ახლახან გავიგე, რომ ღამით წყალთან ერთად დალეული დარიჩინი თითქმის სუპერ პროდუქტად იქცევა. ამ სასწაული საშუალების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა – ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაა. ზაფხული ახლახან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგნობაზე ზრუნვა და წონის დაკლება ჯერ კიდევ არ არის გვიანი. უფრო მეტიც, მეთოდი ძალიან მარტივი და ამავდროულად სასარგებლოცაა.ვჩქარობ, მოგითხროთ დარიჩინის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების შესახებ და ასევე გითხრათ, თუ რომელ პროდუქტთან ერთად უნდა მოიხმაროთ იგი, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. წაიკითხეთ, პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული ეს სტატია, რათა ამ გამაჯანსაღებელი სასმელის მიღება დღეიდანვე დაიწყოთ!
დარიჩინი ღამისთვის
ჭარბი წონის მოშორება – კომლექსური სამუშაოა. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი მხოლოდ ერთი სასწაულებრივი სასმელისთვის, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ საკითხში მნიშვნელოვანია კვების, დღის რეჟიმის, ძილის რეჟიმის დაცვა და ვარჯიში.თუმცა, დარიჩინიანი და თაფლიანი წყალი თქვენი მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. სასმელის მთავარი უპირატესობა, რომლის რეცეპტსაც დღეს გაგიზიარებთ, შემდეგში მდგომარეობს. ჯერ ერთი, ეს საშუალება მეტაბოლიზმს აჩქარებს და ეს ხელს უწყობს წონის სწრაფ დაკლებას. მეორეც, თაფლისა და დარიჩინის სასმელი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე. ის ხელს უწყობს ნაწლავების ნაზად გაწმენდას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას.
როგორ მოვამზადოთ სასმელი დარიჩინითა და თაფლით
ინგრედიენტები
- 0,5 ჩ.კ დაფქული დარიჩინი;
- 1 ჩ.კ ნატურალური თაფლი;
- 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
მომზადების წესი
- პირველ რიგში, დაფქულ დარიჩინს დაასხით მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ წყალი 30 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ, სასმელს დაუმატეთ თაფლი. ამის გაკეთება არ შეიძლება, სანამ წყალი ძალიან ცხელია. ასეთ შემთხვევაში თაფლი თავის თვისებებს დაკარგავს. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმელი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეთ.
- დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა მზა სასმელი საღამოს, ძილის წინ და დილით უზმოზე. ყველაზე მოსახერხებელია ამ სასწაული საშუალების მომზადება შუადღისას. თუმცა, არ შეიძლება წინასწარ მისი დიდი პორციის მომზადება. ყველაზე უკეთეს ეფექტს მიიღებთ, თუ ახლად მომზადებულ საშუალებებს დალევთ.
რედაქციისაგან:თაფლის და დარიჩინის სასმელი კარგია მისი პირველადი სახით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები და არ უნდა დაამატოთ მას სხვა ინგრედიენტები. დიდია შანსი იმისა, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ამიტომ, მკაცრად დაიცავით ყველა პროპორცია და არ დაარღვიოთ წესები. მოამზადეთ დღეში ერთი პორცია, ძილის წინ ნახევარი საათით ადრე დასალევად და დილით უზმოზე დასალევად.
სასმელის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური თაფლი.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი დარიჩინი ხშირად სულ სხვა რამეა. ჩვენთან იყიდება კასია (ასევე უწოდებენ ჩინურ დარიჩინს), რომელიც, ფაქტობრივად, არ არის ნამდვილი სანელებელი. ის შეიცავს კუმარინის ძალიან მაღალ დონეს. თუ ასეთ დარიჩინს დიდი რაოდენობით გამოიყენებთ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობაზე.ნამდვილ დარიჩინს კი ცეილონური ეწოდება. ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში მისი პოვნა თითქმის შეუძლებელია. მისი შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით (მაგალითად, iHerb-ის ვებსაიტზე) ან სხვადასხვა ეკო-მაღაზიებში. აქვე მინდა გითხრათ: ცეილონის დარიჩინი კასიაზე ბევრად ძვირი ღირს. თუმცა, ეს გამართლებული ფასია იმ ეფექტისთვის, რომელსაც ეს სანელებელი იძლევა.
აუცილებლად მოამზადეთ თაფლისა და დარიჩინის სასმელი და თავად გამოსცადეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგის მიღებას შესძლებთ, თუ მას რეგულარულად დალევთ. თავს გაუფრთხილდით!