სიბერე – ეს არ არის მხოლოდ ასაკი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარეობს. უდიდეს როლს თამაშობს ფსიქოლოგიაც. უფრო მეტიც, სიბერის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ხშირად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ადამიანი სოლიდურ ასაკშიც კი, შეიძლება თავს თავის თანატოლებზე ბევრად უკეთესად გრძნობდეს.პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და სიბერის შორს გადაწევაში. რის გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, რათა ადამიანი დროზე ადრე არ დაბერდეს. საოცარია, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს აქ ადამიანის აზრები და მენტალური დამოკიდებულებები.
სიბერის თავისებურებები – რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი უკვე 40 წლის ასაკში დაბერებულ და უინიციატივო მოხუცად გვეჩვენება, რომელსაც, თითქოსდა, დაკარგული აქვს ცხოვრების ინტერესი, სხვა კი 60 – 70 წლის ასაკშიც კი მხნე, ენერგიული და სიცოცხლით სავსეა? თანაც, ეს უკანასკნელი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება და ისე იქცევა, თითქოს ახალგაზრდაა.ვიღაცას ამის მთავარ ფაქტორად ჯანმრთელობის მდგომარეობა მიაჩნია, ვიღაცას კი ფულადი სახსრების არსებობა. ფსიქოლოგები კი მნიშვნელოვან როლს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ანიჭებენ. და ამ უკანასკნელს სავსებით შეგვიძლია დავეთანხმოთ, რადგან სწორი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც და წარმატებულ საქმიანობაშიც.
სპეციალისტებმა საინტერესო კანონზომიერება გამოავლინეს. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ წლებზე უფრო ახალგაზრდად გრძნობენ თავს, სინამდვილეში შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ისინი კი, ვინც თავს საკუთარი ასაკის შესაბამისად გრძნობს (ან უფრო ასაკიანად), უფრო ნაკლებს ცოცხლობენ.შინაგანი ახალგაზრდობის განცდა ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება. უფრო მეტიც, მისი ცხოვრება უფრო ჯანსაღია, მდიდარი და საინტერესო. მას ადამიანისთვის მეტი სიამოვნება მოაქვს და ამ ადამიანის გარშემომყოფები კი მისგან პოზიტიური ენერგიით იმუხტებიან.
როგორ მივაღწიოთ ამას? – ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება. თუ იგი იწყებს საკუთარ თავზე დაზოგვას, თუ ლამაზი და ხარისხიანი ნივთების ნაცვლად ყიდულობს ისეთ რამეს, რაც უფრო მოსახერხებელი, იაფი და არც ისე თვალშისაცემია, თუ ყველაფერში ზღუდავს საკუთარ თავს, მაშინ ეს უკვე დამღუპველი გზაა.ახალი პროექტები, ახალია ნაცნობობა, ახალი ემოციები, ახალი ცოდნა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტონუსში ყოფნას და იმას, რომ ადამიანმა თავი უფრო ახალგაზრდად იგრძნოს. როდესაც ადამიანი ასე ღიაა ყველაფრისათვის, მაშინ ეს სიახლე მისი ცხოვრების ყველა კუთხეში აღწევს და უფლებას არ აძლევს, რომ წარსულში გაიჭედოს.
მნიშვნელოვანია ის, თუ ადამიანი შინაგანად როგორ გრძნობს თავს, და არა ის, თუ გარეგნულად რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება. ჩვეულებრივ, მცდელობებს, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, კარგი არაფერი არ მოაქვს. უცხო თვალისთვის, ეს მცდელობები კარგად შესამჩნევია და ისინი მხოლოდ, არახელსაყრელ კონტრასტს ქმნის.და რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის რომ გქონდეთ მიმზიდველი წარმოდგენა საკუთარ მომავალზე. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნებები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც ნამდვილად გსურთ. თუ ადამიანი გეგმავს, მაგალითად, პენსიაზე გასვლას, რათა დაისვენოს და დივანზე იწვეს – ეს არის გზა არსაით, ეს არის ნაბიჯი მიწიერი არსებობის დასასრულისაკენ.
მაგრამ, თუ ადამიანმა იცის, საით უნდა იმოძრაოს უახლოესი 10 ან 20 წლის განმავლობაში, თუ მან მკაფიოდ იცის, რა შედეგებს უნდა მიაღწიოს, ეს მას ძალებს შემატებს. როდესაც ადამიანის ყველა მიწიერი პროგრამა დასრულებულია და მას მართლა არ ესმის, რისთვის უნდა იცხოვროს, მაშინ ეს არ არის კარგი სიგნალი.სასწრაფოდ საჭიროა ახალი პროგრამები, მაქსიმალურად კონკრეტული და მიმზიდველი პირადად ამ ადამიანისთვის. ხუთწლიანი გეგმა, ათწლიანი გეგმა, თხუთმეტწლიანი… ყველაფერი აუჩქარებლად უნდა ჩამოიწეროს, დიდი დაფიქრების შემდეგ და უნდა შესრულდეს.
რა თქმა უნდა, ასაკი საპირისპირო მიმართულებით არ წავა, თუმცა სასიცოცხლო ძალები ნამდვილად მოგემატებათ.