავა, გადაიტანეთ კარტოფილი საწურზე და გადაავლეთ ყინულიანი წყალი. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა კერძს ხრაშუნას გახდის და არ გეგონოთ, რომ ის უმი დარჩება. მდუღარე წყლიდან ცივ წყალში სწრაფად გადატანის შემდეგ ის უმი არ დარჩება.ასეთი ფორმის გახეხილი კარტოფილი შეგიძლიათ შეწვათ კიდეც. აქაც მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იმუშავოთ. გახეხეთ კარტოფილი, შეამშრალეთ მსუბუქად ქაღალდის ხელსახოცით, მოაყარეთ სანელებლები: მარილი, პაპრიკა, მშრალი მდოგვი. ჩაყარეთ დიდი რაოდენობით მდუღარე ზეთში არა უმეტეს 40 წამისა. როგორც კი ამოიღებთ, დაუმატეთ ნიორი, მწვანილი და ცოტა სოიოს სოუსი. ძალიან გემრიელი იქნება.
საყვარელი სოკოები – რაც შეეხება, სხვა კომპონენტებს: შესანიშნავად გამოიყურება ერთად შემწვარი კარტოფილი შამპინიონებით. დაჭერით წვრილად სოკო და ხახვი, შეწვით კარაქში. ასევე, შეწვით ქათმის ფილე, დაჭერით ყველაფერი რაც შეიძლება წვრილად და აურიეთ. შეგიძლიათ მოასხათ სოუსი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
შემწვარი კარტოფილი ქამა სოკოთი აზიურად – პატარა ჯამში შეურიეთ სოიოს სოუსი, გახეხილი ნიორი და თქვენი საყვარელი მწვანილი. შეგიძლიათ დაამატოთ შებოლილი პაპრიკა. ის აძლევს კარტოფილს ლამაზ ფერს, ხოლო სოუსს განუმეორებელ არომატს. დადეთ კარტოფილის გვერდით ნივრის და მწვანილის ნარევი. თავად კარტოფილს მოასხით სოიოს სოუსი, ხოლო ნიორს და მწვანილს ბრინჯის ძმარი. ახლა შეგიძლიათ აურიოთ კერძის ორივე ნაწილი და გემრიელად მიირთვათ.ასე მზადდება შემწვარი კარტოფილი აზიურად შამპინიონებით. ერთი შეხედვით, რეცეპტი შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ გირჩევთ, რომ აუცილებლად სცადოთ, შემდეგ კი გაგვიზიარეთ კომენტარებში შთაბეჭდილებები.