ნოყიერი პეროგი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ, თუნდაც ყოველდღე. დაგჭირდებათ დროის მინიმუმი

3192

მე, როგორც ზარმაცი დიასახლისი, რომელსაც გაზქურასთან დგომა არ უყვარს, ძალიან ვაფასებ სწრაფ და უბრალო რეცეპტებს. მაგრამ, არც თუ ისე ბევრი კერძია, რომელიც სწრაფად მზადდება და თანაც, ზღაპრულად გემრიელი გამოდის. თუმცა, ეს ხაჭოს პეროგი სწორედ ასეთია. ის არის ლამაზიც, ნოყიერიც და ძალიან გემრიელიც. დარწმუნებული ვარ, ეს რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ.დღეს, პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორი პეროგის მომზადება შეგიძლიათ, თუნდაც ყოველდღე. თქვენ დაგჭირდებათ ძალისხმევისა და დროის მინიმუმი.

ხაჭოს პეროგი

ინგრედიენტები

  • 200 გრამი ნაღების კარაქი;
  • 300 გრამი შაქარი;
  • 500 გრამი ფქვილი;
  • 400 გრამი ხაჭო;
  • 4 კვერცხი;
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი;
  • 10 გრამი გამაფხვიერებელი;
  • ვანილის შაქარი;
  • სახამებელი.

მომზადების წესი 

  1. მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ორი კვერცხი და 200 გრამი შაქარი. დაამატეთ კარაქი და არაჟანი. ეს ყველაფერი ერთგვაროვან მასად უნდა აქციოთ.
  2. შემდეგ, ცოტ-ცოტა შეურიეთ ფქვილი და ნელა თქვიფეთ მიქსერით. შემდეგ, დაუმატეთ მარილი, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ სქელი ცომი და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
  3. ამ დროს განმავლობაში მოამზადეთ გულსართი. ამისთვის, ხაჭოს შეურიეთ დარჩენილი კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ ცოტაოდენი სახამებელი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი). ეს ყველაფერი შეგიძლიათ ათქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ახლა მაცივრიდან გამოიღეთ ცომი. კიდევ ერთხელ გადაზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი თანაბარ ფენად გადაანაწილეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ზედაპირზე. გულსართი თანაბრად გადაანაწილეთ ცომის ზედაპირზე.
  5. ცომის მეორე ნახევარი გააბრტყელეთ, არც თუ ისე თხელ ფენად და ზოლებად დაჭერით. ამ ზოლებით პეროგი ისე უნდა მორთოთ, რომ მის ზედაპირზე ერთგვარი ბადე გამოგივიდეთ. გვერდები შეაერთეთ. ლამაზი ქერქის მისაღებად, პეროგს ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30 – 35 წუთის განმავლობაში.

ნახევარი საათის შემდეგ სუფრაზე გექნებათ ნაზი ხაჭოს პეროგი, რომელიც პირველივე ჯერზე მოგეწონებათ. ასეთი სილამაზე შეგიძლიათ მიიტანოთ სადღესასწაულო სუფრაზეც და უბრალოდ ვახშამზეც. ის ძალიან ნოყიერია და კიდევ, შეუძლებელია არ ვაქოთ ამ მშვენიერი პეროგის ზღაპრული გემო.ამ პეროგის მომზადება საკმაოდ მარტივია და ძალიან სწრაფადაც მზადდება. ჩემნაირ ზარმაც ადამიანსაც კი არ უჭირს მისი მომზადება სამსახურის შემდეგ. ვახშამზე ყველა ტკბება ამ არომატული ნამცხვრით. თქვენც გაქვთ ასეთი მარტივი რეცეპტები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს