თამამად ვაცხადებ, რომ ძეხვის ყიდვა აღარ ღირს, რადგან არსებობს სალიამის გამოცდილი რეცეპტი

0
1738

შეიძლება თუ არა იტალიური სალამი თქვენს მაცივარში მოხვდეს? ნაყიდს არა, ვგულისხმობთ საკუთარი ხელით მომზადებულს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გამოდის ძალიან გემრიელი, თუმცა, ჭირდება დრი და მოთმინება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით მის მომზადებას.

იტალიური სალიამი

გამომშრალი ძეხვის მომზადებას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. რათა მიიღოთ ორიგინალთან მიახლოებული სალიამი. მკაცრად უნდა დაიცვათ ტემპერატურის პირობები და რეკომენდაციები. შევეცდებით, დეტალურად აგიხსნათ ძეხვის დამუშავების პროცესი, რათა ყველაფერი კარგად გამოგივიდეთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ. ღორის ხორცი
  • 300 გრ. სალა
  • 25 გრ. ნიტრიტის მარილი
  • ნიორი
  • მარილი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • ნატურალური ნაწლავი, ან კოლაგენის გარსი

მომზადების წესი:

  1. ძეხვისთვის განკუთვნილი ხორცი შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით. მაგალითად, გამოიყენეთ მხოლოდ ღორის ხორცი, ან თანაბრად აიღეთ ღორის და საქონლის ხორცი. ხორცი და ქონი ოდნავ უნდა გაყინოთ მაცივარში, რათა მოსახერხებელი იყოს მათი დაფქვა.
  2. დაქუცმაცებულ ხორცს და ქონს დაუმატეთ ნიტრიტის მარილი და თქვენი საყვარელი სანელებლები. კარგად აურიეთ ინგრედიენტები. ხორციან ჯამს გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში სამი დღით.
  3.  როდესაც დამარილების პერიოდი გავა, გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან და ისევ აურიეთ. სასურველია, კიდევ ერთხელ გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  4.  თუ ძეხვის დასამზადებლად იყენებთ ღორის ნატურალურ ნაწლავებს, მაშინ ისინი კარგად უნდა გარეცხოთ. შეგიძლიათ წინასწარ ჩაალბოთ ცივ წყალში და საჭიროების შემთხვევაში ცვალოთ. შეავსეთ ნაწლავები ფარშით სპეციალური პირით, რომელიც მოჰყვება ხორცსაკეპ მანქანას.
  5. უკვე მომზადებული ძეხვი ფრთხილად გახვრიტეთ რამდენიმე ადგილას ნემსით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გამოიდევნოს ზედმეტი ჰაერი.
  6.  იტალიური სალიამი უნდა გაშრეს გრილ ადგილას 20-40 დღის განმავლობაში. ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15 გრადუსს და არ უნდა იყოს 8 გრადუსზე ნაკლები. ძეხვი გაშრობისას დაკარგავს მასის დაახლოებით 30%-ს.

იტალიური სალიამი – დაუვიწყარი დელიკატესი. ძეხვის გაშრობა შეგიძლიათ მაცივარშიც. საკმარისია სალამი ჩამოკიდოთ კარზე ან მოწყობილობის შიგნით ერთ-ერთ ბადეზე. თუ არ გსურთ მაცივრის გამოყენება, გადაიტანეთ ის გრილ საკუჭნაოში. ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილი დაცული უნდა იყოს მავნებლებისგან.რაც შეეხება, მავნებლებს: პათოგენური ბაქტერიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად გამოიყენეთ ნიტრიტის მარილი. ეს ხელს შეუშლის ძეხვის შიგნით რაიმე მავნე მიკროორგანიზმის გაჩენას. ზოგი 1 კგ. ხორცზე 70 გრ. სპირტიან სასმელსაც კი უმატებს, რომელიც 40 გრადუსი მაინც უნდა იყოს. ის დეზინფექციას უკეთებს პროდუქტს და გაშრობის დროს ორთქლდება.

სულ ეს არის. თქვენ გიცდიათ სახლში სალიამის მომზადება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.