მეზობელმა შინაური მამალი მომიყვანა, გადავწყვიტე მისგან ისეთი ბულიონი მომეხარშა, როგორსაც ადრე ბებიაჩემი ამზადებდა

327

ბევრს აქვს მოგონება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამზადებდა მათი საყვარელი დედა ან ბებია შინაურულ ქათმის წვნიანს. გამჭვირვალე ბულიონს ავსებდა ნატურალური ხორცი, რადგან ამ ბულიონისთვის მხოლოდ შინაურ მამალს ან დედალს იყენებდნენ. უფრო მეტიც, ამ ბულიონისთვის ლაფშასაც საკუთარი ხელებით ამზადებდნენ. მისი გემოს დავიწყება რთულია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ უნიკალური კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

შინაურული ქათმის სუპი – რადგან ამ სუპის მოსამზადებლად შინაური მამალი გვჭირდება, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქათამი ხარისხიანად იყოს გასუფთავებული. ხორცი ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ, რათა ქვაბში არ მოხვდეს წვრილი ჭუჭყი და ბუმბულები. ხორცი ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ.ქათმის წონიდან გამომდინარე, სუპში შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მისი ნაწილი. დანარჩენი კი მაცივარში გაყინოთ და შემდეგ ჯერზე გამოიყენოთ. მაგალითად, გემრიელი სუპისთვის, ნახევარი ქათამიც საკმარისია. თუ ოჯახი პატარაა, მაშინ მამლის მხოლოდ მეოთხედიც საკმარისი იქნება.

უგემრიელესი ლაფშა – ამ სუპის განსაკუთრებული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ლაფშა ბულიონისაგან ცალკე მზადდება. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს უშუალოდ მირთმევის წინ ერევა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთადაც მოხარშოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრო ცოტა გაქვთ, მაგრამ ასეთი სუპის გემო განსხვავებული იქნება. მოკლედ, გირჩევთ, რომ ცალ-ცალკე მოამზადოთ.

ცომის ინგრედიენტები 

  • 3 კვერცხი;
  • ფქვილი.

ცომი საკმაოდ მარტივად მზადდება. ფქვილში ჩატეხეთ კვერცხი და დაიწყეთ სქელი ცომის მოზელა. ცომი დადეთ თეფშზე და საკვების ცელოფანი გადააფარეთ. დაასვენეთ 45 წუთის განმავლობაში. ამ დროს გასვლის შემდეგ ცომი თხელ ფირფიტებად გააბრტყელეთ და საჭირო ზომის ზოლებად დაჭერით. მშრალი ლაფშა შეგიძლიათ ცელოფანში მოათავსოთ და საყინულეში შეინახოთ შემდეგი გამოყენებისათვის.

ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი;
  • 2 ხახვი;
  • 2 სტაფილო;
  • კამა;
  • ოხრახუში;
  • სანელებლები;
  • 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მომზადების წესი 

  • 1. ქათმის ხორცს დაასხით სუფთა წყალი და დადგით გაზქურაზე. დაელოდეთ ბულიონის ადუღებას და მოხსენით თეთრი ფერის ქაფი. ამის შემდეგ, ცეცხლს მინიმუმადე დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. დიახ, ნატურალური ქათამი დიდხანს იხარშება. იდეალურ შემთხვევაში, ხარშვის დასრულების შემდეგ, ხორცი ძვალს თავისით უნდა მოსცილდეს.
  • 2. ადუღების შემდეგ, ხარშვისას, ბულიონში უნდა მოათავსოთ 2 გაფცქვნილი ხახვი და შემდეგ სტაფილო. მწვანილი წვრილად დაჭერით და მომზადების ფინალურ ეტაპზე დაამატეთ. ეს ეხება სანელებლებსაც.
  • 3. როგორც კი ბულიონი მოიხარშება, ხორცი ამოიღეთ და ძვლები გააცალეთ. სურვილისებრ, ხორცი შეგიძლიათ უფრო წვრილ ნაჭრებად დაჭრათ. შინაურული ლაფშა მოხარშეთ მარილ ჩაყრილ წყალში და ასევე, პარალელურად მოხარშეთ კვერცხიც. კვერცხს, სურვილისებრ, ბულიონის მოსართავად ამატებენ.
  • 4. ოდნავ გაგრილებულ ლაფშას დაასხით ცხელი ბულიონი. მასში მოათავსეთ ქათმის ხორცი და ზემოდან მორთეთ მწვანილით და კვერცხის ნაჭრებით. სულ ესაა, ბავშვობის დროინდელი საყვარელი კერძი მზადაა.

ეს კერძი ძალიან არომატულია. ის ნამდვილად შეკრებს მთელ დიდ ოჯახს ერთ მაგიდასთან. ამ უნიკალურ კერძთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილის ან კომბოსტოს ღვეზელი ან ნივრიანი ფუნთუშები. მოკლედ, კერძი ძალიან სასარგებლოა და სასიამოვნო მოგონებებსაც აღძრავს. თქვენს ოჯახშიც ამზადებენ ასეთ ბულიონს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს