გაბრაზებულმა დედამთილმა მიყვირა: როგორი დედა ხარ? როგორ ზრდი ბავშვს? ის ხომ დამნაშავედ გაიზრდება!

0
1211

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა დედა საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე ნათია მქვია. მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ.მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე წელი ბინაში ვცხოვრობდით. ამასობაში კი ჩვენს ოცნებას ვიხდენდით: სახლს ვაშენებდით ქალაქგარეთ. ძალიან გვინდოდა სწორედ საკუთარ სახლში ცხოვრება.როდესაც ჩვენი ვაჟი, გიორგი, 5 წლის გახდა, სახლის მშენებლობა დასრულდა და ქალაქის ბინიდან, ქალაქგარეთ, ახალ სახლში გადავედით საცხოვრებლად.

ჩემი ქმრის მშობლებიც თან წავიყვანეთ. საქმე ისაა, რომ ჩემი დედამთილი ძალიან ცუდად არის: ასთმა აქვს. როდესაც ჩემი დედამთილი თავს კარგად გრძნობდა, სადილს ამზადებდა და შვილიშვილსაც უვლიდა. თუმცა, გიორგი იშვიათად ხდებოდა ავად და საბავშვო ბაღში დადიოდა. მე სამსახურში ან სასწავლებელში ვიყავი. ჩემი ქმარიც მუშაობდა.მე და ჩემი დედამთილი არასდროს ვჩხუბობდით. მაშინაც კი, როდესაც რაიმეში არ ვეთანხმებოდი, ჩუმად და მშვიდად ვლაპარაკობდი. ჩემს დედამთილს ასთმის გარდა ბევრი სხვა დაავადებაც ჰქონდა. მის დასახმარებლად ვისწავლე ინექციების გაკეთება, მასაჟი, საწვეთურის დადგმაც კი.

რამდენიმე წლის შემდეგ, ასთმის შეტევები უფრო და უფრო ნაკლებად მეორდებოდა და წნევის პრობლემებიც გაქრა. დედამთილი ბევრად უკეთესად გახდა. ის თავს კარგად გრძნობდა და ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანა დაიწყო.ჩვენს გიორგის კი ძალიან უყვარს ხეებზე ასვლა. მე მას ამის უფლებას ვაძლევდი: ის ხომ ბიჭია, თუმცა ჩემი დედამთილი უკრძალავდა.

და აი, ერთ დღეს ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დროს აღმოვჩნდით ბაღში. მე და ჩემი ქმარი ხის ამოძირკვით ვიყავით დაკავებულები, ჩემი ქმრის მშობლები კი ბოსტანში საქმიანობდნენ. უცებ მესმის, რომ ბებიამისი გიორგის უყვირის: ხიდან ჩამოდი, თორემ დაეცემიო. გიორგიმ უპასუხა, რომ ფრთხილად იქნებოდა და არ ჩამოვარდებოდა, მაგრამ დედამთილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩამოსულიყო. მერე კი მე გადმომძახა:რატომ ზრდი შვილს ასე? ის ხომ დამნაშავედ გაიზრდება! ის უფროსებს არ უჯერებს! გაიხსენებ ჩემს სიტყვებს! გვიანი იქნება!

არაფერი აღარ მითქვამს. უბრალოდ შვილს ვთხოვე, სხვაგან წასულიყო, რათა ბებიამისს არ ენერვიულა. ჩემი დედამთილი იმით გავამართლე, რომ დაღლილი იყო ან იქნებ რამე სტკიოდა.არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი კრიმინალი გახდება. ძალიან მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ამ თემას აღარ შევხებივართ.გავიდა ერთი წელი. არ მეგონა, რომ ჩემი დედამთილი ისევ ისე ფიქრობდა, რომ ჩემი შვილი დამნაშავედ გაიზრდებოდა და ასეთივე ბიჭებთან მეგობრობს.ერთი კვირის წინ მოვიდა და ძალიან შეწუხებულმა თქვა, რომ მათი ოთახიდან ფული დაიკარგა: პენსია. ამაში, დედამთილი ჩვენს შვილს ადანაშაულებდა. მისი თქმით, ფული ჩვენმა შვილმა ან მისმა მეგობრებმა მოიპარეს, რომლებიც ხშირად მოდიან გიორგის სანახავად.

დედამთილი ითხოვდა, რომ სკოლაში მივსულიყავით ან პოლიციაში დაგვეწერა განცხადება.მე და ჩემი ქმარი დარწმუნებული ვიყავით, რომ დედამთილი ცდებოდა. გიორგიმ მშვენივრად იცოდა, სად ვინახავდით ფულს: არ ვმალავთ და ჩვენი ფული ერთხელაც არ დაკარგულა.

– კარგად უნდა გეძებნათ! – ვუთხარი მე.მაგრამ დედამთილი ამტკიცებდა, რომ მან უკვე კარგად ეძება ყველგან. ჩვენ აღარ გვიკამათია, უბრალოდ მის ოთახში შევედით და ფული დივნის ქვეშ ვიპოვეთ. ჩემს მამამთილს პენსია გაზეთში ჩაედო და დივნის საზურგეზე დაეტოვა. გაზეთი დავარდა. დედამთილი ფულს ეძებდა, მაგრამ გაზეთისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ძალიან მტკივა და მწყინს ჩემი შვილის გამო. ასე, როგორ შეიძლება? დედამთილს ეგონა, რომ ჩვენი შვილი ქურდია და დამნაშავედ გაიზრდება.ჩემი ქმარიც დაღონდა. შემთხვევით წამოსცდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში დედამისი არწმუნებდა მას, რომ ცუდი ვიყავი და მას როგორც ცოლი არ ვუხდებოდი.რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბოროტია! შოკში ვიყავი! მე ვარ ბოროტი? ჩემს დედამთილზე ხმა ერთხელაც კი არ ამიმაღლებია! მასზე ვზრუნავდი! და მას კი, აი როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, სინამდვილეში!მიხარია, რომ ჩემი ქმარი სხვანაირად ფიქრობს ჩემზე…