40 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ზედმეტი ნივთების ყიდვა არ იყო საჭირო, ნივთების ნახევარი გადავყარე.

0
271

ათწლეულების მანძილზე ბევრი ნივთი გვიგროვდება: ზოგი რამ ჩვენთვის ძვირფასია, ზოგი გვაჩუქეს, ზოგი თავად შევიძინეთ. ახლა კი ეს ნივთები კარადაში მტვრის ბუდედ იქცა და სიმშვიდეს გვირღვევს: გადაგდება გვენანება, მაგრამ შესანახი ადგილიც აღარ გვაქვს. გარდაცვლილი მშობლების ნივთებიც შვილებს თავსატეხს უჩენს. საკმაოდ რთულია იმის გადაწყვეტა, თუ სად წაიღონ ავეჯი, პირადი ნივთები, წიგნები და სხვა წვრილმანები.

მშობლების ნივთები

შვედურ ენაში არსებობს სიტყვა “Döstädning” – “დასუფთავება სხვა სამყაროში წასვლამდე”. ამ სიტყვას შვედები იყენებენ მაშინ, როდესაც ხანდაზმულ ასაკში თავიდან იშორებენ ზედმეტ ნივთებს, ან ალაგებენ სახლს მშობლების გარდაცვალების შემდეგ.როდესაც ხანდაზმული ადამიანი თავად წყვეტს, თუ რა უყოს თავის ნივთებს, ამით საქმეს უადვილებს შთამომავლებს. ამ საკითხზე ერთ დროს დაფიქრდა მარგარეტ მაგნუსონი, შვედი მხატვარი და ავტორი წიგნისა “შვედური დასუფთავება, ახალი სკანდინავიური ტრენდი,” რომელიც 20 ენაზე ითარგმნა.80 წლის ასაკში, როდესაც გარდაიცვალა მარგარეტის ქმარი, ქალმა გადაწყვიტა დიდი სახლიდან პატარა ბინაში გადასულიყო. სწორედ მაშინ მიხვდა, თუ რა რთულია მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ნივთებისგან სახლის გათავისუფლება. მეთოდი, რომელსაც ის აღწერს თავის წიგნში, საშუალებას გვაძლევს სხვა კუთხიდან შევხედოთ ამ საქმეს.

შვედური დასუფთავების მეთოდის გამოსაყენებლად არ არის საჭირო სიბერემდე ლოდინი. მისი კონცეფცია მინიმალიზმია, რადგან ადამიანი ცდილობს გადაარჩიოს უსარგებლო ნივთების გროვა და მიდის დასკვნამდე, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის ბევრად უფრო ცოტა რამ სჭირდება.

არა გენერალური დალაგება – მარგარეტი გვირჩევს არ ვიჩქაროთ ნივთების გადაყრა და გვთავაზობს დავყოთ ის გარკვეულ პერიოდებად. ეს შეიძლება იყოს ერთი დღე, კვირა, ან თვე. მთავარია, რომ დალაგების პროცესში ადამიანმა შეძლოს დასვენება და აზრების მოკრება. სიმართლე გითხრათ, ასეთ დასუფთავებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან ნივთებთან ხშირად მოგონებები ასოცირდება და უნდა გადაწყვიტოთ სად მოათავსოთ ის. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ძველი ნივთების დალაგებას, მით უფრო მარტივი იქნება მათთან განშორება.

მეგობრების დახმარება – კარგი იქნება მეგობრებს სთხოვოთ დახმარება. ასევე, ჰკითხეთ სჭირდებათ თუ არა მათ, თქვენთვის ზედმეტი ნივთები. დალაგების პროცესი უფრო სასიამოვნო იქნება, თუ გეცოდინებათ, რომ არ მოგიწევთ ნივთების გადაყრა. წიგნები შეგიძლიათ გააჩუქოთ, ან ჩააბაროთ ბიბლიოთეკაში, ავეჯი შეგიძლიათ გასცეთ, ან სულაც, გაყიდოთ. არია ადამიანები, ვინც ძველ ნივთებს იბარებენ და მერე ყიდიან ხოლმე.ზედმეტი არ იქნება ფიზიკური დახმარებაც. მეგობრები გადაგატანინებენ მძიმე ყუთებს, კომოდს და სხვა ნივთებს, ერთად უფრო ხალისიანადაც იქნებით.

უსარგებლო ნივთები – პირველ რიგში მოიშორეთ ის ნივთები, რომელსაც შეგიძლიათ მარტივად დაემშვიდობოთ. დატოვეთ მხოლოდ ისინი, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ. მარგარეტი წერს: უფრო ადვილია განშორება ტანსაცმელთან, ვიდრე სხვა ნივთებთან. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რომელი კატეგორიის ნივთები შეგიძლიათ მოიშოროთ მარტივად? დაიწყეთ სწორედ ამ ნივთებით. “ადამიანების გონება ისე არის მოწყობილი, რომ ურჩევიათ უსარგებლო ნივთები შეინახონ, ვიდრე მაშინვე გადააგდონ. შედეგად წლების განმავლობაში სახლში უამრავი ასეთი ნივთი გროვდება მანამ, სანამ სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ეს ნაგავი მის დახრჩობას არ დაიწყებს.”

საჭირო წვრილმანები – წვრილმანების, ბავშვის ნახატების, ფოტოების და სხვა მსგავსი ნივთების გადარჩევა ბოლოსთვის უნდა მოიტოვოთ. თუ ამას თავიდანვე გააკეთებთ, დიდია ალბათობა, რომ ჩაეფლოთ წარსულში და საქმე შეგიფერხდეთ. ყველა ადამიანს აქვს მხოლოდ მისთვის ღირებული ნივთები, ეს წვრილმანები თავისუფლად ჩაეტევა ერთ პატარა ყუთში. თუ ამითვის გჭირდებათ უფრო დიდი მოცულობის ყუთი, დაძლიეთ ცდუნება და ფხიზელი თვალით შეხედეთ ყველაფერს.

რჩევა რედაქციისგან: Döstädning შვედებისთვის სულაც არ წარმოადგენს მგლოვიარე დასუფთავებას. პირიქით, ეს არის გზა სიმსუბუქისა და რაციონალურობისკენ. ნაგავი და ხარა-ხურა გაღიზიანების წყაროა და როდესაც სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს, ფიქრი უფრო ადვილია. ჰკითხეთ თქვენს შვილებს, თუ რა ნივთების შენახვა სურთ, დანარჩენი კი დაუნანებლად მოიშორეთ. შვედური დასუფთავება დაეხმარება მათაც, ვისაც ხშირად უწევს გადაადგილება. თქვენ როგორ მოგწონთ ეს მიდგომა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.