გამოცდილი მებაღეები მთელი ზამთარი აგროვებენ ნარჩენებს, მე ვიცი როგორ გამოვიყენო ის ნაკვეთში.

1493

ყოველწლიურად, მებაღეები ეძებენ მავნებლებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს. არადა, პრობლემის მოგვარების უმარტივესი საშუალება ცხვირწინ გვაქვს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სარეცხი ან კუპრის საპონი ბოსტანში ნერგების მოსავლელად.

კუპრის საპონი ბოსტნისთვის

კუპრის უსიამოვნო სუნი  მწერებსაც არ მოსწონთ. მას ზოგიერთი ინსექტიციდის შეიცავს. კუპრის საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოთნის ყვავილებთან მწერების მოსაგერიებლად. უბრალოდ, მოაყარეთ მცირე რაოდენობის საპონი მიწის ზედაპირზე, ხოლო თუ მწერები უკვე გაჩნდნენ, მოამზადეთ ხსნარი.

მცენარეების დასამუშავებელი ხსნარი – აიღეთ 150 გრ გახეხილი კუპრის, ან სარეცხი საპონი, დაასხით 2 ლიტრი თბილი წყალი. როდესაც საპონი გაიხსნება, მიღებული ნარევი შეურიეთ წყალს 1:5 თანაფარდობით და მორწყეთ მცენარეები ბაღსა და ბოსტანში. მოცემული ხსნარი ფარავს ფოთლებსა და ნიადაგს თხელი ფენით, იცავს ბოსტნეულსა და მცენარეებს ბუგრებისგან, ფრთათეთრასა და ხოჭოებისგან.

ნიადაგის დატუტიანება – ნატურალურ სარეცხ საპონს აქვს მკვეთრი ტუტე რეაქცია. ამ თვისების წყალობით, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაღში ან  ბოსტანში მჟავე ნიადაგის გასანეიტრალებლად. აიღეთ 200 გრ. გახეხილი სარეცხი საპონი, გახსენით თბილ წყალში და ჩაასხით წყლიან სათლში.

საპონი ბუგრებისა და ტკიპების საწინააღმდეგოდ – საპნიანი ხსნარი ეფექტურია იმ მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც აქვს თხელი საფარი. ბუგრების მოსაშორებლად აუცილებელია თავად მცენარეს შეასხუროთ ხსნარი. სითხე უნდა იყოს კარგად გაწურული, რათა საპნის ნამცეცები ფოთლებზე არ მოხვდეს და არ დაწვას. ობობის ტკიპა ხშირად ოთახის მცენარეებს აზიანებს. მის მოსაშორებლად, გასაპნეთ ღრუბელი და გაწმინდეთ დაზიანებული ფოთლები. დატოვეთ ასე 2 საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამორეცხეთ შხაპის ქვეშ. პროცედურის შემდეგ ქოთანს ჩამოაფარეთ ცოტა ხნით პაკეტი.

მუხლუხოებთან ბრძოლა – მუხლუხოები თავს ესხმიან კომბოსტოს, სალათის ფოთლებს, კენკრას, ფხალეულს. გვირილის და საპნის ნაყენი მათი საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 10 ლიტრ წყალზე აიღეთ 1 კგ. გვირილის ფოთლები და 50 გრ. სარეცხის საპონი. ნარევი გააჩერეთ 7 დღის განმავლობაში, შემდეგ მიასხურეთ მცენარეებს.

ხელსაწყოების დამუშავება – თუ კონტეინერში, რომელშიც გამოგყავთ ჩითილები, სოკო გაჩნდება, მის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საპონი, რომელიც დეზინფიცირებას გაუკეთებს ზედაპირს. საერთოდ, უმჯობესი იქნება, ნებისმიერი მცენარის დარგვამდე, საპნით დაამუშავოთ კონტეინერები და ხელსაწყოები.

თესლის დამუშავება – მავნებლების გადატანა ბაღში შეიძლება თესლითაც მოხდეს. ამიტომ დათესვამდე გაასტერილეთ თესლი კალიუმის პერმანგანატის ან საპნიანი ხსნარით. საპნიანი ხსნარი თესლის დასამუშავებლად ასე მზადდება: 2 ს/კ გახეხილი საპონი და 200 მლ. მდუღარე წყალი. გააგრილეთ ხსნარი, ჩაყარეთ მასში თესლი 2-3 საათით. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით და გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით.

რჩევა რედაქციისგან: თუ მთელი ზაფხული გაწუხებთ კოღოები, ხოლო მათი ნაკბენი იწვევს ალერგიულ რეაქციას, შეგიძლიათ გაიკეთოთ საპნის საფენები, რომელიც შეამცირებს ქავილს და გაღიზიანებას კანზე. გახეხეთ სახეხზე საპონი და დაიდეთ ბინტზე. დაასველეთ და დაიფინეთ გაღიზიანებულ ადგილას 5-7 წუთის განმავლობაში. თქვენ გამოგიყენებიათ საპნიანი ხსნარი მცენარეების დასამუშავებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს