ძირძველ უზბეკს ვეკამათე, ვისი ფლოვი უფრო გემრიელია, ჩემი თუ მისი

0
683

ქათმის ფანტია ფლოვის მარტივი რეცეპტი, ყველაზე დაკავებულ დიასახლისებსაც კი გამოადგება. ასეთ კერძს ზარმაც ფლოვსაც უწოდებენ. მისი მომზადება უფრო მარტივია და უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე ორიგინალი კერძი. თუმცა, კერძი ამ შემთხვევაშიც არ კარგავს თავის თვისებებს. რა დაგვჭირდება ასეთი ფლოვის მოსამზადებლად? ამის შესახებ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ.

ქათმის ფანტია ფლოვის რეცეპტი

ნამდვილმა ფლოვმა ძალიან ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. ხორცის დიდი ნაჭრები, სანელებლების მრავალფეროვნება, კერძის არომატი, რომელიც დიდ ქვაბში მზადდება. მაგრამ, ყოველთვის არ გვაქვს ზუსტად ასეთი კერძის მომზადების შესაძლებლობა ან არ გვაქვს საშუალება, რათა მის საჭმელად რესტორანში წავიდეთ. თუმცა, ეს რეცეპტი არა ნაკლებ გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ბრინჯი;
  • 8 ქათმის ბარკალი;
  • 600 მლ წყალი;
  • 2 სტაფილო;
  • 2 ხახვი;
  • 5 კბილი ნიორი;
  • სანელებლები;
  • ახალი მწვანილი;
  • ფლოვის სუნელი.

მომზადების წესი

  1. გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. ხახვი წვრილად უნდა დავჭრათ, სტაფილო კი მსხვილ სახეხზე უნდა გავხეხოთ. ტაფაში გააცხელეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და ხახვი ჩაყარეთ. მოთუშეთ, სანამ გამჭირვალე არ გახდება. შემდეგ, ხახვს მოაყარეთ გახეხილი სტაფილო და მოთუშეთ ინგრედიენტები იქამდე, სანამ სტაფილო არ დარბილდება. არ დაგავიწყდეთ სანელებლების დამატება.
  2. ქათმის ბარკლებს ფლოვის სანელებლები უნდა მოაყაროთ. სწორედ ეს სანელებლები შესძენს ქათმის ბარკლებს პიკანტურობასა და განუმეორებელ არომატს. შესანიშნავი ტანდემია ფანტია ბრინჯისა და მოთუშული ბოსტნეულისთვის.
  3. ზარმაცი ფლოვის მომზადება რეკომენდებულია კერამიკულ ფორმაში, ღუმელში. ეს კერძი მართლაც მარტივი მოსამზადებელია. უბრალოდ, მოათავსეთ ინგრედიენტები ერთ ჭურჭელში და ელოდეთ, სანამ არ მომზადდება.
  4. კერამიკულ ჭურჭელში, პირველ ფენად მოათავსეთ მოთუშული ხახვი. შემდეგ კი, საჭიროა ბრინჯის მომზადება. უკეთესი იქნება, თუ ორთქლში გატარებულ ბრინჯს გამოიყენებთ, მაშინ ის ნამდვილად ფანტია და რბილი გამოვა. გარეცხეთ ბრინჯი იქამდე, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება და ზემოდან დააყარეთ ფორმაში მოთავსებულ მოთუშულ ხახვს.
  5. ახლა კი სანელებლებ მოყრილი ქათმის ბარკლების დროა. ფრთხილად დაალაგეთ ქათმის ბარკლები ბრინჯზე. გაასუფთავეთ ნიორი და მთლიანი კბილები ჩაყარეთ ქვაბში. თუ ნიორი ძალიან მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ცოტა უფრო ბევრიც გამოიყენოთ.
  6. წყალი ჩაასხით იმ ტაფაში, რომელშიც ხახვი მოთუშეთ. შეგიძლიათ, ოდნავ გაათბოთ კიდეც დაბალ ცეცხლზე. მასში ჩაყარეთ სანელებლები, რომლებიც მოგწონთ და შემდეგ ჩაასხით ფორმაში, რომელშიც ქათმის ბარკლებია. ფორმას ზემოდან ფოლგა გადააფარეთ და ჩართეთ ღუმელი. ასეთი კერძის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 1 საათი, 200 გრადუს ტემპერატურაზე.

ყურადღებით ადევნეთ თვალ-ყური ზარმაცი ფლოვის მომზადების პროცესს. შეიძლება, თქვენი ღუმელი უფრო მძლავრი იყოს და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ბრინჯის კერძი არ დაგეწვათ. დაიტოვეთ დაახლოებით 1 ჭიქა იმ სითხისა, რომელიც ცალკე ტაფაში მოამზადეთ. ფლოვის ღუმელში მოთავსებიდან 20 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ ფრთხილად შეამოწმოთ, არის თუ არა ფორმაში სითხე. თუ ის კრიტიკულად ცოტაა, მაშინ დაამატეთ სითხე, რომელიც ჭიქაში გაქვთ.

ასეთი ფლოვი შეგიძლიათ მიირთვათ საყვარელ სოუსთან, ბოსტნეულთან და ახალ მწვანილთან ერთად. გარწმუნებთ, თქვენს სტუმრებს ნამდვილად მოეწონებათ. ეს რეცეპტი რომ არ დაგეკარგოთ, აუცილებლად შეინახეთ იგი და გაანებივრეთ თქვენი ახლობლები წარმოუდგენლად ჯანსაღი საკვებით.