მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ქალბატონი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე და ჩემს ქმარს ერთი ოცნება გვქონდა. ძალიან გვინდოდა საკუთარ სახლში ცხოვრება და ჩვენი ოცნების ასასრულებლად მთელი ხუთი წელი დაგვჭირდა. სამი წლის განმავლობაში ფულს ვაგროვებდით, ორი წელი კი სახლის აშენებას დასჭირდა. სახლი ძალიან კარგი გამოვიდა. ფულით დედაჩემი გვეხმარებოდა.
დედა უკვე ასაკოვანია და ამიტომ, მას აუცილებლად სჭირდება ჩემი დახმარება.ვფიქრობდი, სახლს რომ ავაშენებდით, დედაჩემს ჩვენს სახლში წავიყვანდით. მაგრამ, იმ ოთახში, რომელიც მინდოდა, რომ დედაჩემისთვის დამეთმო, ჩემს ქმარს სახელოსნოს გაკეთება უნდა.მას საერთოდ არ უნდა, რომ დედაჩემმა ჩვენთან იცხოვროს.
– შეიძლება, მთელს სახლში უსიამოვნო სიბერის სუნი დადგეს! დედაშენი მალე გარდაიცვლება! ასე რომ, გაუშვი სიდედრმა საკუთარ ბინაში გაატაროს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება. მე არ მინდა, რომ მან ჩვენი სახლის ენერგეტიკა გააფუჭოს! არ მინდა, რომ ჩვენს სახლში იყოს მიცვალებული და პანაშვიდი!უბრალოდ სასოწარკვეთილი ვარ. არ ვიცი, როგორ დავარწმუნო ჩემი ქმარი.საქმე ისაა, რომ დედაჩემი ძალიან შორს ცხოვრობს ჩვენი ახალი სახლიდან და ჩემთვის ძალიან მოუხერხებელია მასთან მისვლა და დახმარება.ამას გარდა, დედაჩემი მართლაც ძალიან გვეხმარებოდა ფულით, ამ სახლის აშენების დროს.
ნუთუ, ამის შემდეგ ის ჩვენს სახლში ცხოვრებას არ იმსახურებს? დედაჩემს ძალიან უყვარს ყვავილები და იმედოვნებდა, რომ საყვარელ ყვავილებს ჩვენს ეზოში დარგავდა.უბრალოდ არ ვიცი, რა გავაკეთო. დედაჩემს არანაირი სუნი არ ასდის! ის მუდმივად უვლის საკუთარ თავს, ხშირად ბანაობს. მას არანაირი უსიამოვნო სუნი არ ასდის.ვიცი, რომ დედაჩემი ძალიან დაღონდება, როდესაც ვეტყვი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი ჩვენთან წამოყვანა.მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად არაადამიანური და ძალიან სასტიკი საქციელი. ქმრისგან ასეთ სისულელეს არ ველოდი. შევეცდები ჩემი ქმარი დავარწმუნო, რომ თუ დედაჩემს ასე მოვექცევით, მაშინ ამ დიდ და ლამაზ სახლში ვერასდროს ვერ ვიქნებით ბედნიერები.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქმარი გამიგებს და საბოლოოდ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.