ძილის დროს სხეული აღიდგენს სასიცოცხლო რესურსებს. ამისთვის, საკმარისია დღეში 6-8 საათი ძილი, მაგრამ ყველას არ აქვს ასეთი ფუფუნება. გარდა იმისა, რომ ორგანიზმს ენერგიის აღსადგენად გარკვეული პერიოდი სჭირდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ხარისხიანი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია ძილის პოზა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ძილის პოზებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძინოთ სწორად, რათა გახანგრძლივოთ სიცოცხლის წლები.
პოზა ძილის დროს
ძილი მუცელზე – ეს ყველაზე საშიში პოზიციაა. ასეთი ძილის დროს კისერი არაბუნებრივად მოხრილ მდგომარეობაშია. რის გამოც უარესდება თავის ტვინში სისხლის მიწოდება. როდესაც ადამიანს მუცელზე სძინავს, მისი ფილტვები შეკუმშულია და სრულად არ იხსნება ჩასუნთქვისას, რის გამოც გული დასვენების ნაცვლად მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში. ხდება შარდის ბუშტის შეკუმშვა, გულმკერდის შეკუმშვა კი იწვევს დეკოლტეს მიდამოს ელასტიურობისა და მიმზიდველობის დაკარგვას.ექიმი ალექსანდრე მამატოვი არ გვირჩევს მუცელზე ძილს და თვლის, რომ ამ პოზაში მხოლოდ იდეალური ხერხემლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაიძინონ. მუცელზე ძილის შემდეგ შესაძლებელია გქონდეთ კისრის არეში ტკივილი, ხელების დაბუჟება იმის გამო, რომ ძილში ადამიანი უნებურად დებს ხელს თავის ქვეშ. გარდა ამისა, არსებობს ასეთი პოზის გამო არის თავის ტკივილის მეტი ალბათობა.
ამ პოზას ასევე აქვს უპირატესობები. მაგალითად, ხვრინვის არარსებობა. ასევე, შებერილობის მქონე ადამიანებისთვის კარგია მუცელზე დაძინება, წყლულების ან გასტრიტის პროფილაქტიკისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანი მიჩვეულია მუცელზე წოლას, არ ჭამოს ძილის წინ. ბალიში უნდა იყოს რბილი, ბრტყელი და ელასტიური. მასზე თავი უნდა იდოს თანაბრად.
ზურგზე – ეს პოზა ბევრად უკეთესია, მაგრამ არა იდეალური. ამ პოზაში ხელები და ფეხები გასწორებულია, ხერხემალი კომფორტულ მდგომარეობაშია, არ იგრიხება და არ იხრება. ზურგზე ძილი კარგია სქოლიოზის ან გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ასევე, ის ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, რადგან ამ მდგომარეობაში სახეზე ნაწოლები არ წარმოიქმნება. ზურგზე ძილის დროს შესაძლოა სუნთქვა გართულდეს და მოხდეს წნევის თამაში.სამწუხაროდ, სწორედ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაშია ადამიანი ყველაზე მეტად ხვრინვისკენ მიდრეკილი: ყბა ჩამოდის და ხელს უშლის სწორ სუნთქვას. ამ პოზაში ძილი უკუნაჩვენებია ორსულების, ასთმით დაავადებულებისთვის. ზურგზე დასაძინებლად ბალიში უნდა აირჩიოთ საშუალო სიმაღლის, ზომიერად რბილი.
გვერდზე – ამ მდგომარეობაში სასუნთქი გზები არ იკეტება, მაგრამ ხანდახან ხვრინვა შეიძლება შემაწუხებელი იყოს. კისერზე და მკერდზე ყალიბდება ნაკეცები, რომლებიც მიმიკურ ნაოჭებად ყალიბდება. ბავშვებს უყვართ გვერდზე ძილი უკან გადაგდებული თავით. საერთოდ, იდეალური პოზა კი ნაყოფის პოზიციაა, მაგრამ აქ არის ნიუანსები.ამ პოზაში სათანადო დასვენებისთვის, თქვენ უნდა აირჩიოთ ფუმფულა და სქელი ბალიში. ექიმები ამბობენ, რომ სწორი პოზიციისთვის 5 ბალიშია საჭირო, მაგრამ შეგიძლიათ ორსულებისთვის განკუთვნილი ერთი დიდი ბალიშით ისარგებლოთ. ის ავსებს კისრის ქვეშ არსებულ სივრცეს და ხელს უშლის ხერხემლის მოხრას, რადგან ბალიში ფეხებს შორის არის მოთავსებული. ამ პოზაში სხეულს შეუძლია კარგად დაისვენოს და არ დაიძაბოს.
რჩევა რედაქციისგან: ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა მოუსმინოთ საკუთარ სხეულს. ძილის ყველა პოზიციას აქვს როგორც უარყოფითი მხარეები, ასევე უპირატესობები. თუ არ გრძნობთ დაღლილობას და დისკომფორტს ხერხემლის ან კუნთების არეში, მაშინ არჩეული გაქვთ სწორი მდგომარეობა თქვენი სხეულის დასასვენებლად. თუმცა, ექიმები გვირჩევენ უპირატესობა მივანიჭოთ ემბრიონის პოზას, ან ზურგზე დაწოლას.ექიმი ნევროლოგები გვირჩევენ დავიძინოთ მარჯვენა გვერდზე, მოხრილი ფეხებით. თქვენ როგორ მდგომარეობაში გიყვართ ძილი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.