კონსერვაციის გრაფიკი თვეების მიხედვით თადარიგიანი დიასახლისებისთვის

298

ძალიან მიყვარს ბოსტნეულის კონსერვები. დედაჩემი სულ ამზადებდა და წელს მეც გადავწყვიტე გამეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია და დამოუკიდებლად გამეკეთებინა რამე.პირველ რიგში, გადავხედე კონსერვაციის კალენდარს და დავგეგმე რომელ თვეში რომელი ბოსტნეული და ხილი უნდა შემენახა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში თქვენც გაგიზიარებთ ყველა დეტალს.

ბოსტნეულის კონსერვირება

ამბობენ, რომ ზაფხულის ერთი დღე კვებავს ზამთრის მთელ თვეს. ეს ნიშნავს, რომ ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრისთვის მომზადება არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც. ამიტომ, სხვადასხვა სეზონური ბოსტნეულის, ხილის, მწვანილისა და კენკრისგან რაც შეიძლება მეტი გემრიელი კონსერვი უნდა მოამზადოთ.მარაგის გაკეთება ჩვენს დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არავინ იცის, რა იქნება ხვალ, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო შორეულ პერსპექტივაზე. ამიტომ ყველა დიასახლისს ვურჩევთ, მოამზადონ ბოსტნეულის კონსერვები და სხვა საკვები პროდუქტები ზამთრისთვის.

კონსერვაციის კალენდარი: ივნისი – ივნისში ბაზრებში დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის მწვანილი იყიდება. ზამთრისთვის ოხრახუში და კამა შეიძლება დაიხუფოს ქილებში, ასევე შეგიძლიათ შეინახოთ გაყინული, ან გამხმარი. ასევე, ზაფხულის პირველი თვე შესანიშნავია მწვანე ნივრის შესანახად.ნიორი, სხვათა შორის, შეგიძლიათ შეინახოთ ცალკე ან დაუმატოთ სხვა სახის მწვანილებს. ივნისის შუა და ბოლო რიცხვებში უმჯობესია მოამზადოთ დაკონსერვებული ყაბაყი, ბადრიჯანი.

ივნისის ბოლოს მომწიფებას იწყებს ბარდა. ეს შესანიშნავი შანსია მისგან გემრიელი კონსერვების მოსამზადებლად. ასევე გირჩევთ, მოიმარაგოთ ვაშლის მურაბა, რადგან ამ პერიოდში ბევრი საადრეო ჯიშის ვაშლი იქნება.და, რა თქმა უნდა, ივნისში ტკბილი და არომატული მარწყვის გარეშე როგორ შეიძლება! ამ კენკრისგან შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ჯემი და მურაბა, არამედ კომპოტი და ლიქიორი. ზამთარში, ასეთ კულინარიულ ფუფუნებას ოქროს ფასი ექნება!

რომელი პროდუქტების დაკონსერვება შეიძლება ივლისში – ივლისში დიასახლისები აგრძელებენ ივნისში შემოსული ბოსტნეულის და ხილის კონსერვირებას. ეს თვე შესანიშნავია ალუბლისა და ბალის მურაბების, კომპოტების მოსამზადებლად. გარდა ამისა, ამ ტიპის ხილით შეგიძლიათ შესანიშნავი ლიქიორების დამზადება.ზაფხულის შუა პერიოდში აქტიურად მწიფდება გარგარი. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა მოამზადოთ გარგარის ჯემი ან მურაბა, ასევე კომპოტიც.ასევე ივლისში ზამთრისთვის ამზადებენ კონსერვებს სეზონური კენკრისგან: მოცხარის, მაყვლისა და მოცვისგან. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ გაყინოთ ისინი. შემოდის აგრეთვე, ბადრიჯანი და გამოცდილი დიასახლისები მისგან წარმოუდგენლად გემრიელ კონსერვებს ამზადებენ.ივლისში შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ ადრეული კომბოსტოს მოსავალიც.

რა კონსერვი შეიძლება გავაკეთოთ აგვისტოში – აგვისტო ითვლება ზაფხულის ყველაზე ნაყოფიერ თვედ. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ის, რაც მოგესურვებათ. ქილებში იხუფება არა მხოლოდ ბოსტნეული, არამედ ბოსტნეულის ასორტი, ასევე მზა სალათები. მაგალითად, ამ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ დაკონსერვებული წიწაკა და ლეჩო.აგვისტოში გირჩევთ, მიირთვათ უამრავი წვნიანი საზამთრო. ამ უზარმაზარი კენკრისგან შეგიძლიათ მოამზადოთ დაკონსერვებული წვენი ან უბრალოდ დახუფოთ ქილებში ნაჭრებად. ოდესმე მოგიმზადებიათ მსგავსი რამ? თუ არა, გირჩევთ სცადოთ. სახამთროს ქერქის მურაბასა და ჯემზე უკვე აღარაფერს ვამბობთ.

ნესვი ასევე შესანიშნავი პროდუქტია ზამთრისთვის შესანახად. მისგან ამზადებენ მურაბებს და ჯემებს. თითებს ჩაიკვნეტთ! აგვისტო კიტრის მოხუფვის ოპტიმალური პერიოდია, თუმცა მისი ადრეული ჯიშები უკვე ივლისში ჩნდება. ზაფხულის შუა რიცხვებში უმჯობესია არ შეინახოთ ეს ბოსტნეული, რადგან შეიძლება იყოს მწარე.ამავე დროს გირჩევთ პომიდვრის კონსერვების გაკეთებას. მათგან შეგიძლიათ მოამზადოთ მარინადები, ან, გემრიელი ტომატები და საწებლები.გირჩევთ, მოამზადოთ სტაფილოს კონსერვებიც. ბოსტნეული შეიძლება დაემატოს სხვა სახის კონსერვაციას ან გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებელი კერძი. გარდა ამისა, ბევრს მოსწონს სტაფილო კორეულად.

პარკოსნების მოყვარულები ზამთრისთვის ხუფავენ ლობიოს. ასევე, აგვისტოში შეგიძლიათ მოამზადოთ სურნელოვანი ქლიავის და მსხლის ჯემი, მურაბა. თქვენს რას იმარაგებთ ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს