ზღაპრული საჭმელი ყველით, რომლის მომზადებას სჭირდება 15 წუთი, ხოლო ჭამას 5 წუთი.

1095

სახლში ვამზადებ ყველის ბურთულებს, რათა ჩემს საყვარელ ადამიანს ყურადღება გადავატანინო ახალი ამბების მუდმივი ცქერისგან. მართალია, ეს კერძი სწრაფად კეთდება, მაგრამ ასევე სწრაფად ქრება სუფრიდან.  მა ეს შესანიშნავი იდეაა როგორც სწრაფად მოსამზადებელ ყოველდღიურ კერძად, ასევე ორიგინალური დესერტად სადღესასწაულო სუფრისთვის. მთლიანობაში, მე მიყვარს ეს რეცეპტი!

ყველის ბურთულები

ყველის ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაუმეტეს 15 წუთისა. დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახის წევრები მოიწონებენ და აუცილებლად მოითხოვენ დამატებას. სცადეთ აუცილებლად!

ინგრედიენტები

  • 270 გრ. მაგარი ყველი
  • 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 10 გრ. გამაფხვიერებელი
  • 2 კვერცხი
  • ზეთი შესაწვავად
  • საფანელი

მომზადების წესი

  1. გამოაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. დაგჭირდებათ მხოლოდ ცილა. ათქვიფეთ ბეზე გამყარებამდე. ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ცილას.
  2. მაგარი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ის აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს. ცილიან მასას დაუმატეთ გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი, რომლისგანაც უნდა გამოძერწოთ ბურთულები.
  3. ცომისგან მოამზადეთ კაკლისოდენა ბურთულები და ჩააწყვეთ  საფანელიან ჯამში და წრიულად შეარხიეთ, რათა ყველა ბურთულა თანაბრად დაიფაროს.
  4. გააცხელეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში იმდენი ზეთი, რომ ყველა ბურთულა თანაბრად დაიფაროს. შეწვით პორციებად ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე. ამისთვის საკმარისია 30-40 წამი.
  5. ყველის მზა ბურთულები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ზეთი და ცხელივე მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ალბათ იცით კლასიკური კომბინაცია: ყველი და კენკრის ჯემი. გირჩევთ, ამ ვარიაციით გასინჯოთ ყველის ბურთულები. თითებს ჩაიკვნეტთ! კარგი იქნება, თუ თავად მოამზადებთ კენკრის სოუსს. ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული გვაქვს რამდენიმე რეცეპტი.ხრაშუნა ბურთულები შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა გზით. მაგალითად, გამოიყენეთ რამდენიმე სახეობის ყველი ერთდროულად, ასევე  ცილასთან ერთად გულიც. ასეთი კერძი არანაკლებ გემრიელი და სურნელოვანი გამოდის, რადგან რეცეპტში არის ორეგანო.

ყველი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც გამოიყენება უამრავი კერძების მოსამზადებლად. ვთავაზობთ, მოამზადოთ ყველის წვნიანი, ან ყველის რულეტი ხორცის შიგთავსით. ასევე, ძალიან მომწონს ყველი ცხობაში. მაგალითად, შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი, ხრაშუნა ორცხობილა.თქვენ გიყვართ ყველი? რამდენად ხშირად მიირთმევთ მას? გაგისინჯავთ ყველის ბურთულები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს