აგარაკზე, მეზობელმა მასწავლა, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ ობობას ტკიპა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

1228

ყოველი აგარაკზე მცხოვრები ოცნებობს, რომ მისი შრომა გულუხვი მოსავლით დაჯილდოვდეს. მაგრამ, არის იმედგაცრუებებიც. ირჩევ მაღალხარისხიან თესლს, თესავ შესაფერის ადგილას, იცავთ წესებს… მაგრამ, კიტრი მაინც ავადმყოფურად გამოიყურება. დიახ, მოსავალი სასაცილოა. მიზეზი, კვებისა და მორწყვის ნაკლებობის გარდა, შეიძლება იყოს მავნებლები. ხოლო რაც შეეხება კიტრს, მათ ყველაზე მეტად ობობას ტკიპა აზიანებს. პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ ობობას ტკიპა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

როგორ მოვიშოროთ ობობას ტკიპა. ბუნებაში ობობას ტკიპების 1000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ამ პატარა მავნებლების დანახვა შეუიარაღებელი თვალით ძნელია. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კიტრზე დაუპატიჟებელი სტუმრები დასახლდნენ?მთავარი ნიშანია – თხელი ქსელი, რომელიც მცენარის დაზიანებულ ნაწილებს ეხვევა. ტკიპები ფოთლების უკანა მხარეს სახლდებიან და მათი წვენით იკვებებიან.ფოთლებზე ეს ადგილები ზიანდება და შემდეგ უფერულ მშრალ ლაქებად იქცევა. მასობრივი შეტევისას ფოთლები ხმება და კარგ მოსავალზე საუბარიც კი ზედმეტია.

პრევენცია. ჩინელი სტრატეგი სუნ ძი ამტკიცებდა, რომ ყოველი ბრძოლა ჯერ კიდევ მის დაწყებამდეა მოგებული. ამიტომ, ტკიპებთან ბრძოლის ნაცვლად, უფრო მარტივია არ დავუშვათ მათი გამოჩენა ჩვენს ნაკვეთებზე. ან, როგორც მინიმუმ უნდა შევეცადოთ მავნებლების გაჩენის რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

  • ამისათვის, საჭიროა მთელი რიგი წესების დაცვა. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მოსავლის როტაციას. ტკიპას არ უყვარს პომიდორი და ბადრიჯანი დახრილი ფოთლების გამო. და თუ ნაკვეთზე მანამდე ეს კულტურები იზრდებოდა, მაშინ კიტრზე ქსელის გაჩენის შანსი ნაკლებია.
  • მეორეც, კიტრის რიგებთან დარგეთ მცენარეები, რომლებიც ტკიპას დააფრთხობს. მაგალითად, მდოგვი და ხავერდა (ზაფრანა) გამოყოფს ფიტონციდებს, რომლებიც მავნებლებს არ მოსწონთ. მათთან დარგული კიტრი პრაქტიკულად არ ავადდება.
  • მესამე, დაწვით დაზიანებული ფოთლები, რათა თავიდან აიცილოთ ტკიპების გავრცელება. სათბურის შემთხვევაში საჭირო იქნება დეზინფექცია ან ნიადაგის ზედა ფენის სრული ჩანაცვლება.

ხალხური საშუალებები . „ბებიების“ საშუალებები ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ქარხნული პრეპარატები, მაგრამ მოსავალს ნამდვილად არ ავნებს. მათ გამოყენებას აზრი აქვს, როდესაც ინფექციის კერები ჯერ კიდევ დიდი არ არის. დავიწყოთ ნივრით: 150 გრამი ნიორი გავატაროთ პრესში და დავასხათ 1 ლიტრი წყალი. გავაჩეროთ 7 დღის განმავლობაში. შემდეგ, 1 სუფრის კოვზი კონცენტრატი უნდა შევურიოთ 1 ლიტრ წყალს და უნდა შევასხუროთ მცენარეებს.კიდევ ერთი გადამოწმებული საშუალებაა – პომიდორის ფოთლების ნაყენი. მის მოსამზადებლად 1 კილოგრამი მშრალი ფოთოლი ჩაყარეთ 10 ლიტრ წყალში და გააჩერეთ 5 საათის განმავლობაში. შემდეგ, ნაყენს დაუმატეთ 40–50 გრ საპონი და კიტრი დაამუშავეთ.

ქიმიური პრეპარატები. იმ შემთხვევებში, როდესაც, ხალხური საშუალებები უძლურია, მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები დაგეხმარებათ. მაგალითად, პრეპარატი „ფიტოვერმი“ მინიმალური ტოქსიკურობით გამოირჩევა და ბუნებრივ გარემოში სწრაფად იშლება. ამავე დროს, ის შედარებით იაფია, რაც ხსნის მის პოპულარობას.ტკიპების გარდა, პროდუქტი ეფექტურად იცავს მცენარეებს სხვადასხვა სახის ბუგრების, ტრიპსების და ფოთლის ჭიებისაგან. აქტიური ნივთიერება აღწევს მავნებლის ორგანიზმში და ახდენს მის პარალიზებას. შედეგად, ტკიპები წყვეტენ ფოთლების დაზიანებას 5-10 საათის შემდეგ და მთლიანად ქრებიან მეხუთე ან მეშვიდე დღეს.

სოდით მომზადებულ ხსნარს შეუძლია განდევნოს შემაწუხებელი ლოკოკინები, მწერები და ბაღის სხვა მავნებლები. სოდის მსგავსად კარგად მუშაობს მდოგვი და საკვები საფუარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს