ადამიანის გარეგნობის ელემენტები მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე ყალიბდება. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა გენეტიკა, მაგრამ ასევე არის რამდენიმე მომენტი, რომლის შესახებაც ყველამ არ იცის. ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდი გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ მნიშვნელოვნად მოქმედებს ზოგიერთ შინაგან პარამეტრზეც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ ვისაუბრებთ.პერიოდი, როდესაც ბავშვი დედის მუცელში იმყოფება, მართლაც ჯადოსნურია. ეს არის სრული დაცვისა და წარმოუდგენლად ძლიერი კავშირის პერიოდი. ამ დროს უკვე შეგიძლიათ ბავშვს ესაუბროთ. ის ეჩვევა დედის, მამის და მათ ხმას, ვისთანაც დედა ყველაზე ხშირად ურთიერთობს. რა თქმა უნდა, ბავშვზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, თუ ვისთან ურთიერთობს დედა, არამედ ის, თუ ზოგადად რას აკეთებს.
ადამიანის გარეგნობის ელემენტები
მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ჭამს დედა. ორსულ ქალებს ყოველთვის უნდებათ ტკბილეული, თუმცა სპეციალისტები არ გვირჩევენ ძალიან ბევრი ტკბილეულის მიღებას. სამწუხაროდ, ამან შეიძლება ახალშობილის წონაზე იმოქმედოს. სიმსუქნისადმი მიდრეკილება, ხშირად თავს იჩენს ხოლმე, მუცლადყოფნის პერიოდში დედის ორგანიზმში შაქრის მაღალი დონის გამო.ასევე, ბავშვის წონაზე, ჰიპოთეტურად, შეიძლება იმოქმედოს დედის მიერ რძის მოხმარებამაც. რაც უფრო დიდი რაოდენობით რძეს დალევთ დღის განმავლობაში, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს ახალშობილის წონა. ქალებმა, ვისაც ძალიან უყვართ რძის დალევა, უნდა შეამცირონ მისი მოხმარება.
მცირე წონა კი ხშირად, ყავის მოხმარების ბრალია. კოფეინი გავლენას ახდენს ახალშობილის განვითარების სიჩქარეზე და ყავის მოყვარულები, ზოგჯერ, ძალიან პაწაწინა ბავშვებს აჩენენ. თუ გსურთ, რომ ბავშვს ალერგია არ ჰქონდეს არაქისზე, ეს კი საკმაოდ ხშირად იჩენს ხოლმე თავს, სპეციალისტები გვირჩევენ დროდადრო თავის თხილით განებივრებას. რა თქმა უნდა, თუ თავადაც არ გაქვს ასეთი ალერგია.წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ყველა საჭირო ვიტამინისა და ანტიოქსიდანტის მიღება. სამწუხაროდ, დაბინძურებული ჰაერი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის წონასა და ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მაღალია ჰაერის დაბინძურება, მით მეტი შანსია, რომ თქვენი შვილი პატარა წონით დაიბადოს. თუ გაქვთ საშუალება, რომ ორსულობის პერიოდის ნაწილი ბუნების სიახლოვეს გაატაროთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის!
ყველა სასარგებლო ნივთიერება, რომელსაც დედა მოიხმარს, მის შვილს მიეწოდება. მაგალითად, თმის ზრდაზე ძლიერ მოქმედებს რაციონში ცილის მაღალი რაოდენობა. პრინციპში, ის უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ნახშირწყლები და ცხიმები. კვერცხში, სხვათა შორის, არა მხოლოდ ბევრი ცილაა, არამედ ბიოტინიც. ეს გავლენას ახდენს თმის სიხშირეზე.ასევე, წონასა და სიმაღლეზე გავლენას ახდენს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ვიტამინი D. მას ჩვეულებრივ მზეზე ვიღებთ, ცივ სეზონზე კი ბევრი მას კაფსულების სახით იღებს. არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ზაფხულში დაბადებული ბავშვები უფრო მაღლები და მძიმე წონის არიან, ვიდრე ზამთარში დაბადებული მათი თანატოლები.
რედაქციისაგან: ნამდვილად საინტერესო ფაქტებია, ასე არ არის? რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა სახის გამონაკლისი და ესეც გასათვალისწინებელია. ასევე, ყველა დედამ უნდა მიმართოს ექიმს და გაიაროს კონსულტაცია, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მას აწუხებს. თუ ქალს, რაიმეში ეჭვი ეპარება, უმჯობესია ექიმს ჰკითხოს, რათა შემდგომ ზედმეტად არ ინერვიულოს.