სოუსი ნივრის მწვანე ღეროებისგან, რომელიც შეგიცვლით ძვირფას იტალიურ სანელებლებს.

430

ნივრის მწვანე ღეროები ეს არის ყლორტები, რომელიც მოგვიანებით მწიფდება და იძლევა თესლს. მისი გამოყენება შესაძლებელია საჭმელში და მარინადებში. ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი ხოლმე ბებიასთან, რომელიც ყოველწლიურად რგავდა ახალ მოსავალს ბარში და არც ნიორი იყო გამონაკლისი. ერთხელ მან სურნელოვანი ზეთი მოამზადა ნივრით. ეს იყო უგემრიელესი რამ, რაც ოდესმე გამისინჯავს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით მის მომზადებას.

ნივრის ზეთი

მწვანე ნივრისა და მცენარეული ზეთის ნარევი ძალიან გემრიელი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მომზადეს ომის და შიმშილობის პერიოდში, ეს რეცეპტი დღესაც აქტუალური რჩება. ის იტალიური პესტოსავით  არის და უხდება პურს, ცხელ კერძებს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ. მწვანე ნიორი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 1.5 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ნივრის ფოთლები და გააშრეთ. მოაცილეთ უხეში ნაწილები და დაჭერით.
  2. დააბლენდერეთ დაჭრილი ნიორი მარილთან ერთად. დაასხით მცენარეული ზეთი და ისევ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. გადაიტანეთ მიღებული მასა ჰერმეტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. სულ ეს არის. გემო უფრო პიკანტური გამოვა, თუ ზეთის მაგივრად დაუმატებთ ღორის სალას. გემრიელად მიირთვით!

ნივრის მარინადი – ნივრის მარინადი კიტრის მწნილზე არანაკლებ გემრიელია. მთავარია სწორად მოამზადოთ. ძალიან უხდება კარტოფილს, ან ხორცს, შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში.

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ნივრის ყლორტები
  • 1 ლ. წყალი
  • 4 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ნივრის ყლორტები და კარგად გააშრეთ. დაჭერით სასურველ ზომაზე და ჩააწყვეთ სტერილურ ნახევარლიტრიან ქილებში.
  2. ჩაალაგეთ ამ ქილებში დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. მოასხით ძმარი.
  3. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს მდუღარე ნარევი დაასხით თითოეულ ქილას და დააფარეთ სტერილური თავსახურები. მზად არის!

ნივრის შემწვარი ყლორტები – ნივრის ყლორტებს თუ ზეთში შეწვავთ, მიიღებთ ძალია საინტერესო გემოს. ზოგი მას სოკოს ამსგავსებს. კერძი ადვილი მოსანელებელია და შეიცავს უამრავ ვიტამინს. 100 გრ. პროდუქტი შეიცავს 25 კალორიას, РР, С, D, А და В და Е ჯგუფის ვიტამინებს.

ინგრედიენტები

  • 200 გრ. ნივრის ყლორტები
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • მარილი
  • დაფქული პილპილი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ და გააშრეთ ნივრის ყლორტები, შემდეგ დაჭერით.
  2. დაუმატეთ მარილი, დაჭყლეტილი ნივრის კბილი და ლიმონის წვენი.
  3. შეწვით ტაფაზე მცენარეულ ზეთთან ერთად. შეგიძლიათ დაუმატოთ სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ნივრის ყლორტები უნდა მოჭრათ სანამ ახალგაზრდაა – 2-3 კვირაში ამოსვლიდან. ამის შემდეგ ის უხეში და საკვებად უვარგისი ხდება. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სოუსები, სალათები, ჩაშუშული, ან შემწვარი კერძები. შეგიძლიათ გაყინოთ ზამთრისთვის.ნივრის ყლორტებს აქვს იგივე თვისებები, რაც ნიორს, მაგრამ აქვს უფრო რბილი გემო. მისი წყალობით მიიღებთ საჭირო ვიტამინებს. თქვენ გაგისინჯავთ ნივრის ყლორტებისგან მომზადებული კერძი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს