კვერცხის შეწვა ტაფაზე პატარა ბავშვებმაც კი იციან. ის არის მსუყე, ჯანსაღი და ადვილად ათვისებადი საკვები ნებისმიერ პროდუქტთან ერთად. თუმცა, ხანდახან ერთფეროვანი კერძის ნაცვლად, გინდა მოამზადო რაიმე განსხვავებული. ამიტომ გადავწყვიტეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზოთ უჩვეულო რეცეპტი კვერცხით.
როგორ მოვამზადოთ კვერცხი ორიგინალურად
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 1 პომიდორი
- 1 ცალი ბულგარული
- 50-70 გრ. გახეხილი ყველი
- რამდენიმე ღერი ოხრახუში
- 3 ს/კ ზეთი
- 1 ს/კ კარაქი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
- გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, მოხარშეთ კვერცხი.
- ამასობაში დაჭერით ბულგარული და პომიდორი წვრილ რგოლებად.
- გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით პომიდორი და ბულგარული დარბილებამდე.
- დააყარეთ მარილი და პილპილი გემონვებით.
- გაჭერით კვერცხი შუაზე და მოაწყვეთ შემწვარ ბოსტნეულს.
- მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- დაახურეთ ტაფას თავსახური და დაელოდეთ სანამ ყველი ბოლომდე გადნება. დასასრულს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
- თქვენი ორიგინალური საუზმე მზად არის. ეს არის ბანალური ომლეტის საინტერესო ჩანაცვლება.
- გემრიელად მიირთვით და გისურვებთ წარმატებას ახალ კულინარიულ აღმოჩენებში.
კვერცხი – უამრავი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტია. მას უმატებენ ცომში, სალათებში, წვავენ, ასხამენ წვნიანებში. ეს არის იაფი და სწრაფი მომზადების პროდუქტი.თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ კვერცხს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს