ჭარხლის აკროშკა ზაფხულის ცხელ დღეს ნებისმიერ სადილსა თუ ვახშამს დაამშვენებს. ეს რეცეპტი ლიეტუვადან ჩამოვიტანე, იქ აკროშკას შალტიბარშაი (Šaltibarščiai) ეწოდება. ასეთ სუპს ცივად მიირთმევენ. ის საკმაოდ ნოყიერია და ამავე დროს, საინტერესო გამაგრილებელი გემო აქვს.ასეთი აკროშკის მოსამზადებლად, ჭარხალი შეგიძლიათ მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ. ზოგი დამარინადებულსაც იყენებს, მაგრამ მისი გემო ზოგს არ მოსწონს.დღეს, პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ლიეტუვური აკროშკის რეცეპტს, რომელიც ჭარხლითა და კეფირით მზადდება. ამ ცივმა კერძმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო!
აკროშკა ჭარხლით
ინგრედიენტები
- ჭარხალი – 0,5 კგ;
- კვერცხი – 2 ცალი;
- ცხიმიანი კეფირი – 700 მლ;
- მცენარეული ზეთი – 3 ს.კ;
- კარტოფილი – 4 ცალი;
- მწვანე ხახვი – 1 კონა;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- არაჟანი.
მომზადების წესი
- ჭარხალი კარგად უნდა გარეცხოთ და ხარშოთ დარბილებამდე. პირადად მე, არ ვხარშავ, ღუმელში ვაცხობ და მასთან ერთად ვაცხობ ყველაფერს, რასაც მინდა – სტაფილოს, კარტოფილს.
- მზა ჭარხალი გააცივეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ასევე, შეგიძლიათ დაჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად, ვისაც როგორ მოგწონთ. კიტრიც ასევე, თხელ ზოლებად უნდა დაჭრათ.
- სანამ ჭარხალი იხარშება, შეგიძლიათ კარტოფილი ღუმელში გამოაცხოთ. ამისთვის, ის ჯერ გაუფცქვნელად მოხარშეთ დარბილებამდე, შემდეგ კი გადმოიტანეთ ზეთ წასმულ საცხობ ფორმაში და ჩანგლით ოდნავ დააწექით ზემოდან.კარტოფილს ზემოდან მოაყარეთ მარილი და ზეთი წაუსვით. გამოაცხვეთ გრილის რეჟიმში, ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე.
- კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ, გაასუფთავეთ და შუაზე გაჭერით.
- მწვანილი და ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ კეფირი, მარილი და პილპილი. მასში მოათავსეთ ჭარხალი, კიტრი და მწვანილი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში.
- აკროშკა თეფშებში გადაანაწილეთ, ჩადეთ შუაზე გაჭრილი კვერცხი და მწვანილით მორთეთ. ეს ზაფხულის სუპი, უკეთესია ღუმელში გამომცხვარ კარტოფილთან და არაჟანთან ერთად მიირთვათ. გემრიელად მიირთვით!
ლიეტუვური ჭარხლის აკროშკა – ეს ნამდვილი ცივი ბორშია! და კიდევ, კლასიკური აკროშკის საუკეთესო ალტერნატივაა.სურვილისებრ, ამ ზაფხულის სუპს შეგიძლიათ დაამატოთ სოკო, როგორც შემწვარი, ასევე ახალი შამპინიონი. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ პური ან გრენკები.გიყვართ აკროშკა? მოგიმზადებიათ როდესმე?