თეთრი შოკოლადის ვარდებით ტორტის გაფორმების მარტივი ხერხი.

245

Ganache – არის შოკოლადის და ცხიმიანი ნაღების კრემი, რომელიც გამოიყენება დესერტების შიგთავსისთვის და ზემოდან მოსართავად.  განაშის გაკეთება შეგიძლიათ თეთრი, რძიანი, ან მწარე შოკოლადით და  კარაქით, ან თუნდაც შესქელებული რძით, მაგრამ ნაღების და შოკოლადის კომბინაცია ითვლება კლასიკურად და ყველაზე სწორად. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ შოკოლადის განაში ტორტისთვის.

შოკოლადის განაში ტორტისთვის

Ganache არის ფრანგული სიტყვა, რომელიც თარგმანში ნიშნავს “სულელს”. სწორედ ასე უწოდა 1850 წელს ფრანგმა შეფმა ახალგაზრდა კონდიტერს, რომელმაც შემთხვევით შოკოლადს დაასხა ცხელი რძე. გაკვირვებულმა, რომ მასა გემრიელი გამოდგა, შეფმა გადაწყვიტა საკონდიტრო ნაწარმში ამ კრემის დამატება.ტორტის ეს ჰაეროვანი კრემი კარგად ინარჩუნებს ფორმას. შოკოლადის  პროპორციიდან გამომდინარე, მიიღება ნაზი, პასტისმაგვარი, ან სტაბილური, მკვრივი მასა. განაშის დამზადება შესაძლებელია კარაქით, შოკოლადით და ნაღებით, ან კარაქით და ნაღებით. განაში შავი შოკოლადთან მზადდება 1:1 თანაფარდობით ნაღებთან, რძიანი – 1:1 ან 2:1. ხოლო თეთრი შოკოლადი ორჯერ მეტი სჭირდება, ვიდრე ნაღები.

განაშის მოსამზადებლად ნაღები კარგად უნდა გაცხელდეს, მაგრამ ადუღებამდე არ უნდა მივიდეს. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ან მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და აურიეთ ბლენდერით დაბალ სიჩქარეზე. მიღებულ მასას გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წუთიდან 1 საათამდე, იმისდა მიხედვით, თუ რა სიმკვრივეა საჭირო ტორტისთვის.Ganache კარგია ბისკვიტის შიგთავსად, ეკლერების, ქაფქეიქების მოსართავად. მას უმატებენ შიგთავსის სახით მაკარუნსში. განაში ცალკეც ძალიან გემრიელი დესერტია და მიირთმევენ ხილთან ერთად. დესერტის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 7 დღის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია გაყინვაც. გაყინული განაში მოხმარებამდე ოთახის ტემპერატურამდე უნდა მიიყვანოთ და შემდეგ ათქვიფოთ ბლენდერით.

გახსოვდეთ, რომ მუსისებრი, ხავერდოვანი ტექსტურა შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ახალი განაშისგან. მისი უპირატესობა არის ის, რომ ტორტის ასეთი საფარი არ დნება. თუ გადაწყვეტთ ნამცხვარი განაშით მორთოთ, მაშინ გააკეთეთ ეს ორ ფენად. პირველი ფენით მოასწორეთ ზედაპირი, მეორე ფენა უკვე გამოვა იდეალურად გლუვი.

ვარდები შოკოლადისგან – საკონდიტრო ხელოვნება მუდმივად ვითარდება და კულინარიის ოსტატები ნამდვილ შედევრებს ქმნიან. როგორც წესი, ტორტის ვარდები მზადდება მასტიკისგან, მაგრამ თეთრი შოკოლადისგან დამზადებული ბევრად უფრო ელეგანტურად გამოიყურება. მთავარი ამოცანაა, შოკოლადი გახადოთ ისეთი მოქნილი, როგორიც პლასტილინია. ამისთვის 100 გრ. შოკოლადს დაუმატეთ 35 გრ. გლუკოზის სიროფი.შოკოლადი მოკლე პულსებით გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ შეურიეთ გლუკოზის სიროფი და კარგად აურიეთ. არ არის საჭირო დიდხანს ზელვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა აქერცვლას დაიწყებს. როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერევა, მასა უნდა შეფუთოთ სამზარეულოს ცელოფანში და გააცივოთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში

რჩევა რედაქციისგან: როდესაც მასა მზად იქნება, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი შედევრის შექმნა. პლასტელინივით მასა უნდა დაყოთ რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელოთ ძალიან თხლად. იმისთვის, რომ შოკოლადი ან ფონდატი მაგიდაზე არ მიეკრას, გამოიყენეთ სიმინდის სახამებელი.შოკოლადისგან ან ფონდატისგან ვარდების დამზადება საინტერესო გამოცდილებაა. ნამდვილ ოსტატებს აქვთ ამისთვის ყველა საჭირო ფორმა და ხრიკი. ინტერნეტში არის უამრავი საინტერესო ვიდეო, რომელშიც კონდიტერი დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ გემრიელი და რეალისტური ვარდები ტორტის გასაფორმებლად. მზა მასისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ფურცლები და ფოთლები, შეღებოთ ისინი სხვადასხვაფრად. ნამდვილ ვარდებს არ აქვთ ერთი ზომის ფურცლები. ის იწყება ბუტონით და 3 ფურცლით, თითოეულ მწკრივში ფურცლების რაოდენობა 2-ით იზრდება. რაც უფრო თხელია ფურცლები მით უფრო ლამაზია ვარდი. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს