უსახლკარო ქალმა სამშობიაროს სახლთან დატოვა ახალშობილი, მოუჭრელი ჭიპლარით. მეანები ყვირილით გამოცვივდნენ…

922

ტოდი და ემი, ბავშვებთან ერთად, ტეხასიდან ახლახან გადავიდნენ პიტსბურგში, ოკლაჰომას შტატში. ქუჩაში წვიმიანი შემოდგომა იყო და მთელი ოჯახი მხიარულად ემზადებოდა მადლიერების დღისთვის: ბავშვები სახლს რთავდნენ, ემი აცხობდა ინდაურს, ხოლო მამა ფებურთს უყურებდა,

მოულოდნელად გაისმა სატელეფონო ზარი, რომელმაც ბედნიერ ოჯახს აიძულა, მოსწყდომოდა სადღესასწაულო სამზადისს და უახლოეს სამშობიაროში მისულიყო.

არა, ახლობლებიდან არავინ მშობიარობდა. ტოდი და ემი ოცნებობდნენ მესამე შვილზე, რომელიც, სამწუხაროდ, არა და არ გამოსდიოდათ. მრავალი და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ბავშვის შვილად აყვანა.

აი ისიც, გაისმა საოცნებო ზარი. “ალბათ, ყველა დოკუმენტი ბოლოს და ბოლოს მომზადდა! ჩვენ პატარა ბავშვის მშობლები გავხდებით…” – იფიქრა ემიმ. ყურმილის აღებისას, აღელვებულმა ქალმა გაიგონა გაშვილების აგენტის ხმა, რომელიც მეუღლეებს ევედრებოდა, დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყვნენ სააგენტოში მნიშვნელოვანი ქაღალდებისთვის ხელის მოსაოწერად.

ქალი დაინტერესდა, თუ შეიძლებოდა მისვლა დღესასწაულის შემდეგ, რაზეც აგენტმა კატეგორიული უარი განაცხადა. ემიმ სხვები სახლში დატოვა და თავად სააგენტოში გაეშურა.

წასვლამდე ტოდი მეუღლეს მოუყვა იმ ემოციური ისტორიის შესახებ, რომელიც ახლახან სიახლეებში მოისმინა: წარმოიდგინე, უსახლკარო ქალმა სამშობიაროს კართან მიატოვა ჯერ კიდევ ჭიპმოუჭრელი ბავშვი! თქვა, რომ მისი გაზრდა არ შეეძლო.. როგორ ფიქრობ, ესაა ჩვენი ბავშვი?” ემის ეჭვი შეეპარა და ფიქრობდა, რომ ბავშვი მძიმე ავადმყოფი იყო.

როცა შეწუხებული ქალი სააგენტოში მივიდა, მას ძალიან შეეშინდა: გაშვილების აგენტი ტიროდა და ემის ფურცლის ნაგლეჯს აწვდიდა. “ჩვენი დოკუმენტები წესრიგში არაა? ღმერთო ჩემო..” – ნერვიულად იკითხა ჩვენი ისტორიის გმირმა.

ფურცელზე დახედვისას, ემიმ წაიკითხა ის სიახლე, მიტოვებული ბავშვის შესახებ. “ფურცლებზე ხელის მოწერა აღარ გჭირდებათ… იგი სამშობიაროში გელოდებათ.” – თქვა აგენტმა.

არ არსებობს სიტყვები, რომლებიც იმ ემოციას აღწერს, ემიმ იმ წამს რომ განიცადა: “ეს ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარი იყო.” ემიმ ძალა მოიკრიბა და გაემართა სახლში, რათა ეს სასიხარულო სიახლე თავისი ქმრისთვის ეხარებინა. მან მიაწოდა სიახლის ფურცელი და უთხრა: “ჩვენი ვაჟი გველოდება!”

ოჯახი დაუყოვნებლივ მოთავსდა მანქანაში და გაეშურა ბედთან შესახვედრად. როცა ახლადმგამომცხვარმა მშობლებმა პატარა დაინახეს, მაშინვე იგრძვნეს, რომ მათი შვილი იყო.

-“იგი ყველაზე ჯანმრთელი არ ყოფილა, თუმცა იმდენი რამე გამოიარა… პირველი ნახვისთანავე შემიყვარდა!” – ამბობს ცრემლმორეული ემი. ოჯახი პატარას 1 კვირა გვერდიდან არ მოსცილებია, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ბავშვის წამოყვანა სახლში.

შემდეგ ყველაზე რთული ამბავი დაიწყო – შვილად აყვანის პროცესი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მთელი 2 წელი გრძელდება. თუმცა, ეს არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელიც ბავშვმა თავის მშობლებს მოუტანა.

პატარა ოფიციალურად ჩვენი შვილი 2016 წლის 11 ნოემბერს გახდამ მეორე დღეს კი ჩვენმა პატარა ტომმა მადლიერების დღე სრული შემადგენლობით აღნიშნა!” – გვიყვება ემი.

დღეს იღბლიანი ბიჭუნა მთელი 4 წლისაა, მშობლები კი არ იღლებიან ღვთისთვის მადლიერების გამოხატვით: “მან იმდენი სიხარული შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში! დავრწმუნდით, რომ ღვთის გეგმები ჩვენს ოჯახზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ველოდით.

ჩვენ გვინდა, რომ ყველამ, ვინც 4 წლის წინ მიტოვებული ბავშვისთვის ლოცულობდა, იცოდეს, რომ მათი ლოცვები შესმენილია! ღმერთს გრანდიოზული გეგმები აქვს ჩვენს შვილთან დაკავშირებით და მადლიერები ვართ, რომ მისი ემოციური ბედის ნაწილები გავხდით.”

ოჯახში სხვისი შვილის მიღება ყველას როდი შეუძლია. ჩვენი ისტორიის პატარა გმირს ძალიან გაუმართლა, რამდენადაც მან შეიძინა პასუხისმგებლიანი და მოსიყვარულე მშობლები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს