მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალბატონი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე ნატალია მქვი. ეს ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ბიჭი შემიყვარდა. ნიკოლოზი წარმოუდგენლად სიმპათიური და მხიარული იყო. ჩვენი კურსის გოგოების ნახევარი მასზე იყო შეყვარებული და მან კი ყურადღება მე მომაქცია. ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩემი ყველა გოგოს შურდა, მე კი ისეთი ბედნიერი ვიყავი!
ექვსი თვის შემდეგ დავორსულდი. ნიკოლოზმა მაშინვე მითხრა, რომ აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ მე შემეშინდა და აბორტი ვერ გავიკეთე.ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, ამიტომ მათ გვიან გაიგეს, როცა უკვე მუცელი გამომიჩნდა. საცხოვრებლად მეზობელ ქალაქში გამიშვეს, დეიდაჩემთან. ბავშვი აგვისტოს ბოლოს უნდა გამეჩინა. მშობლებმა მირჩიეს, რომ ბავშვი სამშობიაროში დამეტოვებინა.აგვისტოს ბოლოს გოგონა შემეძინა. როდესაც საავადმყოფოში ვიყავი, ბავშვი მომიყვანეს და ექთანმა კი მითხრა:
-აჭამე შენს გოგოს! უარს ნუ იტყვი მასზე! შეხედე რა კარგი გოგონაა! შვილის მიტოვება დიდი ცოდვაა და ამ ცოდვის გამო დაისჯები. ქალიშვილს თავად გაზრდი. ყველა ბავშვი ტირის, შენი გოგონა კი ჩუმად წევს! შეიცოდე ის!მე არ გავითვალისწინე მედდის რჩევა. ბავშვზე უარის დავწერე და უნივერსიტეტში დავბრუნდი სასწავლებლად. ნიკოლოზი სასწავლებლად სხვა ქალაქში გადავიდა და აღარ მინახავს.უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ჩემს კურსელს – ანტონს გავყევი ცოლად. მე მას პირველივე კუსიდან მოვწონდი. ერთი წლის შემდეგ ბიჭი შემეძინა. ჩვენს შვილს ალექსანდრე დავარქვით.
ანტონთან ერთად ძალიან კარგად ვცხოვრობდი. ჩვენი შვილი გაიზარდა, დაამთავრა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. ძალიან კარგად სწავლობდა. პირველივე კურსიდან შეუყვარდა თავისი ჯგუფელი – ნათია.მეოთხე კურსზე რომ იყვნენ, მიხვდნენ, რომ მათი გრძნობები სერიოზული იყო და არა მეგობრული. და აი, ერთ დღეს ალექსანდრე და ნათია ერთად მოვიდნენ ჩვენთან.
– დედა, გაიცანი! ეს ჩემი შეყვარებულია. მას ნათია ჰქვია.ნათია რომ დავინახე გაოცებისგან დავდუმდი. მაშინვე ვიცანი. ის ძალიან ჰგავდა ნიკოლოზს: იგივე მზერა, იგივე თვალები, იგივე ღიმილი.
– დედა, ნათია აყვანილი შვილია. დედამისმა სამშობიაროშივე თქვა მასზე უარი. თუმცა, ეს კარგიც არის! ნორმალური ქალი ამას არასოდეს გააკეთებდა და აღმზრდელ მშობლებს კი ნათია ძალიან უყვართ. მე ისინი უკვე გავიცანი. ისინი მართლაც ძალიან კარგები არიან. მათაც მოვეწონე.
ჩემს თავში ათასობით ჩაქუჩის ხმა გაისმა და მაშინვე მედდის სიტყვები გამახსენდა: “უარს ნუ იტყვი შენს ქალიშვილზე! ეს დიდი ცოდვაა! ამ ცოდვის გამო დაისჯები!“მოვხვდი, რომ ახლა ამის დრო დადგა. ალექსანდრესა და ნათიას შორის ქორწინებას ვერ დავუშვებ: ისინი ხომ და-ძმა არიან.მაგრამ, როგორ ვაღიარო ჩემი ცოდვა? მე ხომ არავინ მაპატიებს…