მდოგვის მარინადის წყალობით, უბრალო ქაშაყიც კი საოცარ გემოს შეიძენს.

0
171

დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვამზადებთ მდოგვის მარინადს ქაშაყისთვის. თევზის სრულიად უჩვეულო, მაგრამ გემრიელ გემოს დადებითად შეაფასებენ თქვენი ახლობლები. უარი თქვით თევზის მომზადების ჩვეულ ხერხზე და სცადეთ ქაშაყი ფინურად, რომელიც პირველივე ლუკმიდან დაიპყრობს ყველას გულს.

მარინადი ქაშაყისთვის

ადამიანები უმრავლესობა მარილიან ქაშაყს ლიმონის წვენს უმატებს და ისე მიირთმევს, მაგრამ ეს მარინადი სრულიად განსხვავებულია, რადგან მდოგვის ნოტები თევზს პიკანტურ გემოს და საოცარ არომატს აძლევს.

ქაშაყი ფინურად

ინგრედიენტები

  • 500 გრ. თევზი
  • 5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • მდოგვი
  • დიჟონის მდოგვი
  • 1 კვერცხი
  • ლიმონის წვენი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. კარგად გარეცხეთ ქაშაყი და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. შეეცადეთ ამოაცალოთ ყველა ფხა და ძვალი, გამოიყენეთ პინცეტი.
  2. გასუფთავებული ქაშაყის ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჯამში და დაასხით ზეთი.
  3. თავად მარინადი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. აურიეთ კვერცხი და შაქარი, შემდეგ დაუმატეთ ორივე სახეობის მდოგვი. კარგად აურიეთ, მოახსით ლიმონის წვენი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ჩაუშვით მარინადის ჯამში.
  4.  მოათავსეთ თევზი ამ მარინადში, უმჯობესი იქნება, თუ დააწყობთ ფენებად და პარალელურად წაუსვამთ მასას.
  5.  ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან. თევზი ამასობაში კარგად გაიჟღინთება. თევზს ფინურად მიირთმევენ როგორს დამოუკიდებელ კერძს, ან კარტოფილის პიურესთან ერთად.

თევზის არომატული კერძი – ეს მადისაღმძვრელი კერძი ძალიან უხდება ლუდს. დაამარინადეთ თევზი მდოგვის სოუსში, მოამზადეთ კანაპეები. დაჭერით ჭვავის პური პატარა ნაჭრებად, შეწვით მსუბუქად ტაფაზე ზეთის გარეშე. შემდეგ დაამაგრეთ მასზე ჩხირებით თევზის ნაჭრები, დაადეთ ხახვის რგოლი და მწვანილის ღერო.როგორ ფიქრობთ, მოგეწონებათ ასეთი მარინადი? თქვენ რომელი თევზი უფრო გიყვართ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.