საგანგაშო სიგნალები, რომლებიც გვატყობინებს, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება იწყებს დეგრადირებას

2979

პიროვნების დეგრადაცია – ტერმინი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ გვეჩვენება, რაღაც შორეულად და გაუგებრად. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტად ვითარდება ჩვენი სამყარო, მით უფრო ძლიერ დეგრადირდება ზოგიერთი ადამიანი. ეს არ არის პარადოქსი, არამედ, ერთგვარი ბალანსია სამყაროში. თუმცა, ყველას არ სურს სოციალურ კიბეზე დაბლა დაშვება და საკუთარ ცხოვრებაზე ხელის აღება. როგორ უნდა მოვიქცეთ? სწორედ, ამაზეა საუბარი პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.პირველ რიგში უნდა დაადგინოთ, დეგრადირებით თუ არა თქვენ და უკვე შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ რაიმე ზომები, ამის გამოსასწორებლად. დღეს მოგითხრობთ 6 მთავარ ნიშანზე, რომელიც პიროვნების დეგრადაციაზე მიუთითებს.

პიროვნების დეგრადაცია – დღეს ძალიან მოდურია თვითგანვითარებაზე საუბარი და სოციალურ ქსელებში იმის ჩვენება, თუ რა გაქცევთ წარმატებულ ადამიანად. თუმცა, როდესაც ერთნი მთელი დღეების განმავლობაში კითხულობენ ჭკვიანურ წიგნებს და საგანმანათლებლო ვიდეოებს უყურებენ, სხვანი ამის საჭიროებას არ გრძნობენ.დაგვეთანხმეთ, რომ ჩვენ ყველა ძალიან განსხვავებულები ვართ და ვიღაც სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ დღითიდღე უფრო უკეთესი გახდეს. მაგრამ, გარე ზეწოლა თავს იჩენს და ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ხომ არ დეგრადირდება. ზოგადად, პიროვნების დეგრადაცია – დიდი ხნის ნაცნობი ცნებაა. არსებობს, როგორც მინიმუმ 6 ფაქტორი, რომელიც ამაზე მიგვანიშნებს.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დეგრადირებთ თუ არა  

  1. თქვენთვის სულ ერთია ის, თუ როგორ გამოიყურებით. ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია. თუ დიდი ხანია აღარ გაღელვებთ ის, რომ თმა ჭუჭყიანი გაქვთ და ლაქებიანი ტანსაცმელი გაცვიათ, უნდა დაფიქრდეთ. გულგრილმა დამოკიდებულებამ საკუთარი გარეგნობის მიმართ, შეიძლება გამოიწვიოს სრული გულგრილობა ცხოვრების სხვა ასპექტებშიც.
  2. თქვენი მოთხოვნილებები მინიმალურია და ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, თქვენთვის არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს. როგორც წესი, ასეთი ადამიანის ცხოვრება მხოლოდ სამსახური და ყოველდღიური რუტინაა. ისინი არ მიისწრაფვიან ეკონტაქტონ გარესამყაროსა და სხვა ადამიანებს.ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამგვარი რამ შეიძლება რეალობასთან კავშირის სრულ დაკარგვაში გადაიზარდოს. ეს არა მხოლოდ ანგრევს ადამიანის პიროვნებას, არამედ შეიძლება უფრო სერიოზული შედეგებიც გამოიწვიოს, მაგალითად, ფსიქოლოგიური დარღვევები.
  3. დეგრადაციის კიდევ ერთი ნიშანი – სტერეოტიპიის განვითარება. ამ პროცესის არსი არის ზოგიერთი მოქმედების აკვიატებული გამეორება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

სხვა ნიშნები

  1. აპათიური განწყობა და საკუთარი ცხოვრებისადმი გულგრილობაც – პიროვნების დეგრადაციაზე მიუთითებს. ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მაგრამ როდესაც აპათია ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის, საჭიროა დაფიქრება. შესაძლოა, საჭირო იყოს სპეციალისტთან მიმართვა.
  2.  როდესაც ადამიანი დეგრადირებას იწყებს, მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ მას არაფრის გაკეთების უნარი არ შესწევს. აკვიატებული იდეა, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში უმწეოა, ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში. ეს იმით ვლინდება, რომ ზრდასრული ადამიანები ბავშვებივით იქცევიან. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანი ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე და თავის პრობლემებში ვინმე სხვას ადანაშაულებს.
  3. მუდმივად დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულების მძევალი გახდეს. თანაც, სუბარია არა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. საკუთარი პრობლემების ბანალური “შეჭმაც” იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დროა.

კიდევ ერთხელ, ყურადღებით გაეცანით პიროვნების დეგრადაციის ამ ექვს ნიშანს. თუ თქვენთვის ერთ-ერთი მათგანი მაინც არის ნაცნობი, სწორი არჩევანის გაკეთების დროა. ან გააგრძელებთ თქვენს მოჩვენებით სამყაროში ცხოვრებას, ან უკეთესობისაკენ შეცვლას დაიწყებთ. და საქმე სულაც არ ეხება იმას, რომ წარმატებული გახდეთ. მთავრია – ბედნიერი ადამიანი იყოთ, რომელსაც მოსწონს საკუთარი ცხოვრება.ბედნიერება ყველას თავისი აქვს – ეს ფაქტია. ვიღაცისთვის, გასაღიმებლად, საკმარისია ფანჯრიდან გახედვა და დილის მზის დანახვა. ვიღაც კი თავს ბედნიერად გრძნობს ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ და ოჯახთან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ნებისმიერ ადამიანს დიდი ძალისხმევის დახარჯვა სჭირდება იმისათვის, რათა იგრძნოს, რა არის ბედნიერება. მოგვიყევით, რა არის ბედნიერება თქვენთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს